imedi /  22 ნოემბერი 2019, 16:00 / სანდო წყარო

ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

ბუტა რობაქიძის საქმე

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასასამართლო სხდომა 9 იანვარს გაიმართება.  

„თუ 24 ნოემბრამდე ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალს ვერ წარვუდგენდით, ვერასდროს წარვუდგენდით,“ ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილს ბრალის დადგენილებაზე ხელი არ მოუწერია, ბრალდება ოფიციალურად წარდგენილად ითვლება

მისი თქმით, ოქრუაშვილის მხარდამჭერების მხრიდან იმის თქმა, რომ საქმის ხანდაზმულობის ვადა ორ დღეში გადის სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბრალი უკვე წარდგენილია და შესაბამისად სისხლის სამართლებრივი დევნა მის მიმართ უკვე დაწყებულია, რაც საქმეს ხანდაზმულობის ვადას ავტომატურად უხსნის. კოტრიკაძის ინფირმაციით ოქრუაშვილს უკვე დაენიშნა სახაზინო ადვოკატი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინტერესებს ელდარ გვალია დაიცავს. მას საქმის მასალები უკვე გადაეცა. ოქრუაშვილი დღეს სასამართლო პროცესს არ ესწრება: 

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს 15:00 საათზე დაიწყო. მანამდე პროცესის გადადების მიზეზი კი სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობა გახდა. გარდა ამისა, სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა ოქრუაშვილის უფლებადამცველიც.

ირაკლი ოქრუაშვილს, ამ ეტაპზე, უფლებადამცველი არ ჰყავს. როგორც ცნობილია, წინა ხელისუფლების მთავრობის კაბინეტის წევრი, საკუთარ ადვოკატთან გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც მოხდა საქმიდან მისი აცილება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პენიტენციური განყოფილებიდან სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც ის სხდომის გადადებას და საქმის მასალების გასაცნობად გონივრულ ვადას ითხოვდა.

სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა იმის შესახებ, რომ არ იცის, რაში სდებენ ბრალს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან მისთვის ცნობილია, თუ რა საქმეზე წარედგინა ბრალი. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. აღნიშნულ საქმეს ხანდაზმულობის ვადა 24 ნოემბერს ეწურება.

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს ბრალი 19 ნოემბერს წარუდგინეს.

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოჩანაწერი დამონტაჟებულია და მასზე 36 წყვეტა ფიქსირდება, რაც ბრალდების პოზიციას ამყარებს. ვიდეოკადრების გაყალბების ერთ-ერთ სავარაუდო ავტორად გურამ დონაძე სახელდება.

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო.

ყველა სიახლე

ასთმა

09 დეკემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ფილტვებსა და სასუნთქ გზებში ცხიმის კვალი პირველად აღმოაჩინეს

ახალი კვლევის ფარგლებში ავსტრალიელმა მეცნიერებმა ფილტვებში სხეულის ცხიმების არსებობამ ასთმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს. ექსპერტებმა შეამოწმეს ასმით დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანების ფილტვების ათასზე მეტი ქსოვილის ნიმუში.

თაგვები

09 დეკემბერი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გენმოდიფიცირებული თაგვები გაგზავნეს

დღეიდან სადგურის ბორტზე 40 თაგვი იცხოვრებს. ცხოველების ნაწილი გენეტიკურად მოდიფიცირებულია. მეცნიერებმა მათ კუნთების ზრდის შემზღუდავი ცილის - მიოსტატინის უკმარისობა გამოიწვიეს. შედეგად თაგვების კუნთოვანმა მასამ ნორმას ორჯერ გადააჭარბა.

გრიგოლ ვაშაძე

08 დეკემბერი 2019, 23:54

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: შეთანხმება არ მომხდარა, მოხდა დათანხმება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას გამართულ შეხვედრაზე არაფერზე შეთანხმებულან. "არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, არავითარი შედეგი, თქვენ რასაც გულისხმობთ პოზიტიური,არ არის. მოხდა დათანხმება", - თქვა ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ.

ექსპედიცია ჩრდილოეთ პოლუსი

08 დეკემბერი 2019, 23:41

ტექნოლოგიები

ორმა მკვლევარმა არქტიკაში 1800 კილომეტრი ფეხით გაიარა

მკვლევარებმა ექსპედიცია სექტემბერში დაიწყეს. მათი მიზანი არქტიკის ყინულის დნობაზე ინფორმაციის შეგროვება იყო. ბორგე უსლანდი 57 წლის არის, მაიკ ჰორნი კი 53-ის. 2006 წელს ისინი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც ჩრდილოეთ პოლუსს მექანიზირებული ტრანსპორტის და ძაღლების გარეშე მიაღწიეს.

ჰონგ-კონგი

08 დეკემბერი 2019, 23:20

მსოფლიო

ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში აქციაზე 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული საპროტესტო მანიფესტაციაში ორგანიზატორების განცხადებით, 800 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიცია კი ამბობს, რომ დემონსტრაციაზე 183 ათასი ადამიანი გავიდა. სამართალდამცავი ორგანოს თქმით, დღევანდელ აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს და იარაღი ჩამოართვეს.

ვადაგასული ხორცი

08 დეკემბერი 2019, 22:58

საქართველო

აღმოაჩინეს ვადაგასული ხორცი, რომლითაც ოზურგეთისა და აჭარის ბაღები უნდა მოემარაგებინათ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს ''სოფოს'' მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა. სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის თქმით, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი.

კინოთეატრი

08 დეკემბერი 2019, 22:50

ეკონომიკა

2019 წელს Disney-ს შემოსავალმა რეკორდი დაამყარა

Disney მსოფლიოში პირველი კინოსტუდია გახდა, რომლის ფილმების შემოსავალმაც წლის განმავლობაში თითქმის 10 მილიარდი დოლარი შეადგინა. 8 დეკემბრის მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკაში სტუდიის შემოსავალმა $3.28 მილიარდი შეადგინა, დანარჩენ მსოფლიოში კი $6.7 მილიარდი. ამით Disney-მ 2016 წლის რეკორდი გააუმჯობესა.

საბას დაჯილდოება

08 დეკემბერი 2019, 22:32

კულტურა

პრემია საბას 2019 წლის გამარჯვებულები დაასახელეს

ლიტერატურული პრემია „საბა“ წელს მეჩვიდმეტედ ჩატარდა და ჟიურიმ 7 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში გაიმარჯვა აკა მორჩილაძის, „კუპიდონი კრემლის კედელთან“. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა მანანა გიგინეიშვილს.

მთავრობის და ოპოზიციის შეხვედრა

08 დეკემბერი 2019, 22:23

საქართველო

მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ

ასეთია სასტუმრო „შერატონში“ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგი. ამ ინიციატივით შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოვიდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ, მანამდე კი ოპოზიციამ საპროტესტო აქციების განახლება დააანონსა.

უკრაინა

08 დეკემბერი 2019, 22:06

მსოფლიო

ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის წინ კიევში კაპიტულაციის შიშის გამო აქცია გაიმართა

პარიზში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის წინ, ათასობით უკრაინელმა კიევში, მაიდანზე საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიზანი ზელენსკისთვის იმის თქმა იყო, რომ უკრაინელები "კაპიტულაციას" არ დაეთანხმებიან. უკრაინაში შიშობენ, რომ მოლაპარაკებებში ზელესნკიმ შესაძლოა ბევრი დათმოს.

საუდის არაბეთი რესტორანი

08 დეკემბერი 2019, 21:51

მსოფლიო

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და კაცები საერთო შესასვლელით ისარგებლებენ

აქამდე ქვეყნის ყველა რესტორანს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი მარტო მოსული კაცები. დღეს კი ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს წესი აუცილებელი აღარ არის. თუმცა სურვილის შემთხვევაში რესტორნების მფლობელებს ძველი წესით მუშაობა შეუძლიათ.

მაჭანკლობა

08 დეკემბერი 2019, 21:30

ტაბლოიდი

წყვილმა ერთმანეთი ინტერნეტში გაიცნო და დაქორწინდა, მალევე ლისა დენის დონორიც გახდა

ლისა და დენ სამერსებმა არ იცოდნენ თუ რა ძალიან შეეფერებოდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთი ონლაინ სამაჭანკლო აპლიკაციით გაიცნეს, შეხვდნენ, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწიდნენ. დენი, ახლა 30 წლის არის და ჯერ კიდევ 10 წლის წინ იცოდა, რომ მომავალში თირკმელთან დაკავშირებით სირთულეები შეხვდებოდა.

ბორის ჯონსონი

08 დეკემბერი 2019, 20:59

მსოფლიო

ლონდონის ტერაქტის მსხვერპლის მამამ ბორის ჯონსონს მატყუარა უწოდა

დავიდ მერიტმა, რომლის შვილიც ტერორიზმისთვის გასამართლებულმა უსმან ხანმა დაჭრა, ბორის ჯონსონი მის ოპონენტთან ჯერემი კორბინთან ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, მატყუარად და თაღლითად დაახასიათა. დავიდ მერიტის თქმით, მომხდარის მოტივები და იყო თუ არა მისი არიდება შესაძლებელი ცნობილი დიდი ხანი არ იქნება.

ენოტი

08 დეკემბერი 2019, 20:57

ტაბლოიდი

გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ენოტი იპოვეს

ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გამოცემის ინფორმაციით, ცხოველი ბარბაცებდა, ერთ-ერთი ქალის ფეხსაცმელს ეთამაშა, რის შემდეგაც ჩაეძინა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ცხოველმა ჭიქებში დარჩენილი გლინტვეინი დალია. შემთხვევის ადგილიდან ენოტი მეხანძრეებმა გაიყვანეს და ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.

ლეიკემია

08 დეკემბერი 2019, 20:38

ტექნოლოგიები

ლეიკემიისა და ლიმფომას სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატი შეიმუშავეს

მედიკამენტს PROTAC-ი ჰქვია და მისი სამიზნე ცილების ნაერთი სახელწოდებით BCL-XL-ია, რომელიც კიბოს უჯრედებს გადარჩენის საშუალებას აძლევს. მედიკამენტების წინა თაობა, რომელიც ამავე პრინციპით მოქმედებდა თრომბოციტების რაოდენობის საშიში დოზით შემცირებისა და სისხლდენის მაღალი რისკით ხასიათდებიან.

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

08 დეკემბერი 2019, 20:32

მსოფლიო

ტრამპმა ფხენიანს დენუკლეარიზაციისკენ მოუწოდა

„კიმ ჩენ ინი საკმარისად ჭკვიანია და თუ მტრულად მოიქცა დასაკარგი ბევრი აქვს, ყველაფერი. ჩემთან ერთად სინგაპურში დენუკლეარიზაციის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. არ ვურჩევ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან განსაკუთრებული ურთიერთობების შეწყვეტას ან ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

Juice Wrld

08 დეკემბერი 2019, 20:12

კულტურა

რეპერი Juice Wrld-ი 21 წლისა გარდაიცვალა

8 დეკემბერს მუსიკოსი აეროპორტში ლოს-ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ, ცუდად გახდა - მას პირიდან სისხლდენა დაეწყო. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. რეპერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. Billboard-ის 2019 წლის პრემიაზე რეპერი ნომინაციაში "საუკეთესო ახალი შემსრულებელი" დააჯილდოეს.

The Worlds Big Sleepout

08 დეკემბერი 2019, 20:04

მსოფლიო

ათობით ათასმა ადამიანმა უსახლკაროების დასახმარებლად ღამე ქუჩაში გაატარა

მოხალისეებმა ეს აქცია „The World's Big Sleepout“-ის ფარგლებში გაატარეს, რომლის მიზანიც უსახლკაროებისთვის 50 მილიონი დოლარის შეგროვება იყო. აქცია მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებში გაიმართა. ორგანიზატორების მონაცემებით, მასში მონაწილეობა დაახლოებით 60 ათასმა ადამიანმა მიიღო.

დონალდ ტრამპი

08 დეკემბერი 2019, 19:39

მსოფლიო

ტრამპი: ისრაელს თეთრ სახლში ჩემზე კარგი მეგობარი არასდროს ჰყოლია

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მან დაპირება შეასრულა და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რაც მის წინამორბედებს არ გაუკეთებიათ. 2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებდა. გასულ წელს კი იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა.

ალექსანდრ გაბიშევი

08 დეკემბერი 2019, 19:18

ტაბლოიდი

იაკუტელმა შამანმა პუტინის „განსადევნად“ მსვლელობა განაახლა

გაბიშევი მსვლელობას ორი ადამიანის და ოთხი ძაღლის თანხლებით აგრძელებს. გაბიშევმა ვლადიმერ პუტინის განსადევნად მოსკოვში მოგზაურობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. მას მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ბნელი ძალების პირმშოა“ და მასთან გამკლავება მხოლოდ შამანს შეუძლია.