imedi /  22 ნოემბერი 2019, 17:05 / სანდო წყარო

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა

ირაკლი ღარიბაშვილი

პენტაგონში აშშ - საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო - ხელშეკრულება გაფორმდა. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და ხელმოწერილი დოკუმენტი ძლიერი ალიანსისთვის მდგრად საფუძველს ქმნის. ჩარჩო - ხელშეკრულება სრულად შეესაბამება თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს, რომელიც მიზნად ისახავს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას.

ჩარჩო - ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრს პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, დევიდ ნორქვისტმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ოფიციალური საზეიმო ცერემონიალით დახვდნენ. ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საპატიო ყარაულის მარში ზალპით დასრულდა.

ორმხრივ შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მიმართ. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს კონტრიბუცია ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრულ თავდაცვის ტრანსფორმაციის მიმართულებებს და თავდაცვის ძალების მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით დაგეგმილ რეფორმებს. განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად და აშშ-ის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება. შეხვედრაზე აშშ-თან და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს.

ყველა სიახლე

გიგი უგულავა

12 დეკემბერი 2019, 22:25

ძალოვნები

უგულავას 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გარდა ამისა, უგულავამ საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი. წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 30 იანვარს ჩაინიშნა.

ჩილეს სამხედრო თვითმფრინავი

12 დეკემბერი 2019, 22:07

მსოფლიო

ჩილეში ავიაკატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

C130 Hercules-ი ქალაქ პუნტა-არენასიდან 10 დეკემბერს გაფრინდა და ანტარქტიდაზე სამხედრო ბაზაზე მიემგზავრებოდა, რა დროსაც ის რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავს ნავთობსადენის პერსონალი გადაჰყავდა. ბორტზე 38 ადამიანი იმყოფებოდა - 21 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი. თვითმფრინავის ნამტვრევები ჩილეს საჰაერო ძალებმა დრეიკის ზღვაში აღმოაჩინეს.

პაველ შერემეტი

12 დეკემბერი 2019, 21:55

მსოფლიო

უკრაინაში ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

პაველ შერემეტი 2016 წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. 2019 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პროკურატურას მკვლელობის გამოძიების შესახებ ანგარიში მოსთხოვა.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 21:35

ეკონომიკა

გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად დეკლარაციას მოაწერა ხელი

გიორგი გახარიამ, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს, ეკონომიკური განზომილებით, სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარების კუთხით.

მანქანა დისტანციური მართვა

12 დეკემბერი 2019, 21:10

ტექნოლოგიები

ნიუ-იორკში კაცს დისტანციიდან დაქოქილი მანქანა დაეჯახა

21 წლის მაიკლ კოსანოვიჩი ორ გაჩერებულ Lexus IS300s-ს შორის იდგა, როცა ერთ-ერთი მათგანის მფლობელმა მანქანა დისტანციურად დაქოქა. ავტომობილი წინ წავიდა და კოსანოვიჩი ორ მანქანას შორის გაიჭედა. გამვლელებმა მანქანა გაწიეს, მაგრამ მან წინ მოძრაობა განაგრძო და კაცს მეორედ დაეჯახა.

მამუკა მდინარაძე

12 დეკემბერი 2019, 20:50

საქართველო

მდინარაძე ამერიკის საელჩოს განცხადებაზე: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ

„ჩვენს მიერ მიღებული კანონით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა“, - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა. ამერიკის საელჩო დღეს გავრცელებულ განცხადებაში წუხს, პარლამენტის მიერ ზოგიერთი მოსამართლის დამტკიცების გამო.

დონალდ ტრამპი

12 დეკემბერი 2019, 20:25

მსოფლიო

ტრამპი გრეტა ტუნბერგის წლის ადამიანად დასახელებას გამოეხმაურა და ეკოაქტივისტს დამშვიდება ურჩია

„რა სასაცილოა. გრეტამ ბრაზის მართვის პრობლემაზე უნდა იმუშავოს, მერე კი მეგობართან ერთად კარგ, ძველებურ ფილმს უყუროს! დამშვიდდი, გრეტა, დამშვიდდი!“ - დაწერა ტრამპმა. Time-მა ტუნბერგი წლის ადამიანად 11 დეკემბერს დაასახელა. ამ ტიტულისთვის დონალდ ტრამპიც იბრძოდა.

აშშ-ის საელჩო

12 დეკემბერი 2019, 20:07

საქართველო

ამერიკის საელჩო წუხს პარლამენტის მიერ ზოგიერთი მოსამართლის დამტკიცების გამო

„კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან“, - წერია განცხადებაში.

12 დეკემბერი 2019, 20:02

მსოფლიო

მედია: ჯიჰადისტებმა ნიგერიაში 71 ჯარისკაცი მოკლეს

ჯიჰადისტებმა ნიგერიაში 71 ჯარისკაცი მოკლეს. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. არმიის პრესსპიკერის განცხადებით, თავდასხმა მალის საზღვართან, სამხედრო ბანაკზე მოხდა. ოფიციალური ცნობებით, 12 ჯარისკაცია დაჭრილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, 30 სამხედრო დაკარგულად ითვლება.

ოთარ ჩრდილელი

12 დეკემბერი 2019, 19:37

საქართველო

უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატი დატოვა

„უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა“, - წერს ჩრდილელი.

ეიტორ შიავე

12 დეკემბერი 2019, 19:03

ტაბლოიდი

ბრაზილიელმა მართვის მოწმობის გამოცდაზე თავი საკუთარ დედად გაასაღა

ეიტორ შიავეს 60 წლის დედამ გამოცდა სამჯერ ვერ ჩააბარა, ამიტომ შვილმა მისი დახმარება გადაწყვიტა. 43 წლის კაცმა ყვავილებიანი ზედა და კაბა ჩაიცვა, მაკიაჟი გაიკეთა, ფრჩხილები მოიწესრიგა და გამოცდაზე თავი საკუთარ დედად გაასაღა. კაცი თაღლითობის და სხვა ადამიანის საბუთების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

12 დეკემბერი 2019, 18:35

საქართველო

ახალარჩეულმა მოსამართლეებმა პარლამენტში ფიცი დადეს

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა. პარლამენტმა არ დაამტკიცა: თამარ ალანია, შოთა გეწაძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი.

ფორბსის გავლენიანი ქალები

12 დეკემბერი 2019, 18:30

მსოფლიო

Forbes-მა 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის ყველაზე გავლენიანი 100 ქალი დაასახელა. რეიტინგში პირველი ადგილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს უკავია. მერკელი უკვე 9 წელია Forbes-ის სიის რეიტინგის სათავეშია. მეორე ადგილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდია.

ალპინიზმი

12 დეკემბერი 2019, 18:25

სპორტი

UNESCO-მ ალპინიზმი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა

შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ბოგოტაში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა „ალპინიზმი ტრადიციული ფიზიკური პრაქტიკაა, რომელიც მაღალმთიანი რაიონების გარემოს, ამ აქტიურობის ისტორიის და ღირებულებების ცოდნით და განსაკუთრებული უნარების ქონით ხასიათდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კახა ოქრიაშვილი

12 დეკემბერი 2019, 17:56

საქართველო

ოქრიაშვილმა განმარტა რატომ არ დაუჭირა მხარი მელიასთვის მანდატის შეწყვეტას

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მან იმიტომ არ დაუჭირა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი, რომ მელიას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია და ამის უფლება აქვს.

ბაკურიანი

12 დეკემბერი 2019, 17:47

სპორტი

ბორჯომი და ბაკურიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის 2025-ის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქია

ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭა. ამ საკითხზე თებერვალში ფესტივალის საორგანიზაციო კომისიის წევრები ჩამოვლენ და სიტუაციას ადგილზე შეაფასებენ.

ეკა ბესელია

12 დეკემბერი 2019, 17:39

საქართველო

ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ტოვებს

ეკა ბესელია პარლამენტის მიერ მოსამართლეების საკითხის განხილვის და მათი უვადოდ არჩევის შემდეგ იურიდიულ კომიტეტს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კარლ ჰარცელი სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი 2019, 17:38

საქართველო

ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული ვითარება ევროკავშირის ელჩთან განიხილა

​საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე ევროკავშირის ელჩთან იმსჯელა. ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საერთო ჯამში, ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო“.

კავკასუს ონლაინი

12 დეკემბერი 2019, 17:32

ეკონომიკა

„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეთ

კომუნიკაციების კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“ წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. კომისიამ კომპანიები 17 ოქტომბერს გააფრთხილა.

სულავესი ნადირობა ბიზონზე

12 დეკემბერი 2019, 17:27

კულტურა

ინდონეზიაში ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი ნიმუში იპოვეს

ნახატზე ბიზონზე ნადირობის სცენაა გამოსახული. ცხოველის მოკვლას შუბებით შეიარაღებული ადამიანები ცდილობენ, რომლებსაც ცხოველების ნაკვთები აქვთ. რადიოაქტიური ანალიზით დადგინდა, რომ გამოსახულება 44 ათასი წლის წინ შექმნეს.