imedi /  26 ნოემბერი 2019, 17:08 / სანდო წყარო

როგორ ისჯება სექსუალური შევიწროება საქართველოში

სექსუალური შევიწროება

საქართველოში 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი სამთავრობო კამპანია დაიწყო. 2019 წელს კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა სექსუალური შევიწროება. სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევაა და 2019 წლის მაისიდან კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ისჯება კანონით.

რას გულისხმობს სექსუალური შევიწროება საქართველოში და როგორია ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა:

2019 წლის 10 მაისიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ამოქმედდა ახალი მუხლი - 1661, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სექსუალური შევიწროების ჩადენისათვის. 

რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში?

საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. 

სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.

რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონმდებლობა?

საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ჩადენა იწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდე ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოები 1 თვემდე ვადით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღემდე ვადით.

რა შემთხვევაში მძიმდება პირის პასუხისმგებლობა სექსუალური შევიწროების ჩადენისას?

სექსუალური შევიწროების დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს:
•    სექსუალური შევიწროების განმეორებითი ჩადენა  ერთი წლის განმავლობაში;
•    სექსუალური შევიწროების ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით;
•    არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი სექსუალური შევიწროების ჩადენა ასეთი ქმედების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში;
•    სექსუალური შევიწროების ჩადენა ორი ან მეტი პირის მიმართ.

სექსუალური შევიწროება სამსახურში, სასწავლებელში, და სხვა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში:

2019 წლის 19 თებერვალს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შეახებ“ კანონით აიკრძალა სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა. აღნიშნული კანონი ვრცელდება საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე - შრომითი და წინასახელშეკრულებო ურთიერთობები, ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება, განათლება, საქონლისა და მომსახურების მიწოდება და ა. შ.

რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში?

სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

ვის უნდა მიმართოთ, თუ კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში თქვენ მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას?

კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების ჩადენის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ შიდა ორგანიზაციული დაცვის მექანიზმები ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე მიმართოთ სასამართლოს ან საქართველოს სახალხო დამცველს #1481.

რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონმდებლობა, თუ სასამართლომ ან სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა?

სასამართლო უფლებამოსილია, სექსუალური შევიწროების ჩამდენს დააკისროს: ა) სექსუალური შევიწროების შეწყვეტა; ბ) მატერიალური ანდა მორალური ზიანის ანაზღაურება. 
სახალხო დამცველი უფლებამოსილია, სექსუალური შევიწროების ჩამდენს მიმართოს რეკომენდაციით, ა) შეწყვიტოს სექსუალური შევიწროების ფაქტი; ბ) მომავალში არ ჩაიდინოს სექსუალური შევიწროება; გ) თუ სექსუალურ შევიწროებას ადგილი შემავიწროებლის დასაქმების ადგილას ჰქონდა, სახალხო დამცველი დამსაქმებელს მოუწოდებს, სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ რეგულაცია ასახოს ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციაში ანდა შექმნას მსგავს ფაქტებზე რეაგირების მექანიზმი.

ვის უნდა მიმართოთ, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას თქვენს მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას?

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სექსუალური შევიწროების ჩადენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ პოლიციას #112, რათა დროულად იყოს შესაძლებელი მტკიცებულებების მოპოვება და სამართალდამრღვევის გამოვლენა.

ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ 25 ნოემბრის დაწესება უკავშირდება 1960 წლის 25 ნოემბერს დები მირაბალების მკვლელობას, რომლებიც პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და ეწინააღმდეგებოდნენ რაფაელ ტრუხილოს დიქტატურას დომენიკის რესპუბლიკაში. მათი მკვლელობა თვითონ დიქტატორის მიერ იყო შეკვეთილი. 1981 წლის 25 ნოემბერს ფემინისტებმა მოაწყვეს დემონსტრაცია ქალებზე ძალადობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, 1999 წელს კი გაერომ ეს თარიღი ქალებზე ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 

ყველა სიახლე

14 დეკემბერი 2019, 01:05

ეკონომიკა

ტურისტებს ფიტოსერთიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილის და ბოსტნეულის შეტანა ეკრძალებათ

2019 წლის 14 დეკემბრიდან ტურისტებს ფიტოსანიტარული სერთიფიკატის გარეშე ევროპის ქვეყნებში ხილს და ბოსტნეულის შეტანა აეკრძალათ. ინფორმაციას ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

წყვილი

14 დეკემბერი 2019, 00:59

ტაბლოიდი

მსახიობი კოლინ ფერტი ცოლს შორდება

ბრიტანელი მსახიობი კოლინ ფერტი 22-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლ ლივიას შორდება. წყვილმა ოფიციალური განქორწინების შესახებ განცხადება გამოცემა Hello-სთან გააკეთა. წყვილი აცხადებს, რომ განქორწინების მიუხედავად, ისინი რჩებიან მეგობრებად და მათ შვილების სიყვარული აერთიანებთ.

დენი ვილნევი

13 დეკემბერი 2019, 23:57

კულტურა

ათწლეულის რეჟისორი დასახელდა

ჰოლივუდის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ ათწლეულის რეჟისორი დაასახელა. ინფორმაცია ორგანიზაციის Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. ამ ჯილდოს რეჟისორი დენი ვილნევი მიიღებს. დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 9 იანვარს არის დაგეგმილი.

დავით ნარმანია

13 დეკემბერი 2019, 23:22

ეკონომიკა

ნარმანია: ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს სავალუტო კურსთა შორის სხვაობის დაბალანსების მექანიზმი, რომ კურსის რყევამ გაზის ტარიფებზე გავლენა არ მოახდინოს.

დენი აილეო

13 დეკემბერი 2019, 23:08

კულტურა

ამერიკელი მსახიობი დენი აილეო გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი დენი აილეო 86 წლისა გარდაიცვალა. The Hollywood Reporter-ის ცნობით, მსახიობის სიკვდილის მიზეზი ხანმოკლე ავადმყოფობა გახდა. მსახიობს ჰყავს ცოლი და 4 შვილი. სპაიკ ლის ფილმზე „გააკეთე როგორც საჭიროა“ დენი აილეო მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარზე“ იყო წარდგენილი

13 დეკემბერი 2019, 22:36

საქართველო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართველი მოსამართლეების არჩევით იმედგაცრუებულია

ტიტუს კორლატეანია და კლოდ კერნის თქმით, ახლა საჭიროა სწრაფი ზომების მიღება სასამართლო სისტემისა და დამოუკიდებელი სასამარლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის აღსადგენად. მათივე თქმით, ისინი აპირებენ მომდევნო წელს საქართველოში რეგულარულად ჩამოვიდნენ.

ვარსკვლავები

13 დეკემბერი 2019, 22:35

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ეგზოტიკური ფორმის ვარსკვლავები აღმოაჩინეს

ესპანელმა და პორტუგალიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორიული მეთოდი და ბოზონის ვარსკვლავების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ვარსკვლავები შედგება ბოზონის ფერმიონებისგან. ასეთ ვარსკვლავებს აქვთ ბაგელის ფორმა და სწრაფად იფანტებან.

მასიმო ფერერო

13 დეკემბერი 2019, 22:14

სპორტი

„სამპდორიას“ პრეზიდენტს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა

იტალიის სერია A-ს კლუბ „სამპდორიას“ პრეზიდენტ მასიმო ფერეროს საფეხბურთო საქმიანობა ოთხი თვით აეკრძალა. ფერეროსთან ერთად საფეხბურთო საქმიანობა მის მეუღლე ვანესასაც აუკრძალეს, რომელიც კლუბის თანამფლობელია და ყველაფერი მასზეა გაფორმებული.

13 დეკემბერი 2019, 21:57

ეკონომიკა

საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონისთვის ემზადებიან

როგორ ხვდება მთის კურორტები ზამთრის სეზონს? მოსამზადებელ სამუშაოს ბაკურიანში დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. კურორტზე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც ბაკურიანში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განიხილეს.

იოგა

13 დეკემბერი 2019, 21:50

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორ მოქმედებს იოგა ტვინზე

ათწლეულის განმავლობაში მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ აერობიკული ვარჯიშები აძლიერებს ტვინსა და ხელს უწყობს ახალი ნეირონების ზრდას. ამერიკელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იოგით დაკავებასაც ანალოგიური ეფექტი აქვს. სპეციალისტების მტკიცებით, იოგა ამცირებს სტრესს, შფოთვასა და დეპრესიას.

ნათია თურნავა

13 დეკემბერი 2019, 21:30

ეკონომიკა

თურნავა: პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 41 მილიონ ლარზე მეტი მოვიზიდეთ

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროექტის ფარგლებში გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც დღეს გამართულ საჯარო აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია.

თევზები

13 დეკემბერი 2019, 21:15

ტექნოლოგიები

კალიფორნიის სანაპიროზე უცნაური ფორმის თევზები გამოირიყა

აშშ-ში, კალიფორნიის სანაპიროზე წყალმა უცნაური ფორმის ათობით ათასი თევზი გამორიყა. BBC-ის ცნობით, „თევზი პენისი“ ჭიაყელების ნაირსახეობაა, რომელიც მიწის ქვეშ ბინადრობს. თუმცა ისინი წყალში რეგიონში შტორმის აქტიურობის შედეგად აღმოჩდნენ.

მაია შარაპოვა

13 დეკემბერი 2019, 21:09

კულტურა

შარაპოვა სერიალ „დილის შოუში“ გადაიღეს

სპორტსმენმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის სერიალის მსახიობებთან ჯენიფერ ენისტონთან და რიზ უიზერსპუნთან ერთად არის გადაღებული. „ეს გადაღების ნამდვილად დიდი გამოცდილებაა ყველაზე კეთილ ქალებთან ერთად, ვისთანაც კი მიმუშავია"- წერს შარაპოვა.

კატა

13 დეკემბერი 2019, 20:32

ტაბლოიდი

კატის გაქცევის გამო ბეირუთი-მილანის მიმართულებაზე ფრენა შეფერხდა

ბეირუთი-მილანის ავიამიმართულებაზე ფრენა 50 წუთით შეფერხდა. ამის მიზეზი კატის გაქცევა გახდა, რომელიც პატრონს თვითმფრინავში გადასასვლელ ხიდის უჯრედში დაიმალა. თითქმის ერთსაათიანი ძებნის შემდეგ „ძებნილი“ კატა პატრონს აეროპორტების თანამშრომლებმა დაუბრუნეს.

13 დეკემბერი 2019, 20:26

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ექიმის მეუღლის თქმით, ამ კომისიაში უნდა შევიდეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. გარდა ამისა, ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამასთან, 15 დეკემბერს საოკუპაციო ხაზთან ექიმის ოჯახი და ახლობლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

საქართველოს პარლამენტი

13 დეკემბერი 2019, 20:21

საქართველო

პარლამენტის სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება. პარლამენტში 12 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მოსკოვი პოლიცია

13 დეკემბერი 2019, 20:05

მსოფლიო

მოსკოვში ტერაქტის მომზადებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რუსეთის 2 და ცენტრალური აზიის ქვეყნების 3 მოქალაქეა.პოლიციამ დაკავებულებს იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს“ ინსტრუქციები აღმოუჩინეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ელექტროენერგია

13 დეკემბერი 2019, 19:56

ეკონომიკა

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა

ნოემბერში საბალანსო ელექტროენერგია გაძვირდა. წლიურ ჭრილში, საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ღირებულება 13.81 -დან 15.45 თეთრამდეა გაზრდილი. დერეგულირებული ელექტროსადგურების საბალანსო ელექტროენერგიის ფასი შემცირდა 11.248-დან 10.614 თეთრამდე.

თსუ

13 დეკემბერი 2019, 19:07

საქართველო

თსუ-ის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები ორმაგი ხარისხის დიპლომს აიღებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საფრანგეთის ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივ ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამას „ტურიზმი“, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სრული უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.

ევროკავშირი

13 დეკემბერი 2019, 19:00

საქართველო

ევროკავშირი უზენაესის მოსამართლეებზე: ზოგიერთ კანდიდატს ფართო საზოგადოება არ ენდობა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით ევროკავშირი აცხადებს, რომ შერჩევის პროცესში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსამართლეთა წარდგენის პროცესზე. ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.