imedi /  29 ნოემბერი 2019, 18:06 / სანდო წყარო

პროკურატურა ია კერზაიას საქმის გამოძიების შეფასებაზე ომბუდსმენის განცხადებას არ ეთანხმება

ია კერზაია

საქართველოს გენერალური პროკურატურა ია კერზაიას საქმის გამოძიების შეფასებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას არ იზიარებს.

საგამოძიებო უწყებას მიაჩნია, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებული შეფასებები, არსებული ფაქტების მიმართ არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც სცილდება, რადგან იგი არ წარმოადგენს პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმეების ზედამხედველ ორგანოს.

„მით უმეტეს, რომ სახალხო დამცველის  განცხადება არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ შემთხვევას, სადაც პროკურატურის მოქმედებით დაირღვა პროცესში მონაწილე რომელიმე პირის უფლება.
საქართველოს პროკურატურა, ია კერზაიას საქმეზე ჩატარებული გამოძიების მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  განმარტავს, რომ სრულად გაუგებარია  სახალხო დამცველის პოზიცია გამოძიების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რადგან ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას მიმართა 2018 წლის 19 დეკემბერს, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ. 
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირების პროცესში ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მის იძულებას და დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც აისახა ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გახდა მისი გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი. ამდენად, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების ფაქტს მიზეზ-შედეგობრივად აკავშირებდა სკოლის ინსპექტირების პროცესში ია კერზაიას მიმართ არასათანადო მოპყრობას.
ამიტომ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოძების შესწავლის საგანი, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ია კერზაიას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენა. 
ბაჩანა შენგელიას მომართვის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ,  კანონით მინიჭებული  უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო განცხადების განხილვა. ამ პროცესში  გასაუბრება შედგა როგორც ბაჩანა შენგელიასთან, ასევე სხვა პირებთან, საგამოძიებო ორგანომ მოიპოვა საკითხთან შემხებლობაში არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია.
შედეგად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 11 თებერვალს.
რაც შეეხება სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვებას, ბაჩანა შენგელიას მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნისას (2019 წლის 19 დეკემბერი) სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე აღარ ინახებოდა, შესაბამისად, გამოძიება ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას ეს მტკიცებულება მოეპოვებინა. 
ამასთან, საქართველოს პროკურატურა არაობიექტურად მიიჩნევს სახალხო დამცველის პოზიციას არაერთგვაროვანი მიდგომის გამო, თუ რატომ გაეცნო ია კერზაიას შვილი საქმის მასალებს, იმ ვითარებაში, როცა მას არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და ბაჩანა შენგელიას საქმის მასალები გააცნო მისი  თხოვნის გათვალისწინებით, რაც არათუ ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას, არამედ პირიქით, განმცხადებლის და საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას გამოძიების პროცესზე"- წერია განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურა ასევე აშკარა არაობიექტურ პოზიციად მიიჩნევს სახალხო დამცველის შეფასებას, რომ ჩატარებული გამოძიებით ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა. 

„აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებამ საქმეზე ჩაატარა ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, მათ შორის გამოკითხა ყველა  პირი, რომელთაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მომხდართან, რასაც  ვერც სახალხო დამცველი უარყოფს. შედეგად, ჩატარებული სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებით არ დადასტურდა რომ ია კერზაიას გარდაცვალება დაკავშირებული იყო მის მიმართ არასათანადო/უკანონო მოპყრობასთან და ამიტომ, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველთან თანამშრომლობის მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს და ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას, საგამოძიებო ორგანოს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ გამოთქმული შეფასებებისას არ უნდა გასცდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ასევე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მისი  განცხადებები და პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს სახალხო დამცველის კომპეტენციას" -ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაასრულა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა და დაადგინა, რომ აღნიშნული საქმეში ვლინდება ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც საქართველოს პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეებშიც ხშირად იკვეთება.

23 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც გამოძიება ია კერზაიას საქმეზე დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გენპროკურატურამ გამოძიება 11 თებერვალს დაიწყო. ამ სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის ინსპექტირების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი პროკურატურაში მიმდინარე წლის თებერვალში გამოკითხეს. პროკურატურამ კერზაიას საქმეზე განცხადება სამ აპრილსაც გაავრცელა. უწყება განმარტავდა, რატომ არ ცნო ია კერზაიას შვილი დაზარალებულად.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ [ISFED] ია კერზაიას საქმეზე 2019 წლის 26 მარტს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის განცხადებას facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით პროკურატურამ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა სიახლე

მულანი

06 დეკემბერი 2019, 00:56

კულტურა

Disney-მ „მულანის“ ტრეილერი გამოაქვეყნა

კომპანია Disney-მ რეჟისორ ნიკი კაროს ფილმ „მულანის“ ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 1998 წლის მულტფილმის ეკრანიზაციაა. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა გოგო თავს კაცად ასაღებს და ჯარში მიდის. შედეგად ის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მეომარი ხდება. „მულანის“ პრემიერა 2020 წლის 27 მარტს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

06 დეკემბერი 2019, 00:40

მსოფლიო

ტრამპი: აშშ ირანში პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას

აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს აკრიტიკებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ პროტესტის მონაწილეთა გვერდით დგას. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა თეთრ სახლში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. Amnesty International-მა ორშაბათს პროტესტის სულ მცირე 208 მონაწილის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

ბილი აილიში

06 დეკემბერი 2019, 00:20

კულტურა

ბილი აილიშმა ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

მომღერალმა ბილი აილიშმა სიმღერაზე „xanny“ ვიდეორგოლი წარადგინა. ამის შესახებ Rolling Stone-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიცია აილიშის ალბომში „When We All Fall Asleep, Where Do We Go?“ შედის, რგოლის რეჟისორი კი თავად 17 წლის მომღერალია. „ძალიან მიხარია, რომ ჩემი სარეჟისორო დებიუტი გაგიზიარეთ“, - განაცხადა აილიშმა.

მიტროპოლიტი გერასიმე

05 დეკემბერი 2019, 23:58

საქართველო

ზუგდიდის მიტროპოლიტი ბერის დაკავებაზე: პასუხისმგებლობას არ ვიხსნით

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბერის, გიგა ქავთარაძის საქმესთან დაკავშირებით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ კომენტარი გააკეთა. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს. ათონის მთაზე მოღვაწე ბერი და მასთან ერთად ერთი ადამიანი 4 დეკემბერს დააკავეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 დეკემბერი 2019, 23:38

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი Time-ის ყდაზე მოხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალ Time-ის ყდაზე პირველად მოხვდა. დეკემბრის გამოშვებაში მასთან ინტერვიუც არის გამოქვეყნებული, რომელიც პრეზიდენტმა ჟურნალისტ საიმონ შუსტერს მისცა. შუსტერი და ზელენსკი ერთმანეთს ნოემბერში შეხვდნენ, როცა პრეზიდენტმა რამდენიმე დასავლურ გამოცემას ინტერვიუ მისცა.

ნგოლო კანტე

05 დეკემბერი 2019, 23:20

სპორტი

„ჩელსის“ ფეხბურთელი თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ნგოლო კანტე თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. „ეკიპის“ ფრანგმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, სადაც კარგად ისმის, როგორ ემუქრებოდა რაშიდ საადნა კანტეს. საადნა დაკითხვაზე უკვე დაბარებულია პარიზის პროკურატურაში და სავარაუდოდ მის წინააღმდეგ საქმეც აღიძვრება.

დემონსტრაცია პარიზში

05 დეკემბერი 2019, 23:00

მსოფლიო

საფრანგეთში საპენსიო რეფორმა 500 ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა

დემონსტრაციები ქვეყნის 40 ქალაქში გაიმართა. პარიზში აქციაზე 200 000 ადამიანი გამოვიდა. ნაწილმა ვიტრინები ჩაამსხვრია და პოლიციელებს ტროტუარის ქვები დაუშინა, რის გამოც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. არიან დაკავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

მიროსლავ ლაიჩაკი

05 დეკემბერი 2019, 22:49

საქართველო

მიროსლავ ლაიჩაკი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა ეუთოს მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პოლარული დათვები

05 დეკემბერი 2019, 22:24

მსოფლიო

ათობით პოლარული დათვი რუსულ სოფელში შეიჭრა

სოფელში ყველა სახის საჯარო ღონისძიება გაუქმდა, სკოლებს კი გაძლიერებულად იცავენ. ბუნების დამცველების თქმით, ცხოველების სოფელთან გამოჩენა კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. გლობალური დათბობის გამო ნაპირთან ყინული სუსტია, რაც ცხოველებს ნადირობას ურთულებს. ამიტომ ისინი საკვებს სოფლებში ეძებენ.

ლინას ლინკევიჩუსი დავით ზალკალიანი

05 დეკემბერი 2019, 22:05

საქართველო

ზალკალიანმა და ლინკევიჩუსმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი განიხილეს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გამართული აუდიენციისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთოს მეგობართა ჯგუფის ფარგლებში გამოხატული მხარდაჭერისა და სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებისთვის.

05 დეკემბერი 2019, 21:50

თემა

იცით თუ არა, რა კრიტერიუმებით განასხვავებენ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს?

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განვითარების დონის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალს სისტემატურად აქვეყნებს. მსგავს კვლევებს სხვა საერთაშორისო გაერთიანებებიც ატარებენ, თუმცა კრიტერიუმები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. რა უდევს საფუძვლად ქვეყნების ტიპოლოგიას? რა კრიტერიუმებით აკუთვნებენ მათ ამა თუ იმ კატეგორიას? რას ნიშნავს განვითარებული, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანა?

აშშ კაპიტოლიუმი

05 დეკემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

აშშ-მა რუს ჰაკერებს ბრალი წარუდგინა და სანქციები დაუწესა

ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ისინი ჰაკერული დაჯგუფება Evil Corp-ის წევრები არიან, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით ბანკებიდან სულ ცოტა 100 მილიონი დოლარი მოიპარა. სანქციები შვიდ რუსულ კომპანიასაც შეეხო. უწყების ინფორმაციით, მათი ხელმძღვანელი Evil Corp-ის სავარაუდო წევრი დენის გუსევია.

პეტრე ცაავა

05 დეკემბერი 2019, 21:22

საქართველო

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ონლაინგამოცემის შექმნას აპირებს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ონლაინგამოცემის დაფუძნებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს. ეს ცნობა თავად პეტრე ცაავამაც დაადასტურა. პეტრე ცაავას ვებგვერდის შექმნაში იღუმენია თამარ გამყრელიძეც დაეხმარება, რომელმაც ეპარქია მასთან ერთად დატოვა.

ბატუტზე ხტომა

05 დეკემბერი 2019, 21:19

სპორტი

ქართულმა წყვილმა ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა

ბატუტზე სინქრონულ ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა 11-12 წლამდე გოგონათა შორის შეჯიბრში კვალიფიკაციაში 44.710 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ იაპონელებს ჩამორჩნენ, ფინალში კი, 44.340 ქულით ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.

ნინო ბურჯანაძე

05 დეკემბერი 2019, 20:48

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება ბურჯანაძის რუდენკოსთან შეხვედრის შინაარსს აქვეყნებს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს.

ნიკოლოზ მაქარაშვილი

05 დეკემბერი 2019, 20:29

საქართველო

ბერი ნიკოლოზი მრევლს ასლარიანებს ურიგებს. ვიდეო

დღეს გავრცელებული, 29 ნოემბრით დათარიღებული ვიდეოს მიხედვით, ზემოფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზი მრევლს 100-ლარიანებს ურიგებს. როგორც ცნობილია, ნიკოლოზ მაქარაშვილს, საპატრიარქოს განცხადებით, უკვე 20 წელია, მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს.

იტალია

05 დეკემბერი 2019, 20:22

სპორტი

იტალიური სპორტული გამოცემა რასისტული ნომრის გამო სკანდალში გაეხვია

მთელი დღის განმავლობაში სოციალური ქსელის საშუალებით „კორიერეს“ ყველა აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ სერია A-ში, სადაც რასიზმის პრობლემა ყოველთვის იყო, გულშემატკივრები შავკანიან ფეხბურთელებს მატჩების დროს ამის შემდეგ უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებენ.

პოლიცია

05 დეკემბერი 2019, 20:12

ძალოვნები

რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 100-ზე მეტი ცხვარი ემსხვერპლა. ვიდეო

რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიის შედეგად 100-ზე მეტი ცხვარი დაიხოცა. „ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა, რომელსაც ცხვრები გადაჰყავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მომხდარის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

სასამართლო პროცესი

05 დეკემბერი 2019, 20:01

ძალოვნები

თანამშრომლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

პროკურორ დავით პაპავას განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდების მხარემ ბრალდებულ ბესიკ ფიფიას მიმალვის საფრთხის გამო მოითხოვა. ფიფიამ პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 იანვარს გაიმართება.

ქეთევან ციხელაშვილი

05 დეკემბერი 2019, 19:56

საქართველო

ციხელაშვილი: ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დღის წესრიგში ოკუპაცია პრიორიტეტული უნდა იყოს

„ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დღის წესრიგში ეს თემა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს. კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომ დავეხმაროთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს, შევძლოთ ერთიანად და ქმედითად ვუპასუხოთ მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს“