imedi /  02 დეკემბერი 2019, 11:52 / სანდო წყარო

გერმანიაში სპეციალურად საქართველოსთვის 30 სახანძრო მანქანა დაამზადეს

ახალი სახანძრო მანქანები

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ ნაყიდი 30 სახანძრო მანქანის ინსპექტირება გერმანიის ქალაქ ულმში დასრულდა. ინსპექტირება სპეციალურმა მანქანებმა "მაგირუსის" ქარხანაში გაიარეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  "მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა  მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო. სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის. 

ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე,  დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა."მაგირუსის" სახანძრო ტექნიკა განთავსებულია "ივეკოს" ფირმის საავტომობილო შასზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, 30 ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოში წლის ბოლომდე ჩამოვა. 

„მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღებული აქვს კურსი, მთლიანად ჩანაცვლდეს მოძველებული რუსული ავტომობილები თანამედროვე, ახალი, ევროპული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით“, - აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

მანქანების საქართველოში ჩამოსვლამდე, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ქართველი მეხანძრე-მაშველები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. ახალი, ევროპული სტანდარტის ტექნიკა მუნიციპალური სახანძრო მანქანებია. მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გადაანაწილებს.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

20 იანვარი 2020, 12:41

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: გუნდის დიდი ნაწილი კულტურის სფეროს სამინისტროს სახით მართვას ემხრობა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუნდის დიდი ნაწილი კულტურის სამინისტროს სახით კულტურის სფეროს კოორდინაციის, ცალკე მართვისა და მენეჯმენტის მომხრეა. არჩილ თალაკვაძის თქმით ამ თემაზე მსჯელობა იყო როგორც პარლამენტში, ასევე პარტიაშიც.

პამელა ანდერსონი

20 იანვარი 2020, 12:16

ტაბლოიდი

52 წლის პამელა ანდერსონი ჟურნალ Vanity Fair-ისთვის გაშიშვლდა

ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი პამელა ანდერსონი ჟურნალ Vanity Fair Italia-ს ყდაზე მოხვდა. ფოტოები ანდერსონის Instagram-ზე გავრცელდა. 52 წლის მსახიობის შიშველ ფოტოსესიაზე ცნობილი ფოტოგრაფი კარმელო რედონდო მუშაობდა.

20 იანვარი 2020, 12:08

ტაბლოიდი

ავსტრალიაში გოლფის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა

ავსტრალიაში ქვიშის ქარიშხლის შემდეგ გოლფის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა, ინფორმაციას ტელეარხი 7News ავრცელებს. ძლიერი სეტყვა ავსტრალიაში შტატ „ახალ სამხრეთის უელსს“ დაატყდა. მაშველებს 1,5 ადამიანმა მიმართა. სეტყვამ მათი სახლის სახურავები დააზიანა.

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

20 იანვარი 2020, 11:51

კულტურა

Netflix-ი პრინც ჰარისა და მეგან მარკლთან თანამშრომლობით არის დაინტერესებული

მისივე თქმით, წყვილი, რომელმაც სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე ცოტა ხნის წინ უარი თქვა, შესაძლოა, სერიალში „გვირგვინი“ გადაიღონ. ისტორიული დრამა ელიზაბეტ მეორის მმართველობას ასახავს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სასექსის ყოფილმა ჰერცოგენიამ კომპანია Disney-სთან გააფორმა კონტრაქტი.

როჯერ ფედერერი

20 იანვარი 2020, 11:50

სპორტი

როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის რეკორდი დაამყარა

შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობაში 21-ედ მონაწილეობს, რაც ამ ტურნირის რეკორდია. ამ მაჩვენებლით მას ერთი გათამაშებით ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი, სამით კი ფრანგი ფაბრის სანტორო ჩამორჩება. პირველ წრეში 38 წლის ფედერერმა ამერიკელი სტივ ჯონსონი 6:3, 6:2, 6:2 დაამარცხა.

ქეთევან ციხელაშვილი

20 იანვარი 2020, 11:39

საქართველო

სახელმწიფო მინისტრი ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე ბრიუსელში ისაუბრებს

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება. ქეთევან ციხელაშვილი ევროპარლამენტში საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ მოქალაქეებსა და ხუთი თვის წინ ჩაკეტილ ეგრეთ წოდებულ გადასასვლელ პუნქტზე ისაუბრებს.

ბრედ პიტი

20 იანვარი 2020, 11:35

ტაბლოიდი

მედია: ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა რომანტიკული ურთიერთობები აღადგინეს

ჰოლივუდის მსახიობებმა ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა აშშ-ის კინოაკადემიის გილდიის დაჯილდოებაზე თაყვანისმცემლები გააოცეს. TMZ-ის ცნობით, ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ ემოციებს და მაქსიმალურ ყურადღებას დაუფარავად გამოხატავდა.

ბრიუსელი

20 იანვარი 2020, 11:24

საქართველო

კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგება

ქართველი დეპუტატები ევრო-პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. სხდომაზე მოხსენებით კახაბერ კუჭავა გამოვა, რომელიც საქართველოს პროგრესზე, მიმდინარე რეფორმებსა და პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრებს, იმსჯელებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ მდგომარეობაზეც.

ოპოზიცია ხელისუფლება

20 იანვარი 2020, 11:22

საქართველო

ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის ემზადებიან

საპარლამენტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ თუ ოპოზიცია წარდგენილ ვარიანტს არ დათანხმდება, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ მათ არ სურთ რეალური ცვლილებები და მიზანი მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნაა. ამ საკითხზე პოზიცია უკვე დააფიქსირა ოპოზიციამ.

თინი-ლექსი კლარსონი

20 იანვარი 2020, 11:16

ტექნოლოგიები

სოცმედიის ინფლუენსერებს სექსის სანაცვლოდ ათასობით დოლარს სთავაზობენ

სოციალური მედიის წამყვან ინფლუენსერებს ყოველდღიურად უცნობი ადამიანები ათასობით დოლარს სთავაზობენ სექსის სანაცვლოდ. სოციალური მედია კაცებისთვის ერთგვარ "კატალოგად" იქცა, სადაც მათ შეუძლიათ, შეარჩიონ თავიანთი შემდგომი "ნადავლი".

20 იანვარი 2020, 10:49

მსოფლიო

ჩინეთი ერთჯერადი პლასტიკური პარკების აკრძალვას გეგმავს

არადეგრადირებადი პარკების გამოყენება ჩინეთის მთავარ ქალაქებში 2020 წლის, ხოლო ყველა ქალაქში 2022 წლის ბოლომდე აიკრძალება. 2020 წლის ბოლოდან იგეგმება სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლების დაჯარიმებაც, თუ ისინი ერთჯერად შეფუთვებს გამოიყენებენ.

მზის ელექტროსადგური

20 იანვარი 2020, 10:42

ეკონომიკა

კატარი $470 მილიონად მზის ელექტროსადგურს ააშენებს

კატარი ქვეყანაში პირველი მზის ელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს, რომელიც 2022 წლისთვის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 10% უნდა აწარმოოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო France24 ავრცელებს. ელექტროსადგურის მშენებლობაზე 1,7 მილიარდი კატარული რიალი (470 მილიონი დოლარი) დაიხარჯება.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2020, 10:31

მსოფლიო

Axios: ტრამპი ორსულ ქალებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს

თეთრი სახლი აშშ-ში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Axios-ი ავრცელებს. აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა აქვთ გარანტირებული.

ელიმინაციის პროგრამა

20 იანვარი 2020, 10:26

საქართველო

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის თქმით წამლების ვადის გასვლას C ჰეპატიტის პროგრამაზე გავლენა არ ჰქონია

კომპანია აცხადებს, რომ მედიკამენტების ვადიანობის გასვლის შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ხდება ხოლმე, რადგან საჭიროზე მეტი მედიკამენტი მიეწოდება. ისინი საქმის კურსში არიან, რომ მედიკამენტების ნაწილს ვადა გაუვიდა.

20 იანვარი 2020, 10:06

მსოფლიო

ჩინეთში უცნობი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

გასულ შაბათ-კვირას ჩინეთის ხელისუფლებამ უცნობი ვირუსით დაინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოავლინა. უხანის გარდა, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა პეკინსა და შენჯენში. ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს ორ ადამიანს ტაილანდში და ერთ ადამიანს იაპონიაში.

სალომე ზურაბიშვილი

20 იანვარი 2020, 09:50

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

ტრიბუნა ჩამონგრევა

20 იანვარი 2020, 09:31

სპორტი

ინდოეთში საქველმოქმედო მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა

ინდოეთში, კერალას შტატის ქალაქ პალგჰადში საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა. ამის შესახებ გამოცემა India Today იტყობინება. ინციდენტის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მატჩი ცნობილი ფეხბურთელის, რადაკრიშნა დანარაჯანის ოჯახის დასახმარებლად გაიმართა.

Mitsubishi Electric

20 იანვარი 2020, 09:17

ტექნოლოგიები

Mitsubishi Electric-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

იაპონურ კორპორაცია Mitsubishi Electric-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ გამოცემა Nikkei Asian Review იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებს შესაძლოა საიდუმლო ინფორმაცია მოეპარათ, რომელიც ბიზნესპარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებთან კომპანიის კავშირს ეხებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობა თავდასხმაში ჩინელ ჰაკერებს ადანაშაულებს.

დევიდ ოლნი

20 იანვარი 2020, 08:48

კულტურა

ამერიკელი მომღერალი სცენაზე გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი დევიდ ოლნი სცენაზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს. ფლორიდაში, საავტორო სიმღერის ფესტივალზე გამოსვლის დროს 71 წლის მომღერალი შეუძლოდ გახდა და სკამზე ჩამოჯდა. მაყურებლებმა და სცენაზე მყოფმა სხვა მუსიკოსებმა იფიქრეს, რომ ოლნიმ დასვენება გადაწყვიტა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 იანვარი 2020, 08:37

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ-ის შიდა საქმეებში მონაწილეობა არ მსურს

„როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, რათა ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიული პარტნიორთან, აშშ-თან კარგი, სანდო და ძლიერი ურთიერთობა გვქონოდა. კანონი არ დამირღვევია. რა თქმა უნდა, არ მინდა უკრაინა ან უკრაინის მოქალაქეები ამერიკის შიდა პოლიტიკურ საქმეებში რაიმე ფორმით იყვნენ ჩართულნი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.