imedi /  03 დეკემბერი 2019, 17:38 / სანდო წყარო

სააპელაციო სასამართლომ გიგაური-ხაინდრავას საქმის განხილვა გადადო

ეკა გიგაური
გოგა ხაინდრავა

ეკა გიგაური
გოგა ხაინდრავა

გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სააპელაციო სარჩელის განხილვა 13 დეკემბრამდე გადაიდო, რადგან გაირკვა, რომ მოსამართლეთა კოლეგია დაკომპლექტებული არ არის. საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ეკა გიგაური 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში დაადანაშაულეს.  

პირველი ინსტანციის სასამართლომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის სარჩელი გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგარ არ  დააკმაყოფილა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში 2017 წელს უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს.

ყველა სიახლე

სატრანსპორტო მოძრაობა

13 დეკემბერი 2019, 15:06

საქართველო

თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, 14 დეკემბერს, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 13 დეკემბრის 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალება თავისუფლების მოედანზე.

ილია მეორე

13 დეკემბერი 2019, 15:02

საქართველო

ილია მეორე: სადაც არ უნდა იყოს ქართველი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა. მოგვიანებით ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

საპროტესტო აქცია ვარკეთილი

13 დეკემბერი 2019, 14:50

საქართველო

ვარკეთილში მოსახლეობამ „ანას ბაღში“ კორპუსის მშენებლობა გააპროტესტა

თბილისის მერს, კახა კალაძეს ვარკეთილში საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქცია ლოზუნგით „დაგვიბრუნეთ ეზო“ მოსახლეობის ნაწილმა გამართა, რომელმაც „ანას ბაღში“ დაწყებული კორპუსის მშენებლობა გააპროტესტა. ადგილობრივებმა მშენებლობის შეწყვეტა მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა კალაძეს მშენებლობაზე მისვლა და მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება სთხოვეს.

დიმიტრი ხუნდაძე

13 დეკემბერი 2019, 14:47

საქართველო

ხუნდაძე მდინარაძის განცხადებაზე: თუ შედეგი ვერ დადგება, ჩვენ ამ პროცესს განვაგრძობთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა. ხუნდაძე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის მომხრეთა რიგებშია, ამბობს, რომ ის გუნდის უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას დაეთანხმა. საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერი (მორიგი თუ ვადამდელი) არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

გიგი უგულავა

13 დეკემბერი 2019, 14:25

საქართველო

უგულავა მდინარაძის განცხადებაზე: გვტროლავენ, ეს არის მოდელირებული წინადადება

„ქართული ოცნება“, მაჟორიტარებთან კონსენსუსის მიღწევის არგუმენტით, მუშაობას ახალ საკონსტიტუციო ცვლილებაზე იწყებს. ამ მექანიზმმა 2024 წლამდე ნებისმიერი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება უნდა გამორიცხოს. მდინარაძემ ხუნდაძესთან და ამერიკულ სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებთან შეთანხმების მიღწევა 9 დეკემბერს დააანონსა.

გიორგი გახარია დმიტრო რაზუმკოვი

13 დეკემბერი 2019, 14:19

საქართველო

გახარია: საქართველო და უკრაინა მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან

ჩვენ ერთობლივად, სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრისას განაცხადა.

ერთხელ ჰოლივუდში

13 დეკემბერი 2019, 13:58

კულტურა

The Hollywood Reporter-მა წლის საუკეთესო ფილმები დაასახელა

რეიტინგის პირველ ადგილზე კვენტინ ტარანტინოს ფილმი „ერთხელ ჰოლივუდში“ აღმოჩნდა. ​მეორე ადგილზე ბენ და ჯოშუა სეფდის გადაღებული კრიმინალური ტრილერი „დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები“, მესამეზე კი გრეტა გერვიგის „პატარა ქალები“, რომელშიც მთავარ როლებს სირშა რონანი, ემა უოტსონი და ტიმოთი შალამე ასრულებენ.

ბაკურიანი ტურიზმი

13 დეკემბერი 2019, 13:24

ეკონომიკა

გამცემლიძე: ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის უსაფრთხოების ყველა სისტემა და საბაგირო მწყობრშია

სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა ადგილზე შეამოწმეს საბაგიროები, საპარკინგე ადგილები და სველი წერტილები. ტურისტული ნაკადის ზრდის ფონზე, კურორტზე პარკინგის რამდენიმე ზონის მოწყობა იგეგმება. უწყებების წარმომადგენლებმა დიდველსა და კოხტას საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერეს.

ალმაზბეკ ატამბაევი

13 დეკემბერი 2019, 13:00

მსოფლიო

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტს სპეცრაზმელის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ თანამშრომლის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი. უსენბეკ ნიაზბეკოვი 7 აგვისტოს, ატამბაევის რეზიდენციის შტურმისას მოკლეს, როდესაც სამართალდამცველები ყოფილი პრეზიდენტის დასაკავებლად სპეცოპერაციას ატარებდნენ.

მამუკა მდინარაძე

13 დეკემბერი 2019, 12:50

საქართველო

მდინარაძე: მაჟორიტარები ინიციატივაზე უარს იტყვიან, თუ 2020-დან 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში შეთანხმება შედგა. საუბარია დიმიტრი ხუნდაძესა და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებზე. მდინარაძემ ხუნდაძესთან და ამერიკულ სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებთან შეთანხმების მიღწევა 9 დეკემბერს დააანონსა.

რიყის დოქები

13 დეკემბერი 2019, 12:49

ეკონომიკა

კალაძე: „რიყის დოქების“ 1 ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს ამბობენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „რიყის დოქების“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიღებაზე ინვესტორები უარს აცხადებენ. დედაქალაქის მერის თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა ბიზნესმენებს და ფართის 1 ლარად გადაცემა შესთავაზა იმ პირობით, რომ პროექტი დაესრულებინათ და მოეწესრიგებინათ, თუმცა ინტერესი არავის გამოუჩენია.

ალექს როს პერი

13 დეკემბერი 2019, 12:32

კულტურა

სტივენ კინგის „ბნელი მხარის“ ეკრანიზაციას ალექს როს პერი გადაიღებს

სტივენ კინგის რომანის „ბნელი მხარის“ მიხედვით საშინელებათა ფილმს რეჟისორი ალექს როს პერი გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს. 1989 წელს გამოქვეყნებული რომანი მოგვითხრობს მწერალზე, რომელიც თავისი სახელით და ფსევდონიმითაც წერს, თუმცა გარკვეულ მომენტში მისი ალტერეგო გაცოცხლდება და ადამიანების მოკვლას დაიწყებს.

გიორგი პერტაია

13 დეკემბერი 2019, 12:10

ეკონომიკა

გიორგი პერტაია აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტი გახდა

7 დეკემბერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართულ ღონისძიებას „სარტყლისა და გზის“ 73 ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს ასოციაციები და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავიაკომპანია Alitalia

13 დეკემბერი 2019, 11:52

ეკონომიკა

ავიაკომპანია Alitalia-მ გაფიცვის გამო 315 რეისი გააუქმა

ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „პროფკავშირების ნაწილის მიერ გამოცხადებული 24-საათიანი გაფიცვის ​გამო, იძულებულები ვართ, გავაუქმოთ 315 შიდა და საერთაშორისო რეისი, რომელიც 13 დეკემბერს უნდა შესრულებულიყო“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

13 დეკემბერი 2019, 11:25

საქართველო

სარფში 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში, აღნიშნული საქონელი, საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულ კვლევას დაექვემდებარა. ამ ტვირთს, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნებენ.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

13 დეკემბერი 2019, 11:22

საქართველო

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება მას ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააცნო. სასულიერო პირის თქმით, მას მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ეპარქიაში მღვდელმსახურება შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო შეუწყვიტეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 დეკემბერი 2019, 11:16

საქართველო

ღარიბაშვილი: აშშ-სთან სამაგალითო ურთიერთობა ძლიერი ალიანსის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს

საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობის 25 წლისთავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში” აღინიშნა. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფებოდა.

ნაომი კემპბელი

13 დეკემბერი 2019, 11:15

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი Yves Saint Laurent-ის ახალი კოლექციის რეკლამაში გადაიღეს

ფოტოები როგორც თავად კემპბელის, ასევე ბრენდის Instagram-გვერდზე გავრცელდა. ქალებისთვის შექმნილი სმოკინგების კოლექციის რეკლამაში 49 წლის მოდელი ცნობილმა ბელგიელმა ფოტოგრაფმა, ენტონი ვაკარელომ გადაიღო, რომელიც Yves Saint Laurent-თან მანამდეც თანამშრომლობდა.

თურქეთი საგარეო

13 დეკემბერი 2019, 10:56

მსოფლიო

ანკარა: აშშ-ის სენატის რეზოლუცია სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია

აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია სომეხთა გენოციდის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და თურქულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების შეფერხებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ ჩინეთი

13 დეკემბერი 2019, 10:21

ეკონომიკა

Bloomberg: აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილზე შეჯერდნენ

​​​​​​​​აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების პირველ ნაწილზე შეჯერდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ახლა ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმების პირობები ქვეყნის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა გააცნონ.