imedi /  04 დეკემბერი 2019, 18:05 / სანდო წყარო

ნიკა გვარამიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებული ორი ადამიანის, "რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახა დამენიასა და "ინტერ მედია პლიუსის" დირექტორის, ზურაბ იაშვილის წინა სასამართლო პროცესი გადაიდო.

ზურაბ იაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად ვადა სთხოვა და სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ ადვოკატს ვადა 13 დეკემბრამდე მისცა. 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა, რომელიც გვარამიამ 9 სექტემბერს გადაიხადა.

6 სექტემბერს ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება. 1-ელ ნოემბერს პროკურატურამ გვარამიას ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილის ეპიზოდზე წარუდგინა

ყველა სიახლე

ვაჟა გაფრინდაშვილი

13 დეკემბერი 2019, 17:42

ძალოვნები

ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

მანამდე ეს საკითხი უცხოელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 6 დეკემბერს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებდნენ.

გიორგი გახარია

13 დეკემბერი 2019, 17:42

საქართველო

გახარია სუამ-ის სამიტის დროს რუსულ ენაზე გამოსვლაზე: ენას პროტოკოლი განსაზღვრავს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის სამიტზე რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. პრემიერის თქმით, რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის თხოვნა მიმღებ მხარეს ჰქონდა. მისიეე თქმით, სუამ-ის საკომუნიკაციო ენას პროტოკოლი განსაზღვრავს. „საერთოდ, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრას პროტოკოლი“.

კევინ ჰარტი

13 დეკემბერი 2019, 17:37

კულტურა

წლის ყველაზე სკანდალური ადამიანები დასახელდნენ

მსახიობი და კომიკოსი კევინ ჰარტი სკანდალში ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაეხვა. დეკემბერში ის ოსკარის დაჯილდოების 91-ე ცერემონიის წამყვანად დაასახელეს, თუმცა იმავე თვეს მან ამ ამპლუაზე უარი თქვა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში მის ჰომობობიურ პოსტებზე კრიტიკა გახდა.

დასაქმების ფორუმი

13 დეკემბერი 2019, 17:34

ეკონომიკა

თელავში, სამუშაოს მაძიებლებს დამსაქმებლებმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზეს

თელავში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა. სამუშაოს მაძიებლებს 30-ზე მეტი დამსაქმებელმა 500-მდე ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

13 დეკემბერი 2019, 17:10

საქართველო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას რამდენიმე ადამიანი დღესაც შეუძლოდ გახდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების განმარტებით, ამ მიზეზის გამო სხდომა დღის მეორე ნახევარში აღარ განახლდება.

13 დეკემბერი 2019, 17:10

თემა

რა უნდა იცოდეთ თუ ფრილანსერობა გადაწყვიტეთ. რჩევები

ყოველ ჩვენგანს ჰყავს მეგობარი, რომელსაც დილაადრიან ადგომა არ უწევს და არც სამსახურში დროზე ყოფნის ვალდებულება აქვს. ასეთი ადამიანები თავად ირჩევენ კომფორტულ სამუშაო გარემოს და მათ ინტერესებზე მორგებულ დღის წესრიგსაც თავად ადგენენ. მათ ფრილანსერებს უწოდებენ. თუმცა მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარე. ვინ არის ფრილანსერი? დასაქმების ამ ფორმას რა უპირატესობა აქვს და რა პრობლემი ახლავს?

ტეილორ სვიფტი

13 დეკემბერი 2019, 17:07

კულტურა

ათწლეულის მუსიკოსი ქალი დასახელდა

ნოემბერში სვიფტმა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში American Music Awards-ის რიგით 47-ე დაჯილდოებაზე მაიკლ ჯექსონის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა. მომღერალს ახლა 29 AMAs-ის ჯილდო აქვს მიღებული, ხოლო მაიკლ ჯექსონი 24 ჯილდოს მფლობელი იყო.

13 დეკემბერი 2019, 16:56

საქართველო

სკოლიდან წასვლა და ფულადი ჯილდოს მიღება კიდევ 1600 საპენსიო ასაკის მასწავლებელს სურს

საპენსიო ასაკის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სკოლიდან გასვლისა და ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი კიდევ 1600-მა საპენსიო ასაკის მქონე მასწავლებელმა გამოთქვა. პროექტის პირველი ფაზა შემოდგომაზე დასრულდა და მასში მონაწილეობა 6 450-მა პედაგოგმა მიიღო.

გიორგი ვაშაძე

13 დეკემბერი 2019, 16:50

ძალოვნები

გიორგი ვაშაძის და მოძრაობა „ლელოს“ წევრების პროცესი 17 დეკემბრამდე გადაიდო

პარლამენტთან გუშინ დაკავებული გიორგი ვაშაძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი 17 დეკემბრამდე გადაიდო. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რამდენიმე დღეში გაირკვევა, გაიზიარებს თუ არა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი დაცვის მხარის პოზიციას.

სასამართლო რეფორმა

13 დეკემბერი 2019, 16:46

საქართველო

პარლამენტმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

კანონპროექტის ინიციატორის, პარლამენტის წევრ ირაკლი კობახიძის განმარტებით, სამივე მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა.. მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი, ფართო ჩართულობით, ხანგრძლივად მიმდინარეობდა.

დაკავება

13 დეკემბერი 2019, 16:45

ძალოვნები

ირლანდიასა და ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 5 წევრი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ქართველმა, ირლანდიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, დუბლინსა და ბარსელონაში ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციისას, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს.

ტაილანდური მასაჟი

13 დეკემბერი 2019, 16:37

კულტურა

იუნესკომ ტაილანდური მასაჟი არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ტაილანდური ტრადიციული მასაჟი „ნუადი“, რომელიც ტანვარჯიშთან მიახლოებული დინამიკური ვარჯიშებისგან შედგება, უნიკალური მოვლენაა, რომელიც დაცვას და მომდევნო თაობებისთვის გადაცემას საჭიროებს.

Microsoft

13 დეკემბერი 2019, 16:26

ტექნოლოგიები

Microsoft-მა ახალი Xbox-ი წარადგინა

მისი სახელი Xbox Series X-ია. Microsoft Xbox-ის ხელმძღვანელის, ფილ სპენსერის განმარტებით, ახალი მოწყობილობის ცენტრალური პროცესორი Xbox One X-ზე 4-ჯერ ძლიერი იქნება და მისი გამოყენება როგორც ჰორიზონტალურ, ასევე ვერტიკალურ მდგომარეობაში იქნება შესაძლებელი.

ირაკლი კოვზანაძე

13 დეკემბერი 2019, 16:25

ეკონომიკა

კოვზანაძე: ეროვნული ბანკის ქმედებებით ლარის კურსმა დევალვაცია შეწყვიტა

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკა ეროვნულ ბანკს შედარებით ადრე უნდა დაეწყო, თუმცა სექტემბრიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, კერძოდ, ლარის კურსმა დევალვაცია შეწყვიტა“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარია ზახაროვა

13 დეკემბერი 2019, 16:22

საქართველო

მარია ზახაროვა: საუბარია რუსული ენის კურსებზე, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს

კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები, მითუმეტეს, რომელიც ვითარდება მკვეთრად ადამიანის უფლებრივ ნაწილში, არ შეიძლება, მოექცეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხედვების ტყვეობაში, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ქართველ ჟურნალისტებს ვიდეოხიდის დროს განუცხადა.

აბდელმაჯიდ ტებუნი

13 დეკემბერი 2019, 16:12

მსოფლიო

ალჟირის საპრეზიდენტო არჩევნებში აბდელმაჯიდ ტებუნმა გაიმარჯვა

აბდელაზიზ ბუტეფლიკას თითქმის 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ალჟირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 12 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, აბდელმაჯიდ ტებუნმა ​გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

თეა წულუკიანი

13 დეკემბერი 2019, 16:05

საქართველო

წულუკიანი: აშშ-ის საელჩოს განცხადება მოწმობს, რომ სასამართლო სისტემის სრულყოფისთვის მუშაობა უნდა გავაგრძელოთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩოს განცხადება მოწმობს, რომ სასამართლო სისტემის სრულყოფისთვის მუშაობა უნდა გაგრძელდეს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ სისტემა მართალია უკეთესია, ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ.

გიორგი ვაშაძე

13 დეკემბერი 2019, 15:45

საქართველო

გიორგი ვაშაძის და მოძრაობა „ლელოს“ წევრების პროცესი აქცია-პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და გუშინდელი აქციის დროს დაკავებული კიდევ ხუთი პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს, ახალი საქართველოს წევრებმა აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. „დღეს მეც გიორგი ვაშაძე ვარ“, - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გიორგი ვაშაძისა და სხვა პირების დაკავება გააპროტესტეს.

გიორგი ვაშაძე

13 დეკემბერი 2019, 15:35

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ხელისუფლება პოლიტიკური გარანტიების შექმნას ცდილობს

„ახალი საქართველოს” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მამუკა მდინარაძის მიერ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დღეს გაკეთებულ განცხადებას სულელურს უწოდებს. ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო თვეებს ითვლის. როგორც ის განმარტავს, სახელისუფლებო გუნდი ამ ყველაფრით პოლიტიკური გარანტიების შექმნას უშედეგოდ ცდილობს.

ბორის ჯონსონი

13 დეკემბერი 2019, 15:22

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შედეგად ირკვევა, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის პარტიას ხმა ამომრჩეველთა 43,6%-მა, ლეიბორისტებს 32,2%-მა, ლიბერალ-დემოკრატებს კი 11,5%-მა მისცა.