Imedi /  05 დეკემბერი 2019, 17:05 / სანდო წყარო

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები და პედაგოგი დააკავეს

ვლადიმერ ბორცვაძე

ვლადიმერ ბორცვაძე

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალების დამზადების და ტრეფკინგის ბრალდებით კიდევ 11 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან ბავშვების მშობლები და პედაგოგი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი - არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს.

სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - განაცხადეს შსს-ში.

ყველა სიახლე

მადონა

21 იანვარი 2020, 00:34

კულტურა

მადონამ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მერვე კონცერტი გააუქმა

კონცერტი ლისაბონში უნდა გამართულიყო, მისი გაუქმების შესახებ კი წარმოდგენის დაწყებამდე 45 წუთით ადრე გახდა ცნობილი. ეს უკვე მერვე კონცერტია, რომელიც საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მადონამ გააუქმა. მიმდინარე ტურნე მადონას მე-14 სტუდიურ ალბომს ეძღვნება.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 00:03

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთში უცნობი ვირუსის გავრცელების გამო სხდომა მოიწვია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჩინეთში უცნობი ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო კომიტეტის სხდომა მოიწვია. სხდომა 22 იანვარს გაიმართება. მანამდე ჩინეთმა დაადასტურა რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია.

წყალბურთი

20 იანვარი 2020, 23:40

სპორტი

წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები რუსეთთან დამარცხდა

რევაზ ჩომახიძის მომზადებული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას განაგრძობს და 22 იანვარს მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის თურქეთის გუნდს შეხვდება. თურქების დამარცხების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანია-რუმინეთის წყვილში გამარჯვებული იქნება

ზუგდიდი პოლიცია

20 იანვარი 2020, 23:18

ძალოვნები

ზუგდიდში სამართალდამცველზე თავდასხმის მცდელობისთვის 1 ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.

ვახტანგ რობაქიძე

20 იანვარი 2020, 22:58

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიმართ მუქარაში ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს. ვახტანგ რობაქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამომძიებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ისმაილ ყაანი

20 იანვარი 2020, 22:45

მსოფლიო

აშშ-ის მიერ მოკლული ირანელი გენერლის შემცვლელი შურისძიების პირობას დებს

ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფ ალ-ქუდსის ახალი მეთაური ისმაილ ყაანი პირობად დებს, რომ მისი წინამორბედის მკვლელობისთვის შურს იძიებს. ყასემ სულეიმანის შემცვლელმა ამის შესახებ გუშაგთა კორპუსის მიერ გამართულ წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩინეთი

20 იანვარი 2020, 21:55

საქართველო

ჩინეთმა დაადასტურა რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია

ჩინეთის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ახალი კორონა ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. გუნდის ხელმძღვანელმა იონგ ნანშანმა განაცხადა, რომ ორ ადამიანს ჩინეთის სამხრეთით მდებარე პროვინციაში ვირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო.

ეროვნული ბიბლიოთეკა

20 იანვარი 2020, 21:40

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა. სარესტავრაციო სამუშაო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ჩატარდა. შენობის უნიკალური კედლის მხატვრობა სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულებმა აღადგინეს.

ანდრიუს კუბილიუსი

20 იანვარი 2020, 21:27

საქართველო

ლიეტუვის ყოფილი პრემიერი: რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა ანდრიუს კუბილიუსმა საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებაზე „ქრონიკის“ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებები და რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

ერაყი

20 იანვარი 2020, 21:23

მსოფლიო

ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ჩახერგილი გზების გაწმენდისას დემონსტრანტებმა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ

კაპიტალიზმი

20 იანვარი 2020, 21:11

მსოფლიო

Edelman: მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა კაპიტალიზმით იმედგაცრუებულია

2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებულმა კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ კაპიტალიზმს არსებული ფორმით უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. 74% მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში უსამართლობას გრძნობენ, დახლოებით ამდენივეს კი ცვლილებები სურს.

გუგუტიანთკარი

20 იანვარი 2020, 20:18

საქართველო

გუგუტიანთკარში მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშნველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს

საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

სასამართლო

20 იანვარი 2020, 19:52

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება, გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 ადამიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

დივანი

20 იანვარი 2020, 19:32

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეორად დივანში $40 000 იპოვა და პატრონს დაუბრუნა

ადვოკატმა კაცს უთხრა, რომ ის ვალდებული არ არის გაარკვიოს, საიდან აღმოჩნდა დივანში თანხა და შეუძლია ფული თვითონ მოიხმაროს. თუმცა კირბიმ გადაწვიტა, რომ ასე მოქცევა უსამართლოა. მან მაღაზიას მიმართა, რომლის თანამშრომლებმა ის ქალი იპოვეს, რომელმაც დივანი იქ გასაყიდად მიიტანა.

გიორგი ვოლსკი

20 იანვარი 2020, 19:10

საქართველო

ვოლსკი: პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა უნდა შეჯერდეს რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ოპონენტებს „ფრონტერას“ თემის ირგვლივ სპეკულაციაში ადანაშულებს. პოლიტიკოსის შეფასებით, „ფრონტერას“ თემა არათუ სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი, არამედ ყველა აბზაცი უნდა გაიშიფროს. ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ „ფრონტერას“ დაკავშირება ამერიკულ ბიზნესთან საკმაოდ გადაჭარბებულია, რადგან მისი ინფორმაციით, ის ტეხასური კომპანია აღარ არის.

ავსტრალია ხანძარი

20 იანვარი 2020, 18:45

ტაბლოიდი

6 წლის ბიჭმა კოალების ფიგურებით ავსტრალიის ტყის ხანძრების წინააღმდეგ $174 000-მდე შეაგროვა

უენმა და მისმა მშობლებმა, რომლებიც გარკვეული პერიოდი ავსტრალიაში ცხოვრობდნენ, ტყის ხანძრების წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. ბიჭმა და მისმა დედ-მამამ თიხისგან კოალას დასაწებებელი ფიგურების კეთება და მეგობრებ-ნათესავებში დონაციის სანაცვლოდ გაყიდვა დაიწყეს.

დიდველი

20 იანვარი 2020, 18:38

საქართველო

დიდველის სათხილამურო არეალი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა

წყალმომარაგების კომპანიიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველჰყოფას. 2000-მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

მკვლელობა

20 იანვარი 2020, 18:37

ძალოვნები

სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობის საქმეზე იმსჯელა. მოსამართლე ლევან დაბაიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიების სახით ლევან ლომიძეს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მიმალვის საფრთხე იყო.

20 იანვარი 2020, 18:27

კულტურა

ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს სკორსეზე ახალ ფილმში გადაიღებს

ჰოლივუდის ვარსკვლავებს ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს მარტინ სკორსეზე ახალ ფილმში „მთვარის ყვავილის მკვლელებში“ გადაიღებს. ამის შესახებ ლეონარდო დიკაპრომ აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის (Screen Actors Guild Award) პრემიის მიღების დროს განაცხადა. ღონისძიების ტრანსლაცია ტელეარხ TBS-ზე განხორციელდა.

ვლადიმერ პუტინი

20 იანვარი 2020, 18:26

მსოფლიო

პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო დუმას წარუდგინა

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, დოკუმენტის განხილვისას პარლამენტის ქვედა პალატაში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები სენატორი ანდრეი კლიშასი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი პაველ კრაშენინიკოვი და იურისტი ტალია ხაბიევა იქნებიან.