imedi /  10 დეკემბერი 2019, 20:03 / სანდო წყარო

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზაზა სარალიძეს გენპროკურატურაში უჩივის

ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა ზაზა სარალიძეს გენერალურ პროკურატურაში უჩივის. ადვოკატმა უწყებაში საჩივარი მუქარის, ასევე დაცვის უფლების განხორციელებისთვის ხელის შეშლის თაობაზე შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, მან გენპროკურატურას საჩივრით 9 დეკემბერს მიმართა. 

"ეს ადამიანი ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს ვახორციელებ ზეწოლას მოწმეებზე და ამის გამო ეს მოწმეები ვერ ჰყვებიან სასამართლოზე ბრალდების სასარგებლოდ ინფორმაციას. საჩივრის შეტანიდან დაახლოებით საათნახევარში თავად ზაზა სარალიძემაც შეიტანა საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ მოწმეებზე თურმე კალანდიას ახლობლები სასამართლო დარბაზში შესვლამდე ახორციელებენ ზეწოლას და ამიტომ, მოწმეები ვერ ლაპარაკობენ ბრალდების სასარგებლო ინფორმაციას. მე საფუძველი მაქვს იმის გამო, რომ მან დაწერა სოციალურ ქსელში საკმაოდ მუქარის შემცველი ტექსტი ჩემს შესახებ. გარდა ამისა, იმ ბოლო პროცესზე, რომელიც იყო 6 დეკემბერს, სასამართლოში შესვლამდე ეზოში კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, ასევე სასამართლო დარბაზში კიდევ ერთხელ გამაფრთხილა, რომ მე ჭკვიანად უნდა ვიყო და ის ბოლო გაფრთხილება იყო 6 დეკემბერს, როდესაც ეზოში მომიახლოვდა და განმიცხადა ამის შესახებ. ეს არ არის ცივილური ურთიერთობა, მე მესმის მისი მდგომარეობა, რომ მძიმე მდგომარეობაშია, გასაგებად ვეკიდები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე უდანაშაულო ადამიანები გასამართლდნენ ციხეებში, ახალგაზრდა ბავშვები. მე მინდა, რომ ჭეშმარიტება დავადგინო, დავადგენ კიდეც, მაგრამ მას ეტყობა არ უნდა სხვა სიმართლე იმ სიმართლის გარდა, რაც მას „გამოუძია გამომძიებელმა კუპრავამ", - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

tindera

20 იანვარი 2020, 16:49

ტექნოლოგიები

Tinder-ის ქალი მომხმარებლების 70 ათასზე მეტი ფოტო კიბერდამნაშავეების ფორუმზე მოხვდა

გამოცემა არ აკონკრეტებს ფორუმის სახელწოდებას, სადაც ფოტოები გავრცელდა, თუმცა წერს, რომ დამნაშავეების მიერ შეგროვებულ მონაცემთა ბაზაში მხოლოდ მდედრობითი სქესის მომხმარებელთა ანკეტებია. საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა მომხმარებელთა 16 ათასი ინდივიდუალური პირის პირადობის მოწმობა.

ვალერი გელაშვილი

20 იანვარი 2020, 16:48

საქართველო

პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილია

ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტში დაბრუნებაზე უარის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილია. გელაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 96-ე ნომერია, Imedinews-თან აცხადებს, რომ დეპუტატობისთვის მზად არის. გელაშვილის თქმით, მას ამ საკითხზე კონსულტაციები გუნდთან ჯერ არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ ყოველთვის გუნდის წევრი იქნება და პარლამენტში შესვლას აპირებს.

ტურისტები

20 იანვარი 2020, 16:34

ეკონომიკა

2019 წელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1,5 მილიარდი შეადგინა. სტატისტიკა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ორგანიზაციის ცნობით, გასული წლის მაჩვენებელი 2018-ის სტატისტიკას (1,4 მილიარდი) 4%-ით აღემატება. ექპერტების პროგნოზით, 2020 წელს ამ მიმართულებით 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 იანვარი 2020, 16:25

საქართველო

იტალიის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე საგარეო უწყებაში შეხვედრა გაიმართა

საგარეო უწყების ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძისა და იტალიის ელჩი ენრიკო ვალვოსის შეხვედრის თემა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი იყო.

გზის გადაკეტვა

20 იანვარი 2020, 16:21

საქართველო

სოფელ გორელოვკასთან მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტილი გზა გახსნა

სოფელ გორელოვკასთან მოძრაობა აღდგენილია.გზა ადგილობრივებმა მხარის გუბერნატორთან და ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან ენზელ მკოიანთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს. პროტესტის ნიშნად ნინოწმინდა-სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტილი თითქმის 2 საათი იყო. აქციის მონაწილეებმა მანქანებს შემოვლითი გზაც დაუკეტეს, რასაც მგზავრების უკმაყოფილება მოჰყვა.

ტონი ჰოლი

20 იანვარი 2020, 16:09

მსოფლიო

BBC-ის მთავარი რედაქტორი თანამდებობას ტოვებს

ტონი ჰოლმა თქვა, რომ BBC-სთვის მნიშვნელოვანია, 2022 წლის გლობალური ფინანსური ანგარიშისა და 2027 წლისთვის კორპორაციის წესდების გადასინჯვის პროცესს ერთი და იგივე ადამიანმა უხელმძღვანელოს. ტონი ჰოლი BBC-ის გენერალური დირექტორი 2013 წლიდან იყო.

საფრანგეთი საპროტესტო აქცია

20 იანვარი 2020, 15:53

მსოფლიო

საფრანგეთში ლესბოსელებისთვის ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვას ითხოვენ

ინფორმაციას ამის შესახებ RFI ავრცელებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით „თავისუფლება, თანასწორობა, მამობა!“, „სადაა მამა? - ის საყინულეშია“, „დედა #1, დედა #2, სადაა თანასწორობა?“. დემონსტრაციის ორგანიზატორი 20-მდე კათოლიკური ასოციაცია იყო.

კორონავირუსი

20 იანვარი 2020, 15:48

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის შემოტანის საშიშროება ამ ეტაპზე არ არის

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთში დადასტურდა ახალი ატიპიური პნევმონიის არსებობა. გამყრელიძის განმარტებით მას იწვევს ვირუსების ჯგუფი - კორონავირუსები, რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. მისი თქმით, ჩვენთან ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება ჯერ არ არის.

ფედერიკო ფელინი

20 იანვარი 2020, 15:21

კულტურა

იტალია ფედერიკო ფელინის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ცნობილ იტალიელ რეჟისორ ფედერიკო ფელინის დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა. იტალია ამ ღირშესანიშნავ თარიღს სპეციალური პროგრამით აღნიშნავს. იტალიის კულტურის მინისტრ დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, 2020 წელს ფელინისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება.

20 იანვარი 2020, 15:07

საქართველო

ბოლო ერთ კვირაში გრიპის ვირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა

გამყრელიძის თქმით, გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია მძიმე რესპირატორული ინფექციებით, რაც ალბათ ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა. მისივე განცხადებით, სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ასევე წელს კერძო სექტორმაც გააორმაგა ვაქცინაციები. ნებაყოფლობით 30 ათასი ადამიანია აცრილი.

მდიდარი ღარიბი

20 იანვარი 2020, 14:56

ეკონომიკა

მილიარდერების საერთო ქონება პლანეტის მოსახლეობის 60%-ის შემოსავალს აღემატება

მსოფლიოს ყველა დოლარიანი მილიარდერის (2153 ადამიანი) ქონება ჯამში დედამიწის ყველაზე ღარიბი 4,6 მილიარდი ადამიანის ქონებას აღემატება. ამის შესახებ სიღარიბესთან ბრძოლის სფეროში მომუშავე კომპანია Oxfam-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

ჰასკი

20 იანვარი 2020, 14:39

ტაბლოიდი

ჰასკი თავშესაფარში მუდმივად გაოცებული გამომეტყველების გამო ჩააბარეს 👀

ჰასკი სახელად ჯუბილი შტატ ნიუ-ჯერსის ქალაქ მატავანში მდებარე ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს. მისი მფლობელი სელექციონერი იყო, რომელმაც ჰასკზე უარი მისი თვალების არაორდინალური მდგომარეობის გამო თქვა. ჯუბილს ძირითადად გაოცებული და გაშტერებული გამომეტყველება ჰქონდა.

მუჰამედ ჯავად ზარიფი

20 იანვარი 2020, 14:11

მსოფლიო

ირანი: ჯავად ზარიფი დავოსის ფორუმს პროგრამაში ცვლილების გამო არ დაესწრება

ყოველწლიურ სამიტს, რომელიც შვეიცარიის კურორტ დავოსში 21 იანვარს დაიწყება, ფონად გასდევს ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა. ირანის საგარეო უწყების განცხადებით, ჯავად ზარიფი სამიტს პირადი მიწვევით უნდა დასწრებოდა, თუმცა "მათ შეცვალეს არსებული პროგრამა, რომელიც მინისტრისთვის წინასწარ იყო გაწერილი."

ცხინვალი

20 იანვარი 2020, 13:48

ძალოვნები

DRI: სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრს ცხინვალში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან გასული წლის ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო ძალებმა დაკავებისთანავე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის ბესტაევმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

ანრი ოხანაშვილი

20 იანვარი 2020, 13:27

საქართველო

ანრი ოხანაშვილი თავის საქმეზე ბრალდებულისგან პროვოკაციებს არ გამორიცხავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ვახტანგ რობაქიძემ, რომელმაც ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავი დაიზიანოს ან მასზე თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს, "ხელი კი მისკენ გაიშვიროს".

20 იანვარი 2020, 13:15

ეკონომიკა

საქსტატი: 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა შემცირდა

2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 825.7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 13.0 პროცენტით მეტია. 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს. ამავე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. (-7,4%)

ნავთობი

20 იანვარი 2020, 13:02

ეკონომიკა

ლიბიაში ნავთობის მოპოვების მოცულობა შესაძლოა 16-ჯერ შემცირდეს

ლიბიაში, ხალიფა ჰაფტარის ძალების მიერ ნავთობტერმინალების ბლოკირების გამო, ნავთობის მოპოვების მოცულობა შესაძლოა, 16-ჯერ შემცირდეს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ს ლიბიის ეროვნულ ნავთობკორპორაციაში (NOC) განუცხადეს. მათი ცნობით, ნავთობის მოპოვების მოცულობა დღეში შესაძლოა, 1,2 მილიონი ბარელიდან 72 ათას ბარელამდე შემცირდეს.

არჩილ თალაკვაძე

20 იანვარი 2020, 13:01

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია ჩვენს ვერსიას არ დათანხმდება, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებულ ვერსიას არ დათანხმდება, მაშინ არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება, რაც შერეულ პრინციპს გულისხმობს. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სავარაუდოდ თვის ბოლოს გაიმართება.

ლევან გორგოძე

20 იანვარი 2020, 12:52

სპორტი

ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძემ მეოთხედ გაიმარჯვა

ტოჩინოშინის მეტოქე ხვალ, ტურნირის მეათე დღეს, სეკივაკე ასანოიამა იქნება, რომელთანაც რამდენიმე თვის წინ მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილების გამო დამარცხდა, რამაც დიდწილად განაპირობა ქართველი სუმოისტისთვის ოძეკის წოდების დაკარგვა.

20 იანვარი 2020, 12:49

კულტურა

„1917“ ამერიკის პროდიუსერთა გილდიის რჩეული გახდა

ამერიკელი რეჟისორის სამა მენდესის დრამამ აშშ-ის პროდიუსერების გილდიის (Producers Guild Awards) მთავარი ჯილდო მიიღო. ინფორმაცია ორგანიზაციის Twitter-ზე გავრცელდა. ცერემონია 19 იანვარს ბევერლი-ჰილზში შედგა. მთავარ ჯილდოზე პრეტედენტი იყო ფილმი „ფორდი ფერარის წინაღმდეგ“, „ირლანდიელი“, და „ჯოკერი“.