imedi /  19 დეკემბერი 2019, 14:54 / სანდო წყარო

შს მინისტრის მოადგილემ ლუკა სირაძის საქმეზე უწყების პირველი ბრიფინგი განმარტა

ნინო ციციაშვილი

ნინო ციციაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 წლის ლუკა სირაძის თვითკვლელობის მცდელობის შემდეგ გაკეთებულ ბრიფინგზე განმარტება გააკეთა.

ნინო ცაციაშვილის თქმით, უწყებამ თავდაპირველი ინფორმაცია იმ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე გაავრცელა, რომელიც მათ იმ დროისთვის მოეპოვებოდათ და არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც შემდგომ სახელმწიფო ინსპექტორმა მოიძია. 

„ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც შემდგომში გამოძიების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ინფორმაცია სულ რამდენიმე დღის შემდეგ გავავრცელეთ. ამასთან, მტკიცებით ფორმაში რაიმე სახის განცხადების გავრცელება ლოგიკურია, მას შემდეგ გაჟღერდება, როცა სახელმწიფო ინსპექტორი სრულად გასცემს ყველა კითხვას პასუხს, რაც იყო საზოგადოებაში" - განაცხადა ნინო ციციაშვილმა.

მისივე თქმით, უწყებამ ჯერ კიდევ ბრიფინგის გამართვისას განაცხადა, რომ სამინისტროს მზაობა ღია ჰქონდა და სახელმწიფო ინსპექტორს მოთხოვნილი მასალა დაუყოვნებლივ გადაუგზავნა.

„დღევანდელი რეალობა რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, სხვა სურათი გამოიკვეთა და ხვალ და ზეგ შეიძლება დამატებითი გარემოებები გამოიკვეთოს" - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

ცაციაშვილის თქმით, მას ბრიფინგის ინტერპრეტირება და არასწორი სპეკულაციები უხერხულობას უქმნის.

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი დღეს წარუდგინეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მან მოზარდს დანაშაულის აღიარება მოსთხოვა.

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული. 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა იმავე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა. საიას ინფორმაციით, გამომძიებელი ყინწვისის სპეცოპერაციის გამოძიებაშიც ფიგურირებს.

ყველა სიახლე

ესპანეთი

24 იანვარი 2020, 11:52

მსოფლიო

ესპანეთში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალმა „გლორიამ“ ესპანეთის აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა. ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრს აღემატება. ტალღების სიმაღლემ ესპანეთის სანაპიროებთან 10 მეტრს გადააჭარბა. მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურმა თოვამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ესპანეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

აჭარა

24 იანვარი 2020, 11:40

საქართველო

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი 17 სკოლაში შეწყდა. აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი ხულოს 10 და შუახევის 7 სკოლაში არ ჩატარდა. ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს.

24 იანვარი 2020, 11:33

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 830-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მისი შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება ნაადრევია.

კახა დამენია

24 იანვარი 2020, 11:15

ძალოვნები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა დამენია დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კ.დ. დამნაშავედ ცნო.

24 იანვარი 2020, 10:58

მსოფლიო

პერუში საწვავმზიდის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ლიმაში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა Comercio-ს ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ახლომდებარე შენობებზეც გავრცელდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.

მორის ყვითელაშვილი

24 იანვარი 2020, 10:48

საქართველო

მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ყვითელაშვილი საქართველოს სახელით 2017 წლიდან ასპარეზობს. მის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მეოთხეა, რომელიც ქართველმა მოციგურავეებმა ბოლო ორი თვის მანძილზე დაიმსახურეს. დეკემბერში კაზაკოვა-რევიას წყვილი გრან-პრის და ბუტაევა-ბერულავას დუეტი კი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.

ჯონ ვიაფარა

24 იანვარი 2020, 10:15

სპორტი

კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს აშშ-ში გაასამართლებენ

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯონ ვიაფარა აშშ-ს გადასცეს. ექსტრადირებულ სპორტსმენს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ვიაფარა კოლუმბიის ქალაქ კალიში 2019 წელს, ტეხასის საოლქო სასამართლოს მოთხოვნით დააპატიმრეს. ამერიკული მხარის მტკიცებით, ფეხბურთელი 2008-2018 წლებში აშშ-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების ტრანზიტს ახორციელებდა.

ჩვილი

24 იანვარი 2020, 10:04

საქართველო

ვარკეთილში ლიფტში ნაპოვნი ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს. შემთხვევა 23 იანვარს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა ჰქონდა.

24 იანვარი 2020, 09:50

საქართველო

შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ზვავი ჩამოწვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარის მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან წმენდა გვიან ღამით დაიწყო. შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ჩამოწვა ზვავი, თუმცა პრობლემა მყისიერად აღმოიფხვრა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მარიო ლეიტე და სილვა

24 იანვარი 2020, 09:34

ეკონომიკა

ანგოლელი მილიარდერი ქალის საქმის ფიგურანტმა ბანკირმა თანამდებობა დატოვა

​​​​​​​ანგოლური ბანკის, Banco de Fomento Angola-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარიო ლეიტე და სილვამ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც გენერალურმა პროკურატურამ მას აფრიკის უმდიდრესი ქალის, იზაბელ დუშ სანტუშის საქმეზე ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტრო

24 იანვარი 2020, 09:17

საქართველო

საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა

ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი ცენტრი საქართველოსთვის ინოვაციურია - ასეთი მოდელის და ფუნქციების ორგანო საქართველოში დღემდე არასდროს ყოფილა.

კაროლინ ვოზნიაცკი

24 იანვარი 2020, 09:06

სპორტი

კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერა დაასრულა

დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ სპორტული კარიერა დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ტუნისელ ონს ჟაბერთან 5:7, 6:3, 5:7 დამარცხდა.

Tinder

24 იანვარი 2020, 08:47

ტექნოლოგიები

Tinder-ში პოლიციის გამოძახების ღილაკი გაჩნდება

გაცნობის აპლიკაცია Tinder-ში გაჩნდება სპეციალური ღილაკი, რომელზე დაჭერითაც მომხმარებელი პოლიციაც გამოიძახებს, თუ პაემნის დროს თავს საფრთხეში იგრძნობს. ამ მიზნით Tinder-ის მფლობელი კომპანია Match Group-ი აპლიკაცია Noonlight-ის წილს შეიძენს, რომელიც ადამიანის ადგილსამყოფელს სწავლობს და საფრთხის დროს საგანგებო სამსახურს უკავშირდება.

ჯორჯ სოროსი

24 იანვარი 2020, 08:30

ტექნოლოგიები

სოროსმა Facebook-ი ტრამპის მხარდაჭერაში დაადანაშაულა

ამერიკელი მილიარდერისა და ფილანტროპის, ჯორჯ სოროსის განცხადებით, სოციალური ქსელი Facebook-ი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიაში ეხმარება. ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, იუწყება Bloomberg-ი.

ჩინეთი ვირუსი

24 იანვარი 2020, 08:21

მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო პეკინში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

გაუქმდა ფესტივალები და ბაზრობები, რომლებიც ტრადიციულად ტაძრებში იმართება. გარდა ამისა, 25 იანვრიდან დაიკეტება „აკრძალული ქალაქი“ - კომპლექსი, რომელიც პეკინის ცენტრში მდებარეობს და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა.

კაპიტანი მარველი

24 იანვარი 2020, 00:51

კულტურა

„კაპიტან მარველის“ სიქველი 2022 წელს გამოვა

უკვე ცნობილია, რომ სცენარს მეგან მაკდონელი დაწერს, რომელიც ახლა Marvel-ის კინოსამყაროში შემავალ სერიალზე „ვანდა-ვიჟენი“ მუშაობს. სავარაუდოდ პროექტს მსახიობი ბრი ლარსონი დაბრუნდება, რომელმაც პირველ ნაწილში მთავარი როლი შეასრულა.

მოხუცები რომანტიკა

24 იანვარი 2020, 00:31

ტაბლოიდი

ერთ დღეს გარდაიცვალა ამერიკელი ცოლ-ქმარი, რომელმაც ერთად 65 წელს იცხოვრა

86 წლის ჯეკ მორისონი და 83 წლის ჰარიეტი ქალაქ სენტ-ლუისის მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალნენ. მათ ერთად 65 წელი გაატარეს. ჯეკმს და ჰარიეტმს პირველი პაემნი1955 წლის ჰელოუინის საღამოს ჰქონდა და მას შემდეგ არ დაშორებულან.

ჯანმო

24 იანვარი 2020, 00:07

მსოფლიო

WHO: კორონავირუსის გამო მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობის გამოცხადება ჯერ ადრეა

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ დაღუპულთა უმრავლესობას ჰიპერტონია, დიაბეტის ან გულის და სისხლძარღვების დაავადებაც აღენიშნებოდა, რომლებმაც მათი იმუნიტეტი დაასუსტეს.

მუმია ხმის აღდგენა

23 იანვარი 2020, 23:41

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა 3 ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელი ქურუმის ხმა აღადგინეს

ნესიამუნის მუმია პროექტის „ხმები წარსულიდან“ მონაწილე გახდა, რადგან ქურუმის ხმის იოგები მშვენიერ მდგომარეობაში შემოინახა. სპეციალისტებმა ქურმის ხმის იოგების ასლი 3D-პრინტერზე დაბეჭდეს და მისი ხმის ჟღერადობაც აღადგინეს.

უკრაინა ეკინიგზა

23 იანვარი 2020, 23:02

ეკონომიკა

გერმანიამ უკრაინის რკინიგზის მართვაზე უარი განაცხადა

ამასთან, კომპანიაში განაცხადეს, რომ მზად არიან უკრაინულ მხარეს კონსულტაციები გაუწიონ. უკრაინის რკინიგზის Deutsche Bahn-ისთვის გადაცემის სურვილის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ოლექსეი გონჩარუკმა განაცხადა. მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელი გახდებოდა, რომ უკრაინა უპრეცედენტო უცხოური ინვესტიციებისთვის არის ღია.