imedi /  20 დეკემბერი 2019, 12:11 / სანდო წყარო

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 100-დღიანი მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები გააცნო. სამი თვის განმავლობაში სამინისტრომ თავდაცვის ახალი პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები განსაზღვრა და ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

2020 წელი თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა. შესაბამისად, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯარიკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება განისაზღვრა.

2019 წლის პირველი ნოემბრიდან სამხედრო მოსამსახურეებს 100 დან 500 ლარამდე უკვე გაეზარდათ ხელფასი, მათთვის სახელფასო პირობების გაუმჯობესება 2020 წელსაც გაგრძელდება.

ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დაუწესდებათ დანამატები.

2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ მიზნით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თავდაცვის უწყება ოთხჯერ მეტი ოდენობის თანხის - 100 მილიონ ლარის გამოყოფას გეგმავს.

სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფეხსაცმელებისა და უნიფორმების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები მსოფლიოში წამყვან სამხედრო ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიებთან, რომლებიც არაერთ ნატოს წევრ ქვეყანას, მაგალითად გერმანიას, საფრანგეთს, პოლონეთს და ა.შ. ამარაგებენ. 2020 წელს კი, დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის მაღალი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის სეზონებისთვის სამხედრო ფეხსაცმელების შესყიდვა.

2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან თავდაცვის ძალების შემადგენლობა კვების ახალ სტანდარტზე გადავიდა. საკვების რაოდენობა და ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 2020 წლიდან, კი თავდაცვის ძალები პირველი კატეგორიის ხორცის ნაცვლად, უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგდება.

2020 წლიდან ჯანმრთელობის დაზღვევის ბიუჯეტი 22 მილიონამდე იზრდება. შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ.

2020 წელს განხორციელდება ახალი საბინაო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ფართის შეძენა უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეეძლებათ. საბინაო პოლიტიკის სრული მოდიფიცირების მიხედვით, სამხედროებისათვის გადასაცემი ბინების მშენებლობა კერძო კომპანიის ნაცვლად, თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანიის მიერ განხორციელდება და 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. შედეგად, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 100 აშშ დოლარი იქნება. სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ შიდა უპროცენტო განვადებით. 2020 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრულად შეასრულებს 2007 წელს აღებულ ვალდებულებას და კონტრაქტით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებს.

2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელი იქნება თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. თავდაცვის ბიუჯეტი რჩება ნატოს მოთხოვნების შესაბამისი და თავდაცვის დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე იქნება. ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უფრო ეფექტური, ერთიანი და სისტემური გამოყენების მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი მმართველი საბჭო.

2019 ნოემბერში საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში 3-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორთან და ხელს შეუწყობს ჯარის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელმაც მნიშვნელოვნად აამაღლა სამხედროების საბრძოლო მზადყოფნა. 2020 იქნება GDRP-ის ინსტიტუციონალიზაციის წელი. მიღებული პრაქტიკული წვრთნებისა და შესაბამისი გამოცდილების საფუძველზე, გაძლიერდება მართვისა და კონტროლის სისტემა.

კიდევ უფრო განმტკიცდება თავდაცვის სფეროში ევროკავშირთან და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული სამხედრო თანამშრომლობა.

2020 წლიდან სავალდებულო სამსახურის განახლება და გაუმჯობესება იგეგმება. შეიქმნა რეზერვის თანამედროვე სისტემა, რომელიც ქვეყნის თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ფართო ჩართულობასა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს. საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულია რეზერვისტთა 4 ასეული. მიმდინარეობს მუშაობა აქტიური რეზერვის განვითარებისა და არსებული სამობილიზაციო სისტემის გაუმჯობესებაზე.

თავდაცვის ძალების შესახებ აქტიური კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება „თავდაცვის ცენტრები“ (ე.წ. FRONT OFFICE), რომლებიც საზოგადოებას, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ მომსახურებას, ერთი ფანჯრის პრინციპით გაუწევს.

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას „საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის ხედვა“ წარუდგინა. დოკუმენტი შემდეგ მიმართულებებს ეფუძნება: ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარება, ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, თავდაცვის ინსტიტუციური განვითარება, თავდაცვის რესურსების ეფექტური მართვა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

ყველა სიახლე

LEGO საერთაშორისო კოსმოსური სადგური

21 იანვარი 2020, 20:51

ტაბლოიდი

LEGO-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდელის კონსტრუქტორი წარადგინა

კომპანია LEGO-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდელის კონსტრუქტორი წარადგინა. კომპლექტში ორბიტალური პლატფორმა, თანამგზავრი, კოსმოსური შატლი, სატვირთო კაფსულა და კოსმონავტის 2 ფიგურა შედის. კონსტრუქტორი 864 ნაწილისგან შედგება და 70 დოლარი ეღირება. მისი გაყიდვა 1-ელ თებერვალს დაიწყება.

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

21 იანვარი 2020, 20:40

ტაბლოიდი

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია მედიას ფოტოებთან დაკავშირებით აფრთხილებენ

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მედიის წარმომადგენლები ოფიციალურად გააფრთხილეს მას შემდეგ, რაც გაზეთებსა და ონლაინმედიაში პაპარაცის მიერ ვანკუვერის პარკში გადაღებული მეგან მარკლის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მეგან მარკლი რვა თვის არჩის ორ ძაღლთან ერთად ასეირნებს.

ბომბი

21 იანვარი 2020, 20:22

მსოფლიო

კელნში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული ბომბი იპოვეს

ბომბი ქალაქის ბიზნესცენტრში აღმოაჩინეს, ირგვლივ 500 მეტრის რადიუსში დაცული ზონა შეიქმნა, რაიონიდან კი 10 000 დასაქმებული პირის ევაკუაცია მოხდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბომბი 1000 მეტრის სიმაღლიდან არის ჩამოგდებული და დეტონატორს. ის მშენებლებმა იპოვეს.

ემინემი

21 იანვარი 2020, 20:15

კულტურა

ემინემმა რეპის სისწრაფის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

ამერიკელმა რეპერმა ემინემმა რეპის სისწრაფის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს. კერძოდ, კომპოზიცია Godzilla-ში, რომელიც ახალ ალბომში Music to Be Murdered By არის შესული, რეპერი 229 სიტყვას (339 მარცვალს) 30 წამში წარმოთქვამს. შესაბამისად, საშუალოდ ერთ წამში ემინემი 7,6 სიტყვას ამბობს.

ფხენიანი ჩრდილოეთ კორეა

21 იანვარი 2020, 20:03

მსოფლიო

უცნობი ვირუსის გამო ჩრდილოეთ კორეამ საზღვარი ჩაკეტა

უცნობი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩრდილოეთ კორეამ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვარი ჩაკეტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ჩინური მედიის ცნობით, ყოველწლიურად ჩრდილოეთ კორეას 350 ათასი ჩინელი სტუმრობს.

სტარტაპი

21 იანვარი 2020, 19:55

ტექნოლოგიები

ქართულმა სტარტაპმა დავოსის ფორუმზე ღვინის ავთენტურობის დასადგენი პროგრამა წარადგინა

ქართულმა სტარტაპმა - Vault Wines დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ღვინის ავთენტურობისა და მეღვინეობის აქტივების მართვის პროგრამა წარადგინა, რომელიც წამყვანი შვეიცარული ფონდის – CVVC ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებულია. გიორგი გახარია სტარტაპერების პრეზენტაციას დაესწრო.

ისრაელი საქართველო

21 იანვარი 2020, 19:35

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ისრაელი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესს დააჩქარებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინს ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დაჩქარება სთხოვა. პრეზიდენტის განცხადებით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოდან ისრაელში არალეგალური ნაკადის შემცირებას.

გრეტა ტუნბერგი

21 იანვარი 2020, 19:32

მსოფლიო

ტუნბერგი დავოსის ფორუმზე: თქვენი უმოქმედობა ყოველ საათს აძლიერებს ცეცხლს

ტუნბერგმა ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც მსოფლიოს ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებიც არიან მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ყველანაირი წიაღისეულის მოპოვებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები და სრულად უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.

ზუგდიდი საბავშვო ბაღი

21 იანვარი 2020, 19:23

ძალოვნები

ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-15 საბავშვო ბაღი გაქურდეს. სამსახურში დილით მისულ გამგეს, ინეზა ზაქარაიას ოთახებში ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი არ დახვდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საბავშვო ბაღის დირექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

რუსი ჯაშუშები

21 იანვარი 2020, 19:23

მსოფლიო

შვეიცარიის მთავრობამ დავოსში რუსი ჯაშუშების დაკავების შესახებ განაცხადა

შვეიცარიის ხელისუფლება აცხადებს, რომ დავოსში ორი რუსი ჯაშუში დააკავა, რომლებიც საინვესტიციო ფონდ Hermitage Capital-ის დამფუძნებელ ვილიამ ბრაუდერზე თავდასხმას გეგმავდნენ, ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Tages Anzeiger სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს.

სალომე ზურაბიშვილი

21 იანვარი 2020, 19:09

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელელ კოლეგას რუვენ რივლინს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილის Twitter-გვერდზე წერია, ვაჭრობა, უსაფრთხოება, კულტურა, ინვესტიციები და ტექნოლოგიები პრზიდენტის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია, რომლის განხილვასაც აპირებს.

აშშ ჩინეთი

21 იანვარი 2020, 19:08

ეკონომიკა

აშშ-ჩინეთის შეთანხმების გამო 2021 წელს ევროკავშირი $11 მილიარდს დაკარგავს

ევროკავშირის ქვეყნებმა აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის გამო შესაძლოა 11 მილიარდი დოლარი დაკარგონ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ყველაზე მეტად ეს შეთანხმება გერმანიას, კერძოდ კი თვითმფრინავებისა და ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანიებს დააზარალებს.

ჯანო ანანიძე

21 იანვარი 2020, 18:41

სპორტი

ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკი“ დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკი“ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. რომელ გუნდში განაგრძობს კარიერას 27 წლის ნახევარმცველი ჯერჯერობით უცნობია. ანანიძე „სპარტაკში“ 2009 წლიდან გამოდიოდა და 131 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა.

თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 18:29

საქართველო

წულუკიანი ომბუდსმენის ანგარიშზე: დანაშაულის მოწმემ ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს

იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები, რომლებიც დანაშაულის მოწმენი გახდნენ, პროკურატურასთან საუბარში დაასახელებენ გვარებს და სახელებს, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ფოტო: სტოპკადრი იუსტიციის მინისტრის მიერ 
წარმოდგენილი ვიდეოდან

21 იანვარი 2020, 18:28

საქართველო

მესამე სექტორი თეა წულუკიანს საპატიმროში შეხვედრის კადრების გასაჯაროების გამო აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ პარლამენტში, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებისა და თანამშრომლების კრიტიკის გამო. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

კორონავირუსი

21 იანვარი 2020, 18:26

ეკონომიკა

კორონავირუსის გამო ევროპული ავიაკომპანიებისა და ტანსაცმლის ბრენდების აქციების ფასი შემცირდა

ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში ადამიანების გარდაცვალების და დაინფიციერბულთა რაოდენობის ზრდის გამო, ევროპული ავიაკომპანიების და ლუქს ტანსაცმლის ბრენდების აქციებზე ფასი დაეცა. Reuters-ის ცნობით, 21 იანვარს ავიაკომპანიების Air France, Lufthansa-ს და IAG (მფლობელი British Airways) აქციებზე ფასი დაეცა.

იან ორაილი კოიოტი

21 იანვარი 2020, 18:16

ტაბლოიდი

ამერიკელმა შიშველი ხელით მოკლა კოიოტი, რომელიც მის შვილს დაესხა თავს

ცხოველი იან ორაილის 2 წლის ვაჟს მიეპარა, ქურთუკში ჩასწვდა და ბავშვის წათრევა სცადა. ორაილის თქმით, ის ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც კოიოტმა ორჯერ უკბინა. ამის შემდეგ კაცი ცხოველს ყელში ჩასწვდა და მისი მოკვლა საკუთარი სხეულის წონის გამოყენებით მოახერხა. ორაილი ამბობს, რომ კოიოტი 10 წუთში გაგუდა.

ქეთევან ციხელაშვილი

21 იანვარი 2020, 18:12

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი: ერგნეთის შეხვედრების აღდგენით ქართული მხარე დაინტერესებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს არ გაუწყვეტია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმზე შეხვედრები. მისი თქმით, ქართული მხარე დაინტერესებულია ამ შეხვედრების აღდგენით.

ტოივო კლაარი

21 იანვარი 2020, 18:08

საქართველო

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცხინვალში და სოხუმში ჩასვლას გეგმავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე გაამახვილეს, მათ შორის ისაუბრეს ახალგორის ე.წ. გადასასვლელის დაკეტვასა და ამასთან დაკავშირებულ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

ოზი ოსბორნი

21 იანვარი 2020, 17:48

ტაბლოიდი

ოზი ოსბორნი პარკინსონის დაავადებას ებრძვის

„ეს საშინლად გამომწვევი წელი იყო ყველა ჩვენგანისთვის, კისერზე ოპერაცია გავიკეთე, რამაც ჩემს ნერვებზე იმოქმედა. ოპერაციის შემდეგ ხელებს ვერ ვგრძნობ. ფეხები მიცივდება, არ ვიცი, ეს პარკინსონია თუ არა, მაგრამ უცნაური შეგრძნებაა“, - განაცხადა 71 წლის მუსიკოსმა.