imedi /  24 დეკემბერი 2019, 13:38 / სანდო წყარო

საქალაქო სასამართლომ „ფიშინგის“ საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა მიუსაჯა

საკრედიტო ბარათები ფიშინგი

ფიშინგის“ გზით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე ბრალდებულებს 8-8 და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „ფიშინგის“ გზით, „საქართველოს ბანკის“ და „თი ბი სი ბანკის“ მომხმარებლების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ქურდობის ფაქტზე ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - მ.დ. და მ.ა., ასევე საქართველოს მოქალაქე მ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მ.დ., მ.ა., და მ.ბ. უნებართვოდ დაამზადეს კომპიუტერული პროგრამა და Facebook-ის მეშვეობით ავრცელებდნენ ბანკების სხვადასხვა რეკლამას, სადაც განთავსებული ჰქონდათ ე.წ. „ფიშერული“ ბმული, რომელიც ვიზუალურად ინტერნეტ ბანკის გვერდს ჰგავდა.

მომხმარებლები ბმულს ხსნიდნენ და მონაცემები შეჰყავდათ, რომლებიც ავტომატურად იგზავნებოდა ბრალდებულებთან, ისინი კი უნებართვოდ შედიოდნენ დაზარალებულების ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის ანგარიშზე და თანხებს საკუთარ ანგარიშებზე რიცხავდნენ.

ამ სქემით მ.დ. მ.ა. და მ.ბ. დაზარალებულების კუთვნილ 139 000 ლარს დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა მ.დ. და მ.ა., 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მ.ბ. 14 მაისს თბილისში დააკავეს. სასჯელის სახით მ.დ.-ს და მ.ა.-ს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა და თითოეულს 40 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრათ, ხოლო მ.ბ-ს პატიმრობა 5 წლით და 6 თვით განესაზღვრა.

ყველა სიახლე

ციურიხი

23 იანვარი 2020, 09:49

მსოფლიო

ციურიხში დავოსის ფორუმის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

სამართლადამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციის მტკიცებით, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სამართალდამცველებს ბოთლებს ესროდნენ. დაკავებულია 3 ადამიანი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

23 იანვარი 2020, 09:29

მსოფლიო

თურქეთი ევროკავშირს ლტოლვილთა შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

„ჩვენ ვასრულებთ შეთანხმებას და გამოძევებულ ლტოლვილებს ვიფარებთ, ევროკავშირი კი რას შვება? ისინი დაგვპირდნენ 3 მილიარდი ევროს გადახდას 2016 წლის ბოლოსთვის, კიდევ 3 მილიარდს კი 2018 წლის ბოლოს. უკვე 2020 წელია, ჩვენ კი სრულად პირველი 3 მილიარდიც არ მიგვიღია"- განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

დონალდ ტრამპი

23 იანვარი 2020, 08:52

ტაბლოიდი

ტრამპმა Twitter-ზე 1 დღეში პოსტების რაოდენობით რეკორდი დაამყარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში აქტიურობის ახალი რეკორდი დაამყარა. სენატში მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მიმდინარე სასამართლო პროცესის მეორე დღეს თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ზე 142 პოსტი გამოაქვეყნა.

აშშ სროლა

23 იანვარი 2020, 08:27

მსოფლიო

აშშ-ში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის ქალაქ სიეტლში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. თავდამსხმელმა, სულ მცირე, 10-ჯერ გაისროლა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 5 ადამიანი. დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. მას პოლიცია ეძებს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

სალომე ზურაბიშვილი

23 იანვარი 2020, 08:15

საქართველო

პრეზიდენტს იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 08:00

საქართველო

დღეს გიორგი გახარია დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოვა

საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მიმართავს. გიორგი გახარია სიტყვით გამოვა შეხვედრაზე, რომელიც ევროპის მომავალ ამბიციებს უკავშირდება და მისი მონაწილეები ევროპელი ლიდერები არიან.

პრინცი მულტფილმი

23 იანვარი 2020, 01:04

კულტურა

HBO ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე მულტფილმს გადაიღებს

პროექტის მთავარი გმირი პრინც უილიამის ვაჟი - ჯორჯი იქნება. პროექტის სცენარისტი პროდიუსერი გარი ჯანეტი იქნება. სერიალის სიუჟეტი მის Instagram-ანგარიშზე იქნება დაფუზვნებული, რომელზეც ის სამეფო ოჯახში მიმდინარე მოვლენებს ჯორჯის სახელით აფასებს.

Brexit

23 იანვარი 2020, 00:56

მსოფლიო

ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის კანონპროექტი დაამტკიცა

ბრიტანეთის პარლამენტის ორივე პალატამ ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.ბრიტანეთი ევროკავშირს 2020 წლის 31 იანვარს დატოვებს. BBC ცნობით, დოკუმენტი ხელმოსაწერად დედოფალ ელზაბეტ მეორეს გადეგზავნა. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა 2019 წლის მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა პარლამენტი და მთავრობა ევროკავშირიდან გამოსვლის პირობებზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდა.

მარსმავალი ნასა

23 იანვარი 2020, 00:15

ტაბლოიდი

NASA-მ ახალი მარსმავალისთვის სახელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა

სასურველი ვარიანტის არჩევა ნებისმიერ მსურველს 27 იანვრამდე შეუძლია. თითოეულ სახელს იმ მოსწავლის ესე აქვს დართული, ვინც ეს სახელი წარადგინა, გამარჯვებული კი მარტში გამოვლინდება. გამარჯვებული სახელწოდების ავტორი კი 2020 წლის ივლისში მარსმავლის გაშვებას დაესწრება.

მიშელ პლატინი

22 იანვარი 2020, 23:56

სპორტი

მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას უბრუნდება

უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საქმიანობას უბრუნდება. ფრანგი ფუნქციონერი პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, ფილიპ პიას მრჩევლად დაინიშნა. 2015 წელს ფიფას ეთიკის კომიტეტმა პლატინი საფეხბურთო საქმიანობას იოზეფ ბლატერთან ერთად ჩამოაშორა.

კორონავრუსი

22 იანვარი 2020, 23:27

მსოფლიო

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ უხანში ჩინეთის მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა. BBC ცნობით, 23 იანვარს ასევე იგეგმება აეროპორტის დახურვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირების შეჩერება. უხანში დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობას ქალაქის დატოვება აეკრძალა.

General Motors

22 იანვარი 2020, 23:06

ტექნოლოგიები

General Motors-მა პირველი უპილოტო ავტომობილი წარმოადგინა

ამერიკული ავტომწარმოებლის General Motors-ის შვილობილმა კომპანია Cruise-მა კომპანია Honda-თან შექმნილი პირველი უპილოტო ავტომობილი წარმოადგინა. ავტომობილი Cruise Origin ელექტრონული მიკროავტობუსია, რომელსაც არ აქვს საჭე და პედლები. ავტომობილში 6 ადამიანს შეუძლია მოთავსდეს.

კახა კუჭავა, კრისტიან ტერეში, ირაკლი ბერაია

22 იანვარი 2020, 22:41

საქართველო

ევროპარლამენტარი ტერეში: საქართველო ევროპის სახალხო პარტიისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლის ველად იქცა

ტერეშმა და ქართველმა დეპუტატებმა საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებიც განიხილეს. ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდეტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მისთვის მიუღებელია ის, რაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ხდებოდა. მან საქართველოს მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა.

ანდრია ჯაღმაიძე

22 იანვარი 2020, 22:21

საქართველო

ჯაღმაიძემ განმარტა რატომ აუკრძალეს ანდრია სარიას მღვდელმსახურება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა მიზეზები, რატომო აუკრძალეს მღვდელმსახურება მღვდელ ანდრია სარიას. მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს.

ემანუელ მაკრონი

22 იანვარი 2020, 22:03

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი იერუსალიმში პოლიციელებს დაუპირისპირდა

ინციდენტი წმინდა ანას ეკლესიაში მოხდა, რომელიც საფრანგეთს ეკუთვნის. მაკრონის შეშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სამართალდამცველები ეკლესიაში მასზე ადრე შევიდნენ. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

კორონავირუსი

22 იანვარი 2020, 21:43

მსოფლიო

ჩინეთში ერთ დღეში კორონავრუსით დაღუპულთა რაოდენობა გაორმაგდა

ინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა.China Daily ხუბეის პროვინციის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. გამოცემის ცნობით, პროვინციაში უკვე 444 ადამიანი დაავადდა. 12 საათის წინ 440 ინფიცირებულის შესახებ იყო ცნობილი.

ჯეფ ბეზოსი მოჰამედ იბნ სალმანი

22 იანვარი 2020, 21:23

მსოფლიო

გაეროს ექსპერტები ჯეფ ბეზოსის ტელეფონის გატეხვის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ

„ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა პრინცი ბატონ ბეზოსზე თვალთვალში იყო ჩართული, რომლის მიზანიც Washington Post-ის მიერ საუდის არაბეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე გავლენის ქონა იყო“, - ნათქვამია ექსპერტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურა

22 იანვარი 2020, 20:43

ძალოვნები

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატთა რაოდენობა შემცირდა

ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა და ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაძლოა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს იურისტმა გელა ჩივაძემაც. გენერალური პროკურორის პოსტზე 17 კანდიდატი იყო წარდგენილი.

კორონავირუსი

22 იანვარი 2020, 20:38

საქართველო

ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო მოუწოდებს უხანში არ ჩავიდნენ

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ქალაქ უხანში გამგზავრებისაგან, ვინაიდან ეს ქალაქი წარმოადგენს ინფექციის კერას. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 440 პაციენტს დაუსვეს. დაავადებას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ-კონგში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-შიც.

კონგრესმენების წერილი

22 იანვარი 2020, 20:33

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციამ ამერიკელი კონგრესმენების წერილი გამოაქვეყნა

წერილში, რომელიც ჯერი კონოლიმ, ადამ კინზინგერმა, მაიკლ მაკკაულმა და ელიოტ ენჯელიმ გიორგი გახარიას მისწერეს, კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ.