imedi /  27 დეკემბერი 2019, 17:28 / სანდო წყარო

პროკურორი: მოწმემ დაადასტურა, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სესხები რეგულაციების დარღვევით მიიღეს

პროკურატურა

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა მნიშვნელოვანი მოწმე, ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა შემოწმება თიბისი ბანკში და მისი  ჩვენებით დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ სესხების გაცემის შემდგომ, „სამგორი ჯგუფიდან“ იგივე სესხები მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ რეგულაციების დარღვევით მიიღეს“-ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ასევე, ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა კიდევ ერთი დარღვევა, რომ ბანკმა უზრუნველყოფის ქონებების მიქცევა სესხების ამოსაღებად არ განახორციელა და ამ ქმედებებით თიბისი ბანკმა მიიღო დაახლოებით 16 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი.

არჩილ ტყეშელაშვილმა ასევე განმარტა, რომ ფინანსისტი და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამ ფაქტს სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემდა.

„მოწმე, რომელიც  იყო ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, ჩაატარა ინტერესთა კონფლიქტთან შეუთავსებლობის შემოწმება. უკანონო შემოსავლის კვალიფიკაციას ფაქტს აძლევს ბრალდების მხარე. ჩვენ ამ ქმედებებს მივეცით სისხლის სამართლებრივი შეფასება, რომ ეს იყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და საბოლოო გადაწყვეტილება, ეს ასე იყო თუ არ იყო უნდა მიიღოს სასამართლომ. შესაბამისად, ფინანსისტი და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამ საკითხზე თავის დასკვნას ვერ გააკეთებდა“,-აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, მოწმეთა ბაზაში არიან როგორც თიბისი ბანკის, ასევე „სამგორი ჯგუფის“ წარმომადგენლები, გამომძიებლები და ფინანსისტები.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“.  მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ის პოლიტიკურ დევნას წარმოადგენს. ავთანდილ წერეთელი ამ საქმეს კვლავ ტელეკომპანია „პირველს“ უკავშირებს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე კი - იმ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც მათ დააფუძნეს.

ყველა სიახლე

პაატა იმნაძე

23 იანვარი 2020, 18:21

საქართველო

პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი არ არსებობს

„ჩვენ არ ვართ ისეთი მაღალი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა, რადგანაც ჩვენ პირდაპირი რეისები აღარ გვაქვს უჰანთან საქართველოში. გამონაკლისი იყო პარიზი, სადაც არის 6 ფენა კვირაში. აღარ იქნება ეს ფრენებიც, იმიტომ რომ ჩაიკეტა უჰანი“, - განაცხადა იმნაძემ.

მოტოროლა

23 იანვარი 2020, 18:16

ტექნოლოგიები

Motorola Razr-ის გაყიდვის თარიღი დასახელდა

არსებული ინფორმაციით, 26 იანვრიდან ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარი შეკვეთების გაკეთება იქნება შესაძლებელი. 6 თებერვლიდან კი დასაკეცი სმარტფონი თავისუფლად გაიყიდება Verizon-ზე, Wallmart-ის ქსელსა და Motorola-ს ვებგვერდზე. Motorola Razr-ის ღირებულება 1500 დოლარი იქნება.

გრიპის ვირუსი

23 იანვარი 2020, 18:01

საქართველო

დადასტურდა, რომ ზუგდიდში გოგო გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.

ჯანო ანანიძე

23 იანვარი 2020, 17:54

სპორტი

ჯანო ანანიძე კვიპროსის „ანორთოსისში“ ითამაშებს

27 წლის ნახევარმცველმა ფამაგუსტას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ანანიძე 2009 წლიდან 11 წლის განმავლობაში მოსკოვის „სპარტაკში“ გამოდიოდა და ამ გუნდთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

23 იანვარი 2020, 17:34

საქართველო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩიეს

ზურაბ აზნაურაშვილმა 9 ხმით საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც იყო. დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანსიაზე რეგისტრაცია 2019 წლის 13-დან 26 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჯამში 42 კანდიდატი დარეგისტრირდა.

დავით ზალკალიანი

23 იანვარი 2020, 17:33

საქართველო

ზალკალიანი თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მინისტრი Twitter-ზე წერს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არსებული გამოწვევების ფონზე. ჩვენ მივყვებით ჩვენს მტკიცე არჩევანს და ნატოსკენ სვლას განვაგრძობთ“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ტაბლოიდი

23 იანვარი 2020, 17:28

ტაბლოიდი

აფრიკაში კაცი ორი თვეა 24 მეტრის სიმაღლეზე ღვინის კასრში ცხოვრობს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ვერნონ კრიუგერი 500-ლიტრიან ღვინის კასრში 24 მეტრის სიმაღლეზე ორ თვეზე მეტია „ცხოვრობს“. კრიუგერისთვის ეს სულის გამოცდაა. 1997 წელს მან ბოძზე დამაგრებულ კასრში ჯდომის ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა - მაშინ ის კასრში 67 დღე იყო, წინა რეკორდი 54 დღე იყო.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2020, 17:24

ეკონომიკა

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ „რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

ვიტრიფიცირებული ტვინი

23 იანვარი 2020, 17:24

ტექნოლოგიები

ვეზუვის ამოფრქვევისას ერთ-ერთი დაღუპულის ტვინი სიცხისგან შუშად იქცა

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სითხის შუშად გარდაქმნის პროცესს ვიტრიფიკაცია ეწოდება და ის მაღალი ტემპერატურის მკვეთრად დაცემის შედეგად ხორციელდება. ამოფრქვევის დროს ჰაერის ტემპერატურა ჰერკულანუმში 520 С გრადუსამდე გაიზარდა. ეს ადამიანის ვეტრიფიცირებული ტვინის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

ბაღები

23 იანვარი 2020, 16:57

საქართველო

ყვარელში საბავშვო ბაღებს ხორცის მიწოდება 27 იანვრიდან აღუდგება

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღებში ხორცის დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიიამ ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და ამ მიზეზით მერიამ კომპანიის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

სასტუმრო ბუდაპეშტი

23 იანვარი 2020, 16:47

ეკონომიკა

თბილისის ვიცემერი: ინვესტორები ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტს“ ვერ ააშენებენ

თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას უპასუხა და თქვა, რომ ინვესტორები „ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ააშენებენ“. მერიამ ინვესტორებს რამდენიმე ფართი შესთავაზა, რაზეც უარი განაცხადეს.

23 იანვარი 2020, 16:46

საქართველო

გახარია: აშშ-სთან და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღწეულ რეალურ და ხელშესახებ შედეგებს - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლას.

ინდოეთი რობოტი-ასტრონავტი

23 იანვარი 2020, 16:42

ტექნოლოგიები

ინდოეთმა ქვეყნის პირველი რობოტი-ასტრონავტი წარადგინა

რობოტს ვიიომ მიტრა ჰქვია, რაც სანსკრიტზე „მეგობარს კოსმოსში“ ნიშნავს. მისი მთავარი ამოცანა ორბიტაზე ასტრონავტების დახმარებაა. კერძოდ, ის ასტრონავტების კითხვებზე პასუხის გაცემასა და სხვადასხვა ოპერაციის შესრულებაზეა დაპროგრამებული. ის კოსმოსში წლის ბოლომდე გაემგზავრება.

მხედვარი ჰენრი კავილი

23 იანვარი 2020, 16:27

კულტურა

Netflix-ი სერიალ „მხედვარის“ მიხედვით ანიმაციურ ფილმს გადაიღებს

ცნობილია ფილმის სახელწოდება - „მხედვარი: მგლის კოშმარი“. მისი სიუჟეტი კი გამოგონილ კონტინენტზე ახალი საფრთხის შესახებ მოგვიყვება. ახალი პროექტის სცენარზე სერიალ „მხედვარის“ შოურანერი ლორენ ჰისრიჩი და ბო დემაიო მუშაობენ.

ხორავას ქუჩა მკვლელობა

23 იანვარი 2020, 16:27

ძალოვნები

მირზა სუბელიანის შვილის თქმით მიხეილ კალანდიას დავით სარალიძე არ მოუკლავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესზე დღეს ჩვენება მირზა სუბელიანის შვილმა მისცა. ის ბრალდების მხარის მოწმედ დაიკითხა დღეს. ალექსანდრე სუბელიანის თქმით, მიხეილი მკვლელი არ არის.

ჟან პოლ გოტიე

23 იანვარი 2020, 16:24

კულტურა

ჟან პოლ გოტიემ კარიერაში ბოლო ჩვენება გამართა

შოუში მისი ცნობილი მუზები და ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ ამერიკელი მსახიობი დიტა ფონ ტიზი, მის საფრანგეთი და მის სამყარო-2016 ირის მიტენარი, ამერიკელი ტოპმოდელი ბელა ჰადიდი, ესპანელი მსახიობი როსი დე პალმა და ასევე ფრანგი მომღერალი მილენ ფარმერი.

მევლუთ ჩავუშოღლუ

23 იანვარი 2020, 16:20

საქართველო

მევლუთ ჩავუშოღლუ ნატოს: საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს

„არ მესმის, რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ნატოში, ან რატომ არ ვანიჭებთ წევრობის სამოქმედო გეგმას“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. მის სიტყვებს Reuters-ი ავრცელებს.

23 იანვარი 2020, 16:18

ტექნოლოგიები

150 სკოლაში Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამა დაინერგება

მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში კორპორაცია „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. „მაიკროსოფტის“ წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა დაიწყონ ქართულ მხარესთან.

დუმა

23 იანვარი 2020, 15:51

მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

საუბარია რეფორმაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო სათათბიროსადმი მიმართვისას დააანონსა. ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დუმისთვის პრემიერმინისტრის კანდიდატურის დამტკიცების უფლების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

კიევი

23 იანვარი 2020, 15:51

მსოფლიო

უკრაინაში მოსახლეობის რაოდენობა ელექტრონული მონაცემებით დაითვალეს

ანალიზის დროს გაითვალისწინეს უკრაინის სამი მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის მონაცემები, სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურისა და ელექტრონული რეესტრების მონაცემები, ასევე ფიზიკური პირების სახელმწიფო რეესტრის მონაცემები. ბოლო ოფიციალური აღწერა 2001 წლის დეკემბერში ჩატარდა.