imedi /  06 იანვარი 2020, 15:15 / სანდო წყარო

საქართველოს თავდაცვის ძალები გაუყინავი ქართული ხორცით მომარაგდება

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უწყება კონსოლიდირებული ტენდერის ხელახლა გამოცხადებამდე, შესყიდვების სააგენტოსგან იღებს ერთთვიან უფლებას, რათა გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალები უწყვეტად მომარაგდეს ქართული გაუყინავი ხორცით. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამ უფლების მოპოვების შემდეგ კვების კომპანია ერთთვიან ხელშეკრულებას გაუფორმებს კომპანიას, რომელიც თავდაცვის ძალების ქართული ხორცით მომარაგებას უზრუნველყოფს, მანამდე კი ჯარის ხორცით უზრუნველყოფა არსებული მარაგით მოხდება. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსთან კოორდინაციით მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველ ფერმერებთან, რათა ჯარის ქართული ხორცით უწყვეტი მომარაგების მიზნით მოახდინონ მობილიზება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ახალი პოლიტიკის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება სამხედროების კვებითი მომსახურების უმაღლეს სტანდარტებზე გამახვილდა. 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე მინისტრის დავალებით შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას. საერთო ჯამში კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა.

2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის მხოლოდ უმაღლესი კატეგორიის და ქართული ხორცით კვება. თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთანავე, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც კვებითი უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, უმაღლეს დონეზე აიყვანს სამხედროთა კვებითი მომსახურების პირობებს.

ყველა სიახლე

სასამართლო

20 იანვარი 2020, 19:52

ძალოვნები

ბავშვთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება, გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 ადამიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

დივანი

20 იანვარი 2020, 19:32

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეორად დივანში $40 000 იპოვა და პატრონს დაუბრუნა

ადვოკატმა კაცს უთხრა, რომ ის ვალდებული არ არის გაარკვიოს, საიდან აღმოჩნდა დივანში თანხა და შეუძლია ფული თვითონ მოიხმაროს. თუმცა კირბიმ გადაწვიტა, რომ ასე მოქცევა უსამართლოა. მან მაღაზიას მიმართა, რომლის თანამშრომლებმა ის ქალი იპოვეს, რომელმაც დივანი იქ გასაყიდად მიიტანა.

გიორგი ვოლსკი

20 იანვარი 2020, 19:10

საქართველო

ვოლსკი: პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა უნდა შეჯერდეს რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ოპონენტებს „ფრონტერას“ თემის ირგვლივ სპეკულაციაში ადანაშულებს. პოლიტიკოსის შეფასებით, „ფრონტერას“ თემა არათუ სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი, არამედ ყველა აბზაცი უნდა გაიშიფროს. ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ „ფრონტერას“ დაკავშირება ამერიკულ ბიზნესთან საკმაოდ გადაჭარბებულია, რადგან მისი ინფორმაციით, ის ტეხასური კომპანია აღარ არის.

ავსტრალია ხანძარი

20 იანვარი 2020, 18:45

ტაბლოიდი

6 წლის ბიჭმა კოალების ფიგურებით ავსტრალიის ტყის ხანძრების წინააღმდეგ $174 000-მდე შეაგროვა

უენმა და მისმა მშობლებმა, რომლებიც გარკვეული პერიოდი ავსტრალიაში ცხოვრობდნენ, ტყის ხანძრების წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. ბიჭმა და მისმა დედ-მამამ თიხისგან კოალას დასაწებებელი ფიგურების კეთება და მეგობრებ-ნათესავებში დონაციის სანაცვლოდ გაყიდვა დაიწყეს.

დიდველი

20 იანვარი 2020, 18:38

საქართველო

დიდველის სათხილამურო არეალი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა

წყალმომარაგების კომპანიიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველჰყოფას. 2000-მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

მკვლელობა

20 იანვარი 2020, 18:37

ძალოვნები

სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ სურამში ყოფილი ცოლის მკვლელობის საქმეზე იმსჯელა. მოსამართლე ლევან დაბაიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიების სახით ლევან ლომიძეს პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განმარტებით შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მიმალვის საფრთხე იყო.

20 იანვარი 2020, 18:27

კულტურა

ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს სკორსეზე ახალ ფილმში გადაიღებს

ჰოლივუდის ვარსკვლავებს ლეონარდო დიკაპრიოს და რობერტ დე ნიროს მარტინ სკორსეზე ახალ ფილმში „მთვარის ყვავილის მკვლელებში“ გადაიღებს. ამის შესახებ ლეონარდო დიკაპრომ აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის (Screen Actors Guild Award) პრემიის მიღების დროს განაცხადა. ღონისძიების ტრანსლაცია ტელეარხ TBS-ზე განხორციელდა.

ვლადიმერ პუტინი

20 იანვარი 2020, 18:26

მსოფლიო

პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო დუმას წარუდგინა

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, დოკუმენტის განხილვისას პარლამენტის ქვედა პალატაში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლები სენატორი ანდრეი კლიშასი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი პაველ კრაშენინიკოვი და იურისტი ტალია ხაბიევა იქნებიან.

ვარძია მუზეუმის ბილეთები

20 იანვარი 2020, 18:12

კულტურა

მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესვლა და გიდის მომსახურება გაძვირდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულებები 2020 წლის 1 იანვრიდან თითქმის 100%-ით გაძვირდა. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

თავდაცვის სამინისტრო

20 იანვარი 2020, 18:00

საქართველო

დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს სახელფასო დანამატები დაუწესდათ

დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა.

Minecraft

20 იანვარი 2020, 17:59

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში თამაშ Minecraft-ის მიხედვით სახლი ააშენეს

სახლი დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში, მაპჰოგუს რაიონში მდებარეობს. შენობა 4-სართულიანია და ის 5 ოჯახზე გათვლილი. სახურავზე გასასვლელი ყველა მცხოვრებს აქვს: ამისთვის კიბე გამოიყეს. პირველ სართულზე სადგომი და მაღაზიებია განთავსებული.

ევროვიზია

20 იანვარი 2020, 17:49

კულტურა

„ევროვიზიის“ აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ოსტერდალი გახდა

შვედი ტელემენეჯერი მარტინ ოსტერდალი საერთაშორისო კონკურსის „ევროვიზიის“ აღმასრულებელ დირექტორად დანიშნეს. ინფორმაციას ევროპის მაუწყებლთა კავშირის პრესსამსახური ავრცელებს. მარტინ ოსტერდალს მენეჯარად მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს.

გიორგი გახარია

20 იანვარი 2020, 17:39

საქართველო

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან. საქართველოს პრემიერმინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb შეხვედრებს დაეთმობა.

ირმა ინაშვილი
ლორა თორნტონი

20 იანვარი 2020, 17:32

საქართველო

ირმა ინაშვილი: ლორა თორნტონს ნაცმოძრაობისგან ფინანსური დაინტერესება აქვს

ირმა ინაშვილი NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით კორუფციას არ გამორიცხავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მისი თქმით, გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები, ბოლო წლების განმავლობაში აქვეყნებენ კვლევის შედეგებს, რომლებიც ტყუილს ეფუძნება.

ელიზაბეთ რუდი

20 იანვარი 2020, 17:30

საქართველო

რუდი სოფელ ჩორჩანაზე: პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ყველა მექანიზმის გამოყენება

ელჩის თქმით, აშშ შეშფითებულია ბოლო თვეებში სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვართან სიტუაციის გაუარესების გამო, მათ შორის ჩორჩანას ტერიტორიაზე, სადაც „საოკუპაციო რეჟიმმა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი გადაწია ოფიციალური თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე“.

Queen

20 იანვარი 2020, 17:22

კულტურა

დიდ ბრიტანეთში ჯგუფ Queen-ის პატივსაცემად მონეტა გამოუშვეს

მონეტაზე გამოსახულია Queen-ის ლოგოტიპი და ჯგუფის წევრების მუსიკალური ინსტრუმენტები: ბრაიან მეის ელექტროგიტარა, როჯერ ტეილორის დასარტყამი ინსტრუმენტი, ჯონ დიკონის ბასგიტარა და ფრედი მერკურის მიკროფონი. სამახსოვრო მონეტები 3 ვარიანტად იქნება წარმოდგენილი.

tindera

20 იანვარი 2020, 16:49

ტექნოლოგიები

Tinder-ის ქალი მომხმარებლების 70 ათასზე მეტი ფოტო კიბერდამნაშავეების ფორუმზე მოხვდა

გამოცემა არ აკონკრეტებს ფორუმის სახელწოდებას, სადაც ფოტოები გავრცელდა, თუმცა წერს, რომ დამნაშავეების მიერ შეგროვებულ მონაცემთა ბაზაში მხოლოდ მდედრობითი სქესის მომხმარებელთა ანკეტებია. საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა 16 ათასი მომხმარებლის პირადობის მოწმობა.

ვალერი გელაშვილი

20 იანვარი 2020, 16:48

საქართველო

პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი იქნება

ზაქარია ქუცნაშვილის მიერ პარლამენტში დაბრუნებაზე უარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილია. გელაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 96-ე ნომერია, Imedinews-თან აცხადებს, რომ დეპუტატობისთვის მზად არის. გელაშვილის თქმით, მას ამ საკითხზე კონსულტაციები გუნდთან ჯერ არ ჰქონია, თუმცა აღნიშნავს, რომ ყოველთვის გუნდის წევრი იქნება და პარლამენტში შესვლას აპირებს.

ტურისტები

20 იანვარი 2020, 16:34

ეკონომიკა

2019 წელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1,5 მილიარდი შეადგინა. სტატისტიკა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ორგანიზაციის ცნობით, გასული წლის მაჩვენებელი 2018-ის სტატისტიკას (1,4 მილიარდი) 4%-ით აღემატება. ექპერტების პროგნოზით, 2020 წელს ამ მიმართულებით 4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 იანვარი 2020, 16:25

საქართველო

იტალიის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე საგარეო უწყებაში შეხვედრა გაიმართა

საგარეო უწყების ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძისა და იტალიის ელჩი ენრიკო ვალვოსის შეხვედრის თემა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი იყო.