imedi /  13 იანვარი 2020, 15:46 / სანდო წყარო

ფოთში ცოლის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ძალადობა ქალზე

ფოთში, ახალგაზრდა ქალი მრავლობითი დაზიანებითა და ნაკვეთი ჭრილობებით ქალაქის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. პირველადი ინფორმაციით, დაზიანებები მას ქმარმა მიაყენა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადამ პირველადი დახმარება 34 წლის ქალს ადგილზე გაუწია და შემდგომი კვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო და 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეჭვმიტანილი დაშავებული ქალის მეუღლეა. კაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

ყველა სიახლე

ავტოტრანსპორტი

19 თებერვალი 2020, 13:03

ეკონომიკა

2019 წელს ყველაზე მეტი მგზავრი საავტომობილო ტრანსპორტმა გადაიყვანა

საქართველოში სატრანსპორტო დარგები გასულ წელს 412.2 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2018 წლის მაჩვენელებს 10.9 მლნ მგზავრით აღემატება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი მგზავრი გასულ წელს საავტომობილო ტრანსპორტმა გადაიყვანა.

ბილი აილიში Brit Awards

19 თებერვალი 2020, 13:00

კულტურა

ბრიტანეთში საუკეთესო შემსრულებლები დაასახელეს

საუკეთესო ბრიტანელ არტისტებად რეპერი სტორმი და მომღერალი მეიბლი დასახელდნენ. ანალოგიურ საერთაშორისო ნომინაციებში კი Tyler The Creator-მა და ბილი აილიშმა გაიმარჯვეს. საუკეთესო ბრიტანული ჯგუფად Foals-ი აღიარეს, ლიუის კაპალდი კი „საუკეთესო ახალ არტისტად“. მისი სინგლი „Someone You Loved“ წლის სიმღერა გახდა. ნომინაციაში „წლის ალბომი“ რეპერ დეივის „Psychodrama“-მ გაიმარჯვა.

საქსტატი

19 თებერვალი 2020, 12:55

ეკონომიკა

საქართველოს იმპორტში ნავთობის აირები პირველ ადგილზეა

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია. საგარეო ვაჭობაში იმპორტის მოცულობა 619.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.

მამუკა მდინარაძე

19 თებერვალი 2020, 12:48

საქართველო

მამუკა მდინარძე: ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ავსახავთ კანონმდებლობაში

თუ ოპოზიცია დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად არ დაჯდება, შესაძლოა, მათთან ცალ-ცალკე ლაპარაკიც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2020, 12:46

საქართველო

კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმს გამშვები პუნქტების გახსნისკენ მოუწოდებს

„ამ საკითხის გამო შეშფოთება უკვე არაერთხელ გამოვხატეთ. გამშვები პუნქტები უნდა გაიხსნას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჰუმანიტარული თვალსაზრისით მოსახლეობას ნაკლები პრობლემა ჰქონდეს“, - განაცხადა ჰარცელმა. საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის შესასვლელი 7 თებერვალს ისევ ჩაკეტა. ქართველი პენსიონერები ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ორ თვეში ერთხელ შეძლებენ.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

19 თებერვალი 2020, 12:46

საქართველო

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ვაშინგტონში ქართულ დელეგაციას დიდ პატივს სცემენ და ყურადღებით უსმენენ

საქართველოს მთავრობისთვის ძალიან მარტივი იქნება ყურადღება არ მიაქციოს შეშფოთებულ ხმებს. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ვიცი, კრიტიკა არაკომფორტულია მთავრობისთვის, მაგრამ ეს შეშფოთება მართლა საქართველოს მეგობრებისგან მოდის, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

ნინო ლომჯარია

19 თებერვალი 2020, 12:45

საქართველო

საქართველოს სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სსიპ აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე მოვლენების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახლხო დამცველის აპარატის განცხადებაში. სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, შემოთავაზებული საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება კრიტიკულად განიხილონ.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2020, 12:39

საქართველო

კარლ ჰარცელი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე: ასეთ საქმეებს დიდი ყურადღებით ვაკვირდებით

„ევროკავშირი ასეთ საქმეებს დიდი ყურადღებით აკვირდება, რადგან მათ დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში, როცა არჩევნებს ვუახლოვდებით. შესაბამისი პროცედურები დიდი სიფრთხილით უნდა განხორციელდეს. ჩვენ ამ საკითხის მონიტორინგს განვაგრძობთ“, - განაცხადა ჰარცელმა.

გია ვოლსკი

19 თებერვალი 2020, 12:27

საქართველო

გია ვოლსკის ინფორმაციით, საარჩევნო ცვლილებებზე „გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილით გაიმართა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით „გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილით გაიმართა. მისი თქმით, შეხვედრა „სოციალ-დემოკრატებთანაც“ შედგება.

19 თებერვალი 2020, 12:26

მსოფლიო

აშშ-ში რუსეთისთვის მომუშავე მექსიკელი ჯაშუში დააკავეს

გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ რუსეთის სამთავრობო ჩინოვნიკმა, რომლის სახელი არ არის გამჟღავნებული, ექტორ ალეხანდრო კაბრერა ფუენტესი 2019 წელს გადაიბირა და მას დაავალა სხვის სახელზე ქირით აეღო უძრავი ქონება ფლორიდას შტატის მაიამი-დეიდის რაიონში. მან ასევე აუკრძალა ექტორს ახლობლებისთვის მოეყოლა მათ შეხვედრაზე.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2020, 12:20

საქართველო

კარლ ჰარცელი: ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა გამოწვევაა

„ერთი მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს. მეორე მხრივ კი, უდავოა, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემატურია, რადგან იუსტიციის სისტემისადმი უფრო მაღალი ნდობის დამკვიდრებას არ უწყობს ხელს. ჩემი აზრით, დღეს, ზოგადი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, გამოწვევას წარმოადგენს. ამაზე უნდა დავფიქრდეთ და მომავლში აუცილებლად გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ჰარცელმა.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 12:15

საქართველო

თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობა დაიწყონ.

კარლ ჰარცელი

19 თებერვალი 2020, 12:10

საქართველო

კარლ ჰარცელი მთავრობის და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე: დიალოგი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო საშუალებაა

წარმატებული დიალოგი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო საშუალებაა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან მხარეებს საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ მოლაპარაკებების სწრაფი განახლებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

ლუიზა ვინტონი

19 თებერვალი 2020, 12:09

საქართველო

ლუიზა ვინტონი: პოლარიზაცია უნდა გადაილახოს და საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული მუშაობა აღდგეს

„უნდა გამოინახოს გზები, რათა ეს პოლარიზაცია გადაილახოს და ფაქტობრივად, პარლამენტის გაერთიანებული მუშაობა აღდგეს“, - ეს განცხადება მედიასთან საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მეგობარი ქვეყნები პარლამენტში არსებული ვითარებით შეშფოთებულები არიან.

უმუშევრობის დონე

19 თებერვალი 2020, 12:05

საქართველო

საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი ერთ წელში 1.4%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4%-ით პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 % შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7%-ით შემციდრდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.8%-ით.

ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი 2020, 12:01

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: დღეს მთავრობის კაბინეტს საინვესტიციო ფონდების კანონის პროექტი წარედგინა, რაც ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს

დღეს მთავრობის კაბინეტს საინვესტიციო ფონდების კანონის პროექტი წარედგინა, რაც უმნიშვნელოვანესი პროექტია და მასზე მუშაობა დონორების მხარდაჭერითა და კერძო სექტორთან ინტენსიური კონსულტაციების ფონზე მიმდინარეობდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა.

მალაიზიის წარმომადგენლები

19 თებერვალი 2020, 11:51

საქართველო

მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები მოინახულეს

მალაიზიის დელეგაცია საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდა. დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. დელეგაცია ქვეყანას დღეს, მცხეთასა და თბილისში ღირსშესანიშნაობების გაცნობის შემდეგ დატოვებს.

ექსპორტი

19 თებერვალი 2020, 11:48

ეკონომიკა

1 წლის განმავლობაში ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი (43.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (30.5 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (23.8 მლნ. აშშ დოლარი) არიან. 2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში, 85.7% შეადგინა.

ალექსანდრა ჰოლ ჰოლი

19 თებერვალი 2020, 11:45

საქართველო

ბრიტანეთის ყოფილი ელჩი: არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ

თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ. არასწორია არგუმენტი, რომ რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 11:34

საქართველო

ყოფილი კორტების ტერიტორიაზე კორპუსის ნაცვლად სპორტული კომპლექსი აშენდება

„წინა ხელისუფლებამ 2009 წელს კიდევ ერთი სამარცხვინო აქტი ჩაიდინა და საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული, ყოფილი კორტების ტერიტორია გაასხვისა. რა თქმა უნდა, იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. როდესაც მოვედით თბილისის მერიაში, მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ სპორტული მოედნების ადგილზე არ აშენდება კორპუსები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.