imedi /  18 იანვარი 2020, 21:11 / სანდო წყარო

სურამში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ სურამთან, სოფელ ბუღაურაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 ადამიანი. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს - ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

ვლადიმერ დვორნიკი

19 თებერვალი 2020, 20:48

ეკონომიკა

ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე: საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

19 თებერვალი 2020, 20:27

მსოფლიო

ირანში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ქალაქ ყუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ის გვერდზე თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

19 თებერვალი 2020, 20:26

საქართველო

ახალგაზრდების ჯგუფი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ აქციას მართავს და მისგან სადეპუტატო მანდატის დატოვებას მოითხოვს

ახალგაზრდების ჯგუფი ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და სადეპუტატო მანდატის დატოვებას მოითხოვს. ისინი იმ კაფეში მივიდნენ, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი იმყოფებოდა. ახალგაზრდების თქმით, საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს შეურაცხყოფაა.

19 თებერვალი 2020, 20:11

თემა

ძალიან ხშირად მეცვლება განწყობა. ბიპოლარული აშლილობა მაქვს?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის განწყობაც იცვლება. იგივე სიმპტომი ახასიათებს ბიპოლარულ აშლილობას, რომელიც დეპრესიისა და მანიის ან ჰიპომანიის პერიოდებში ვლინდება. ამ მდგომარეობებს შორის კი ადამიანი ჯანმრთელია და ეს შეიძლება რამდენიმე წელსაც კი გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ ბიპოლარულ აშლილობას სპეციალისტები მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს უწოდებენ. ბიპოლარული აშლილობა საკმაოდ ხშირად აქვთ ცნობილ ადამიანებს. მათ შორის არიან კეტრინ ზეტა ჯონსი, მერაია ქერი, მელ გიბსონი. ამავე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ კურტ კობეინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ერნესტ ჰემინგუეი, ვივიენ ლი, მერლინ მონრო და სხვ.ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც სამყაროს კრეატიული აღქმით გამოირჩევიან, ბიპოლარული აშლილობის ალბათობა გაცილებით მაღალია. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 1-3%-ს სწორედ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი აქვს.

19 თებერვალი 2020, 20:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები

ნათია თურნავამ თავის სიტყვაში მიმოიხილა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირების ძირითადი ასპექტები და აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველო რეგიონული ლიდერია ბევრ სფეროში და მიმზიდველი, საიმედო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 19:55

საქართველო

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ

„ქართული ოცნება" მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანმხდეთ ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის“, -ამის შესახებ კახა კალაძემ Twitter-ზე დაწერა.

Pop Smoke

19 თებერვალი 2020, 19:52

კულტურა

რეპერი Pop Smoke ლოს-ანჯელესში მოკლეს

ლოს-ანჯელესში ამერიკელი რეპერი Pop Smoke მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა TMZ ავრცელებს. 20 წლის რეპერი მძარცველებმა მოკლეს, რომლებიც ჰოლივუდ-ჰილსის რაიონში მდებარე სახლში გასულ ღამით შეიჭრნენ.

19 თებერვალი 2020, 19:40

კულტურა

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

უაქციზო თამბაქო

19 თებერვალი 2020, 19:30

ძალოვნები

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

17–19 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1,1 კგ უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

მიხეილ ჩხენკელი ვიქტორია ჰორვატი

19 თებერვალი 2020, 19:05

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა.

ბექა ლილუაშვილი

19 თებერვალი 2020, 19:04

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: საინვესტიციო ფონდები ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს ქმნიან

ბექა ლილუაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ფონდის შექმნის, დარეგისტრირებისა და მართვის პრინციპებს სამართლებრივად აწესრიგებს, ასევე, განსაზღვრავს ფონდის სხვადასხვა ტიპს.

ირმა ინაშვილი

19 თებერვალი 2020, 18:57

საქართველო

ირმა ინაშვილი: ხელისუფლება პოლიტიკურ სპექტრს რას შესთავაზებს, მისი გადასაწყვეტია

ხელისუფლება, პოლიტიკურ სპექტრს ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ შეხვედრებს შესთავაზებს, ეს არის მათი ინიციატივა და გადასაწყვეტი და ვინ როგორ გამოეხმაურება ამას, ესეც მისი პრეროგატივაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „პატროტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.

ლევან კობერიძე

19 თებერვალი 2020, 18:48

საქართველო

ლევან კობერიძე: ინდივიდუალურ შეხვედრებს არც საჯაროდ და არც დახურულ ფორმატში არ ვგეგმავთ

„ქართულ ოცნებასთან“ ერთი-ერთზე შეხვედრას არ ვგეგმავთ, არც ვაპირებთ და არც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ეს უნდა იყოს გაფართოებულ ფორმატი. ყველა პოლიტიკური ჯგუფი ინდივიდუალურ რეჟიმს თვითონ წყვეტს და ალბათ, სხდადსხვა ფორმატით გაიმართება“ - აცხადება ლევან კობერიძე.

მიხეილ ყაველაშვილი

19 თებერვალი 2020, 18:44

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი სპორტსმენები დესტრუქციული და დეგრადირებული ძალისგან უნდა დავიცვათ

მსურს იცოდნენ ჩვენმა ძლიერმა სპორტსმენებმა, დაწყებული ლაშა ტალახაძით, რომ მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საკურა

19 თებერვალი 2020, 18:27

საქართველო

თბილისის ბოტანიკურ ბაღში საკურას ხეივნის გაშენების ცერემონია გაიმართა

თბილისის მერიისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, საკურას ხეივნის გაშენების ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ბოტანიკურ ბაღში 100 ძირი საკურას ხე-მცენარე დაირგო. საკურას ნერგები დედაქალაქს საჩუქრად იაპონიის საელჩომ გადასცა.

რომან კაკულია

19 თებერვალი 2020, 18:19

ეკონომიკა

რომან კაკულია: ჩვენ საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას ცალ-ცალკე განვიხილავთ და ამას მოჰყვება დანარჩენი პრობლემები

მიდგომა, რომელიც საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას ცალცალკე განიხილავს, სწორედ ჩვენი „გამშვები დაავადებაა“, რომელიც ჩვენ გვჭირს, და რომელიც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ გადმოგვცა

სალომე ზურაბიშვილი

19 თებერვალი 2020, 18:11

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა

პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები“,- წერია პრეზიდენტი.

ავსტრალია ავიაკატასტროფა

19 თებერვალი 2020, 18:10

მსოფლიო

ავსტრალიაში ორი თვითმფრინავის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ინციდენტი ქალაქ მელბურნთან მოხდა. ერთმანეთს ჰაერში მცირე ზომის ორი თვითმფრინავი შეეჯახა. პოლიციაში აცხადებენ, რომ შეჯახება უამინდობამ გამოიწვია - ნისლის გამო პილოტებმა ერთმანეთი ვერ დაინახეს. ორივე ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

დიმიტრი მედოევი

19 თებერვალი 2020, 18:08

საქართველო

დიმიტრი მედოევი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

„ჰუმანიტარული კრიზისი ქართველი პოლიტიკოსების თავებში უნდა ეძებონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოში მოშიმშილე ბაშვებს, რომელთა რიცხვი ზღვარს გადასცდა“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

19 თებერვალი 2020, 18:05

მსოფლიო

ირანში პირველად კორონავირუსით დაავადების 2 შემთხვევა გამოვლინდა

ირანის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქალაქ ყუმში ორ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ეს ირანში პირველი შემთხვევაა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Global News ავრცელებს. აქამდე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ეჭვი არსებობდა აღნიშნულ დაავადებაზე.