imedi /  21 იანვარი 2020, 19:23 / სანდო წყარო

ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ზუგდიდი საბავშვო ბაღი

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-15 საბავშვო ბაღი გაქურდეს. სამსახურში დილით მისულ გამგეს, ინეზა ზაქარაიას ოთახებში ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი არ დახვდა.

„საღამოს დავკეტე რკინის კარები და დილით რომ მოვედი, ფანჯარა ღია დამხვდა, კარები კი ჩამტვრეული. წაღებულია ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი“, - განაცხადა ინეზა ზაქარაია. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საბავშვო ბაღის დირექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. საქმეზე აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ყველა სიახლე

გენო პეტრიაშვილი

16 თებერვალი 2020, 23:59

სპორტი

გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია. მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე გორელმა სპორტსმენმა გადამწყვეტ შეხვედრაში პოლონელი რობერტ ბარანი 11:0 დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.

გულის შეტევა ინფარქტი

16 თებერვალი 2020, 23:51

ტექნოლოგიები

კარდიოლოგებმა გულის შეტევის რისკის შემცირების მეთოდი დაასახელეს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგების მტკიცებით, კვირაში ორჯერ დღის ხანმოკლე ძილი გულის შეტევის განვითარების რისკს 48%-ით ამცირებს. კვლევაში 35-75 წლის 3400-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. კარდიოლოგები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2020, 23:23

საქართველო

კახა კალაძე ოპოზიციასთან დიალოგზე: შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს

„თუ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შევჯერდებით და გარკვეული ცვლილებები იქნება განსახორციელებელი, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს გარკვეული შეთანხმებების მიღწევა. დრო მე როგორ უნდა დავუნიშნო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კონსენსუსის მიღწევა“, - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2020, 23:10

საქართველო

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

„არ ვიცი თვითონ რა აქვს გადაწყვეტილი ვანო მერაბიშვილს. თუ სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, ეს მისი გადასაწყვეტია და მისგან უნდა მოვისმინოთ. თუმცა, ამ ადამიანმა მოიხადა თავისი სასჯელი იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაშიც ბრალი ჰქონდა წარდგენილი და გამოდის უკვე. გააგრძელებს როგორც რიგითი მოქალაქე ცხოვრებას, თუ სად და რა მიმართულებით, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

16 თებერვალი 2020, 23:08

საქართველო

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა. მისი თქმით, დესტრუქციული ოპოზიციისთვის, კერძო ინტერესები ისევ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგას.

შემთხვევის ადგილი

16 თებერვალი 2020, 23:05

საქართველო

ქუთაისში ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

უწყების განმარტებით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი ტანსაცმლის, პროდუქტისა და შერეული საქონლის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს.

16 თებერვალი 2020, 22:45

საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენენ

18-21 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენა მოხდება. ფონდ „ღია საზოგადოების“ ინფორმაციით, მათიორგანიზებითა და მხარდაჭერით, ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრიუსელში ადვოკატირების ვიზიტზე მიემგზავრებიან.

ქუთაისი ბაზრობა ხანძარი

16 თებერვალი 2020, 22:21

ძალოვნები

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ბაზრობა იწვის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულს უკიდია. ადგილზე რვა სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

ავთანდილ კენჭაძე

16 თებერვალი 2020, 22:14

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 მედალი მოიპოვეს

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ლომთაძე ფინალში რუს ალექსანდრ ბოგომოევთან 2:3 დამარცხდა და კონტინენტის პირველობა ვერცხლის მედლით კარიერაში მეოთხედ დაასრულა. 74 კილოგრამ წონითი კატეგორიის დამამშვიდებელი ეტაპის ფინალში კი ავთანდილ კენჭაძემ ბულგარელი კიროვის დამარცხებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Diamond Princess

16 თებერვალი 2020, 22:04

მსოფლიო

საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულ 40 ამერიკელს კორონავირუსი აქვს

Diamond Princess-ი იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან არის გაჩერებული, მას შემდეგ, რაც ლაინერის ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ხომალდზე კარანტინი გამოცხადდა, მაგრამ ამის მიუხედავად ბორტზე მყოფი 3 700 ადამიანიდან ვირუსი 285-ს დაუდგინდა.

საფრანგეთი ავიაკატასტროფა

16 თებერვალი 2020, 21:51

მსოფლიო

ავიაკატასტროფას საფრანგეთში მსხვერპლი მოჰყვა

მცირე ზომის ტურისტული თვითმფრინავი საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ კრესელში ჩამოვარდა. პილოტმა მმართველობა დაკარგა, დაშვებისას კი თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. პილოტი და ბორტზე მყოფი სამივე მგზავრი დაიღუპნენ.

აზერბაიჯანი დაკავება

16 თებერვალი 2020, 21:22

მსოფლიო

აზერბაიჯანში 100-ზე მეტი აქტივისტი და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დააკავეს

„ნამდვილი პარტიის“, „მუსავატის“ და მოძრაობა „D18-ის“ ლიდერები საკუთარ სახლებში ან პარტიების ოფისებთან დააკავეს. პარალელურად, ქვეყნის საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც დემონსტრაცია უნდა გამართულიყო, პოლიციელები იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც ადგილზე მოსულ აქტივისტებს აკავებდნენ.

16 თებერვალი 2020, 20:45

სპორტი

რუსეთმა სოჭის ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული პირველი ადგილი დაკარგა

რუსეთმა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული პირველი ადგილი დაკარგა. 2013-14 წლებში, ანტისადოპინგო წესების დარღვევის გამო, ბიატლონისტი ევგენი უსტიუგოვის ყველა შედეგი გაუქმებულია.

მევლუთ ჩავუშოღლუ

16 თებერვალი 2020, 20:26

მსოფლიო

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„შაბათს რუსეთს ვუთხარით, რომ აგრესია იდლიბში უნდა შეწყდეს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და განმარტა, რომ ამ საკითხს თურქეთის და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები 17 თებერვალს მოსკოვში განიხილავენ.

ზუგდიდი ჰოსპიტალი

16 თებერვალი 2020, 19:14

ძალოვნები

მესტიაში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მიწისძვრა ირანი

16 თებერვალი 2020, 19:07

მსოფლიო

ირანში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები ეპიცენტრი 47 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. რაც შეეხება ნგრევას, შენობებზე ბზარები გაჩნდა.

bakuriani inn

16 თებერვალი 2020, 18:44

ეკონომიკა

ბაკურიანში ახალი სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით, ბაკურიანში ახალი სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი დაესწრნენ.

ნიკიტა პერლ ვალიგვა 

16 თებერვალი 2020, 18:39

კულტურა

მსახიობი ნიკიტა პერლ ვალიგვა 15 წლისა გარდაიცვალა

ვალიგვამ ითამაშა Disney-ს ფილმში „კატვეს დედოფალი“, რომელიც ნიჭიერი მოჭადრაკე ფიონა მუტესის ისტორიაზეა დაფუძნებული. ის საერთაშორისო ტურნირებში 9 წლიდან მონაწილეობდა. ვალიგვამ ფიონას მეგობრის, გლორიას როლი შეასრულა, რომელმაც მას ჭადრაკის წესები აუხსნა.

შსს

16 თებერვალი 2020, 18:19

საქართველო

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) დადამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით, ცხელ კვალზე, გუდაურში დააკავეს.

ჰასან როუჰანი

16 თებერვალი 2020, 17:46

მსოფლიო

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

როუჰანიმ აღნიშნა, რომ თეირანის დახმარების გარეშე ახლო აღმოსავლეთით უსაფრთხოების დამყარება ვერასოდეს მოხერხდება. „ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.