07 თებერვალი 2020, 12:07 / სანდო წყარო

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი: 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მ. ჩ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით (რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს), გამოძიება 2019 წლის 12 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

„სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარდა 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მ.ჩ.-ს გენერალური პროკურატურის მიერ წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.

მ.ჩ.-სთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად, 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებელმა მ.ჩ.-მ გამოკითხვის მიზნით დაიბარა 15 წლის ლ. ს. და მისი კანონიერი წარმომადგენელი.

ნაცვლად იმისა, რომ მ.ჩ.-ს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა.

ამაზე უარის მიღების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, გამომძიებელმა მ.ჩ.-მ არასრულწლოვნის გამოკითხვა განაგრძო ამავე განყოფილებაში მოწმის სახით დაბარებულ პირებთან (მათ შორის არასრულწლოვნებთან) მისი დაპირისპირების გზით.

მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე.

კერძოდ, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 18 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმება. სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „თბილისის მწვანე სკოლას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 46-ე და 48-ე მუხლების საფუძველზე.

შემოწმების შედეგად, სხვა დარღვევებთან ერთად, დადგინდა, რომ სკოლაში არ იყო განთავსებული ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები; ვიდეოთვალთვალი ხორციელდებოდა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში (კერძოდ, საპირფარეშოსთვის გამოყოფილი ოთახის შესასვლელ სივრცეში, სადაც განთავსებულია ე.წ. ,,კაბინები“); ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებისას სკოლის მიერ არ იყო მიღებული მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად სათანადო ზომები; სკოლის მიერ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა ვიდეოჩანაწერების გამჟღავნება.

როგორც სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების, ასევე შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სკოლის მხრიდან არა მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, არამედ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესების შესაძლო დარღვევაზე.

კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციამ: სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლების მოსწავლეებთან გასაუბრების პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით დროულად არ გამოიძახა კანონიერი წარმომადგენლები და არ დაასწრო ფსიქოლოგი; ერთ-ერთ მოსწავლეს წარუდგინა სკოლის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მისი ყოფილი კლასელის ამოცნობის მიზნით და არ უზრუნველყო მოსწავლეთა პირადი მიმოწერის ამსახველი ჩანაწერების დაცვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმართა საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების საკითხის გადაწყვეტის მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს 20:10 საათზე გაუჩერდა გული. 

გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავეს. 

ყველა სიახლე

გერმანია სროლა

20 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

გერმანიაში სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა 2 სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელდა. თავდამსხმელებმა ცეცხლი ბარებში გახსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი უკვე დააკავა.

საქართველო ჯარი

20 თებერვალი 2020, 08:29

ძალოვნები

მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში საქართველო 49-ე ადგილს იკავებს

შესაბამის კვლევას ბონში ბაზირებული კონვერსიის საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად აქვეყნებს. წინა, 2018 წლის კვლევაში საქართველო 52-ე პოზიციაზე იყო. მილიტარიზაციის გლობალური ინდექსის მიხედვით, პირველ ადგილს კვლავ ისრაელი იკავებს.

ივანე მაჭავარიანი

20 თებერვალი 2020, 08:15

საქართველო

პარლამენტში დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

ივანე მაჭავარიანის გამოსვლას ბოიკოტიდან გამომდინარე, კვლავ არ დაესწრება საპარლამენტო ოპოზიცია. შესაბამისად, მინისტრი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 08:02

საქართველო

ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებს

ექსპრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს. 2013 წლის მაისში დაკავებულს პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ეწურება. 5 გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, მერაბიშვილი მის ადვოკატს დღესაც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლად და პოლიტპატიმრად მიაჩნია.

კორონავირუსი

20 თებერვალი 2020, 00:59

ტექნოლოგიები

ჩინეთმა კორონავირუსის სამკურნალოდ კიდევ ერთი პრეპარატი დაასახელა

წინა ვერსიაში, რომელიც 5 თებერვლიდან მოქმედებდა, ინტერფერონი, რიბავირინი და ლოპინავირი/რიტონავირი იყო მოხსენიებული. ასევე, წინა ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არ არსებობს მედიკამენტი დადასტურებული ეფექტურობით. განახლებულ ვერსიაში კი ეს ფრაზა ამოღებულია.

20 თებერვალი 2020, 00:23

მსოფლიო

თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ტრამპმა ასანჟს შეწყალების სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა

„ტრამპს არასოდეს უსაუბრია მასთან ამ თემაზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თემაზე. Guardian-ის ეს პუბლიკაცია სრული ფაბრიკაციაა და ტყუილი. სავარაუდოს, ეს მორიგი ფალსიფიკაციაა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტიოს მხრიდან“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა.

სერგი კაპანაძე

20 თებერვალი 2020, 00:22

საქართველო

სერგი კაპანაძე: ვანო მერაბიშვილის სამომავლო გეგმები აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია

ვანო მერაბიშვილის სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ეს აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კაპანაძეს კითხვით მიმართეს, აპირებენ თუ არა რაიმე შესთავაზონ ვანო მერაბიშვილს ან რომელ პარტიაში ხედავენ მას.

რონია ფროესეა

20 თებერვალი 2020, 00:18

ტაბლოიდი

ჯუჯა ცხენმა, სახელად ფრედი, პირველი კლასის ავიარეისით იფრინა

ჯუჯა ცხენმა პირველი კლასის ავიარეისით იფრინა. ფრედი სპეციალურად მისმა მასწავლებელმა რონია ფროესემ გაწვრთნა იმისთვის, რომ ცხენი American Airlines-ის ბორტზე გაჩერებულიყო. ისინი მიჩიგანიდან მიფრინავდნენ. ფრედი სუპერგმირის კოსტუმში იყო გამოწყობილი და საგზაო ჩანთა სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული, - ინფორმაციას ამის შესახებ SkyNews ავრცელებს.

20 თებერვალი 2020, 00:15

მსოფლიო

77 წლის კაცმა მძარცველს შესაშური წინააღმდეგობა გაუწია. ვიდეო

ეჭვმიტანილი მოხუცი კაცის დაყაჩაღებას ATM აპარატთან აპირებდა, თუმცა 77 წლის კაცმა მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია და მას ხელცარიელს მოუწია გაქცევა. ძარცვის მცდელოობის ამსახველ ვიდეოს USA TODAY twitter-ზე აქვეყნებს.

რიტა ებელი

20 თებერვალი 2020, 00:12

ტექნოლოგიები

რიტა ებელი, მეტსახელად „ლეგო ბებია“ „ლეგოსგან“ ინვალიდთა პანდუსებს ამზადებს

62 წლის რიტა ემბელმა უკვე 12 პანდუსი დაამზადა სხვადასხვა შენობისთვის თავის ქალაქ ჰანაუში, რომელიც გერმანიაში მდებარეობს. მან ეს იდეა სამედიცინო ჟურნალში ნახა და გადაწყვიტა, ახალი საქმიანობით დაკავებულიყო, რადგან ხედავდა თუ როგორ იტანჯებოდნენ მისი ინვალიდი მეგობრები სხვადასხვა შენობაში შესვლის გამო, - ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს.

19 თებერვალი 2020, 23:52

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს ესტუმრა

ლია გიგაურმა ახლადრეაბილიტირებულ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართველი და უცხოელი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ავტორობით წიგნები გადასცა. შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს უპასუხა.

ლაშა ტალახაძე

19 თებერვალი 2020, 23:43

საქართველო

ლაშა ტალახაძე: შევეცდები, საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში

„შევეცდები, საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“, - ასე გამოეხმაურა მსოფლიო ჩემპიონი ძლოსნობაში ლაშა ტალახაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

ჯულიან ასანჟი

19 თებერვალი 2020, 23:35

მსოფლიო

Guardian: დონალდ ტრამპმა ასანჟს შეწყალების სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა

ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულებაზე მიუთითა, რომლის თანახმად, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დანა რორაბახერი 2017 წლის აგვისტოს ასანჟს შეხვდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ეკვადორის საელჩოში იმყოფებოდა.

19 თებერვალი 2020, 23:19

საქართველო

აშშ-ის საელჩო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ყველა შეხვედრაზე ბატონმა სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" არსებულ ვითარებაზე.

სერგი კაპანაძე

19 თებერვალი 2020, 23:10

საქართველო

სერგი კაპანაძე: ჩვენ არ მოგვისმენია შეთავაზება, რომელიც საქართველოს პროპორციულ სისტემაზე გადაიყვანდა

„ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, სხვების წინააღმდეგ საქმეებია აღძრული და ჩვენ არ მოგვისმენია შეთავაზება, რომელიც საქართველოს პროპორციულ (ან მასთან დაახლოებულ) სისტემაზე გადაიყვანდა. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ხალხი 30%-იანი მხარდაჭერით უნდა მართონ. ცხადია თუ როგორი უტყუარია მათი შემოთავაზება“, - დაწერა სერგი კაპანაძემ კახა კალაძის ტვიტის კომენტარებში.

კრის სოჩა
კელი დეგნანი
არჩილ თალაკვაძე

19 თებერვალი 2020, 22:58

საქართველო

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა

საუბარი ძირითად პოლიტიკურ საკითხებს და 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის როლს შეეხებოდა. არჩილ თალაკვაძემ სენატის საგარეო კომიტეტის მაღალჩინოსანს მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.

19 თებერვალი 2020, 22:32

მსოფლიო

იუტას შტატში მრავალცოლიანობისთვის სასჯელი შემსუბუქდა

შტატის კანონმდებლებმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. გადაწყვეტილების თანახმად, მრავალცოლიანობა ამიერიდან 750 დოლარის ჯარიმით და საზოგადოებრივი სამუშაოებით დაისჯება. აქამდე არსებული კანონმდებლობით, მრავალცოლიანობა თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.

19 თებერვალი 2020, 22:00

საქართველო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

„მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში“, - ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი შოთაძე

19 თებერვალი 2020, 21:44

საქართველო

„სილქნეტი“ - ირაკლი შოთაძისთვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით და კომპანია კმაყოფილი დარჩა

ირაკლი შოთაძეს „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 2019 წლის 15 თებერვლიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მან დატოვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა და მუშაობდა "სილქნეტში" 2020 წლის თებერვლამდე, - ამის შესახებ კომპანია „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

პრინცი ჰარი
მეგან მარკლი

19 თებერვალი 2020, 21:26

ტაბლოიდი

მედია: ელისაბედ მეორემ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენება აუკრძალა

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სავაჭრო მარკის Sussex Royal-ის თავიანთი პროექტებისთვის დარეგისტრირება სურდათ. გარდა ამისა, მათ საქველმოქმედო ორგანიზაციის Sussex Royal, The Foundation of the Duke and Duchess of Sussex (სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ფონდი) გახსნა ჰქონდათ დაგეგმილი.