imedi /  11 თებერვალი 2020, 23:47 / სანდო წყარო

ვახტანგ გომელაური: აპრილიდან არასრულწლოვნები კამერებით აღჭურვილ ოთახში გამოიკითხებიან

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური

აპრილიდან არასრულწლოვნების მიმართულებით შს სამინისტროს ქალაქის მთავარ სამმართველოში ცალკე სამმართველო ამოქმედდება, სადაც მოზარდები კამერებით აღჭურვილ ოთახში გამოიკითხებიან. ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “SVOT ანალიზში” სტუმრობისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან სამეთა სამინისტროში ბევრი ახალი პროექტი ხორციელდება, მათ შორის არასრულწლოვნებთან დაკავშირებითაც.

„დაანონსებული გვაქვს ახალი სამმართველოს შექმნა. ამ მიზნით ქალაქის სამმართველოში ფლიგელი რემონტდება და გამომძიებლები მხოლოდ არასრულწლოვნებზე იმუშავებენ. ვფიქრობთ, 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება სპეციალიზებული ოთახი, რომელიც ევროპული სტანდარტის შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით გაკეთდა. კამერით იქნება აღჭურვილი, რათა შემდეგ პრობლემა არ შეიქმნას. პირებს ეცნობებათ, რომ ოთახი კამერითაა აღჭურვილი და გადაღება ხდება. დაკითხვის პროცესში იქნებიან ოპერატიული თანამშრომლბი, გამომძიებლები, რომლებიც მხოლოდ მოზარდებზე იმუშავებენ. გვეყოლება ფსიქოლოგებიც. თუ მშობელი მოითხოვს, გააჩნია მოზარდის ასაკს, დაკითხვის, გამოკითხვის პროცესს ფსიქოლოგებიც დაესწრებიან. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც ჩვენ აქამდე არ გვქონდა, სამწუხაროდ, რაც მოხდა სირაძის შემთხვევაში. ამ პროექტის განხორციელება ბატონ გიორგი გახარიას დროს დაიწყო, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ჩვენ ვაგრძელებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2020, 16:26

მსოფლიო

კორონავირუსზე ეჭვის გამო ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კარანტინში იმყოფება

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას რუსული მედია ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

25 თებერვალი 2020, 16:23

ძალოვნები

სამტრედიასთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სამტრედიის შემოსასვლთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ.

ტენერიფე კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 16:23

მსოფლიო

ტენერიფეზე ერთ-ერთ სასტუმროში კორონავირუსის გამო 1000-მდე ადამიანია იზოლირებული

ესპანეთში, კუნძულ ტენერიფეზე, ქალაქ ადეხეს სასტუმრო H10 Costa Adeje Palace-ში კორონავირუსის გამო 1000-მდე ადამიანია იზოლირებული. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ტურისტების იზოლირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთი კვირის წინ ჩამოსულ იტალიის მოქალაქეს 24 თებერვალს კორონავირუსი აღმოუჩინეს.

25 თებერვალი 2020, 16:05

სპორტი

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალი გაიმართება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალი გაიმართება. ლონდონში, „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე „ჩელსი“ მიუნხენის „ბაიერნს“ მიიღებს. მასპინძლებს ჩემპიონთა ლიგაში ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, მიუნხენელებმა კი ლიგაზე ზედიზედ ექვსი თამაში მოიგეს.

არჩილ თალაკვაძე 
პაველ ვიზდალი

25 თებერვალი 2020, 15:55

საქართველო

არჩილ თალაკვაძე სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სლოვაკეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, პაველ ვიზდალს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ჰოსნი მუბარაქი

25 თებერვალი 2020, 15:50

მსოფლიო

ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი 91 წლისა გარდაიცვალა

ეგვიპტეს სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი კაიროში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

ირაკლი ჩიქოვანი

25 თებერვალი 2020, 15:33

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის სექტორში, რაც მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი

პრემიერ-მინისტრის გზავნილები ნათელია, საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის რეალური ისტორია აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა, „ვაშინგტონ თაიმსში“ გიორგი გახარიას სტატიის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო

25 თებერვალი 2020, 15:18

საქართველო

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიის ანალიზების პასუხები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სეზონური ვირუსი, H1N1 დაუდგინდა.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 15:17

საქართველო

დავით ზალკალიანი: ნატოს მომავალი წევრობისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს

ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველო, როგორც ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა, ყველაფერს ასრულებს და ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოს მომავალი წევრობისთვის - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

ტოივო კლაარი

25 თებერვალი 2020, 15:02

საქართველო

ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივა. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, ტოივო კლაარი ამ პოსტზე 2021 წლის 28 თებერვლამდე დარჩება.

25 თებერვალი 2020, 15:00

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კობა კობალაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სალომე ზურაბიშვილი

25 თებერვალი 2020, 14:55

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი: გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი

გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს მე, იმ ემიგრაციის წარმომადგენელი ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ სამართალმემკვიდრეები იმ გმირი იუნკრების, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიაში შეხვედრაზე.

25 თებერვალი 2020, 14:35

ძალოვნები

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია

თელავში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი უკიდია. ყარალაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. "ქრონიკის " ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი ჯგუფი მუშაობს და ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობს.

25 თებერვალი 2020, 14:33

საქართველო

თავდაცვის მინისტრმა იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაღუპული იუნკრები კიდევ ერთხელ გაიხსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

მკვლელობა

25 თებერვალი 2020, 14:31

ძალოვნები

ადვოკატი: დედისა და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძალადობის მსხვერპლია

„ამ ბავშვზე წლების განმავლობაში ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა. ეს გროვდებოდა და ძალიან მძიმედ იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება და განისაზღვრება მისი ფსიქიკური მდგომარეობა“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაკავებულის ადვოკატმა, თამარ გაჩეჩილაძემ განუცხადა.

ან ლინდე
დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 14:26

საქართველო

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

მინისტრებმა ისაუბრეს შვედეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე, ასევე სხვადასვხა საერთაშორისო ფორმატში წარმატებულ თანამშრომლობაზე. ზალკალიანმა ლინდეს გაეროს ფორმატებში წარდგენილი რეზოლუციების უწყვეტი მხარდაჭერისთვის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დამგმობი განცხადებებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2020, 14:25

საქართველო

გიორგი ვოლსკი: სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია

„პრემიერ-მინისტრი მართალია, რადგან საქართველოს, პატარა ქვეყანას სჭირდება, რომ ჰქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები. სხვა გარანტია, თუ არა ნატოს წევრობა, საქართველოს არ გააჩნია“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებული სტატიას გამოეხმაურა.

25 თებერვალი 2020, 14:24

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი გორის სამხედრო ბაზას ეწვია

დღევანდელ დღეს თავდაცვის შეიარაღებული ძალების ბაზაზე სალომე ზურაბიშვილმა გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის მუზეუმი გახსნა. ამ მუზეუმში ინახება კვინიკაძის ხანჯალი და შინდისის გმირების მუნდირები. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტმა ჯარისკაცებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა, სამხედროებმა კი სალომე ზურაბიშვილს სუვენირი აჩუქეს.

ფეზბურთის ფედერაცია

25 თებერვალი 2020, 14:18

სპორტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. მთავარ სიახლეს მეოთხე ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა წარმოადგენს, რის შემდეგაც ეს გათამაშება ორ წრედ ჩატარდება.

ტიტეცუ ვატანაბე

25 თებერვალი 2020, 14:09

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი კაცი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე მოხუცი მამაკაცი ტიტეცუ ვატანაბე 112 წლისა გარდაიცვალა. თებერვლის დასაწყისში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვერსიით, ის ოფიციალურად აღიარეს მსოფლიოში ყველაზე მოხუც კაცად. ტიტეცუ ვატანაბე 1907 წლის 5 მარტს ქალაქ ჯეცუში დაიბადა.