imedi /  11 თებერვალი 2020, 22:36 / სანდო წყარო

გიორგი მუჯირი: პირველკურსელმაც კი იცის, რომ მართლმსაჯულება საქმის სამ ინსტანციაში განხილვას უკავშირდება

გიორგი მუჯირი

გიორგი მუჯირი

იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ მართლმსაჯულების პროცესი დაკავშირებულია სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვასთან. აპელირება იმაზე, რომ გიგი უგულავა ორჯერ გასამართლდა, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ გიგი უგულავას საქმეზე ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე იქამდე, ვიდრე მესამე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება არ მიიღო, მართლმსაჯულება დასრულებული ვერ იქნებოდა. საქმე გვაქვს ერთი მართლმსაჯულების განხორციელებასთან, დაწყებული პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვიდან და დასრულებული საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განხილვით. ბოლო გადაწყვეტილება უკავშირდება სწორედ საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, განხორციელდა ერთი მართლმსაჯულება და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა იმაზე, მართლმსაჯულება ამ სისხლის სამართლის საქმეზე ორჯერ განხორციელდა.

რაც შეეხება მსჯავრდებას, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაიზიარეს გამოძიების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, უბრალოდ სასამართლომ არ გაიზიარა გამოძიების პოზიცია, რომ მსჯავრდებულთა ქმედებას გაფლანგვის კვალიფიკაცია მისცემოდა, და ამას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაცია მიეცა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება სასჯელის სახით ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ხოლო გაფლანგვა - 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ვინაიდან მათ ქმედებას მიენიჭა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაცია, პირველ და მეორე ინსტანციებში დაინიშნა მცირე ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი, ხოლო მესამე ინსტანციამ მიიღო კანონიერი და სწორი გადაწყვეტილება და დანიშნა სამართლიანი სასჯელი. ის სასჯელი, რომელიც უგულავამ უკვე მოიხადა, მას დანიშნული სასჯელის მოხდის ნაწილში ეთვლება.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2018 წლის დეკემბერში. 2019 წლის იანვარში ბრალდებამ ის გაასაჩივრა, მას შემდეგ საქმის განხილვა საკასაციოში მიმდინარეობდა. გამოძიების ეტაპი მიმდინარეობდა 2013-2014 წლებში, 2014 წლიდან მოყოლებული 2018 წლის ჩათვლით საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლო, 2018 წლიდან 2019 წლის იანვრამდე სააპელაციო სასამართლო იხილავდა, 2019 წლიდან ამ პერიოდამდე კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში მიმდინარეობდა“, - განაცხადა მუჯირმა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს.

ყველა სიახლე

პრინცი ჰარი და ჯონ ბონ ჯოვი

29 თებერვალი 2020, 12:25

კულტურა

პრინცმა ჰარიმ ჯონ ბონ ჯოვისთან ერთად სიმღერა ჩაწერა

მათ სიმღერა Unbroken შეასრულეს, რომელიც მუსიკოსმა სამხედრო ვეტერანების შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის To Be of Service 2019 წელს დაწერა. სინგლის პრემიერა მარტში, „უძლეველთა თამაშებზე“ შედგება. პრინცმა ჰარიმ და ჯონ ბონ ჯოვიმ სტუდია Abby Road-ში იმუშავა, ჩაწერამდე კი The Beatles-ის ცნობილი ფოტო გააცოცხლეს.

მიხეილ ჩხენკელი ჰუბერტ ქნირში

29 თებერვალი 2020, 12:22

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩთან განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს უმასპინძლა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის.

დონალდ ტრამპი

29 თებერვალი 2020, 12:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს მათი მორიგი ტრიუკია. „ახლა დემოკრატები კორონავირუსის თემის პოლიტიზებას შეუდგნენ. საერთოდ არაფერი ესმით. კორონავირუსი კი არა, თავიანთ ხმებს ვერ ითვლიან აიოვაში”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.

ლუქსემბურგი ტრანსპორტი

29 თებერვალი 2020, 11:55

მსოფლიო

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტობუსით, მატარებლითა და ტრამვაით მგზავრობისას ბილეთის შეძენა აღარაა საჭირო. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად 41 მილიონი ევრო დაუჯდება.

წვიმა ქოლგა ამინდი

29 თებერვალი 2020, 11:33

საქართველო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ხანძარი თეთრიწყლები

29 თებერვალი 2020, 11:22

ძალოვნები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძრის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში ხანძარის ლიკვიდაცია მესამე დღეა ვერ ხერხდება. ვითარებას ძლიერი ქარი აფერხებს, რის გამოც ხანძარსაწინაარმდეგო პროცესი 24-საათიანი რეჟიმში მიმდინარეობს. რთული რელიეფის გამო სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა ასვლას ვერ ახერხებს და ადგილზე მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მხოლოდ ცეცლმაქრებით ამუშავებენ.

ნათია თურნავა

29 თებერვალი 2020, 11:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს

„საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის კვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით გოგიჩაიშვილი

29 თებერვალი 2020, 11:12

საქართველო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახი სუსის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გოგიჩაიშვილის ოჯახი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. გოგიჩაიშვილის მამის განცხადებით, მის შვილს დანაშაული არ ჩაუდენია. „არანაირი განმარტება ჩვენთვის არ მოუციათ. რა ხდება, ჯერ არ ვიცით. ბორჯომში დაუკავებიათ ქრთამის აღებისთვის. ვისგან და რისთვის, არაფერი ვიცით“, - აცხადებს ბრალდებულის მამა დავით გოგიჩაიშვილი.

მარინა ეზუგბაია

29 თებერვალი 2020, 11:02

საქართველო

მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა

მარინა ეზუგბაია თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში შეკვეთილი სიუჟეტი გავიდა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.

სუსი ბექა ჯიჭონაია

29 თებერვალი 2020, 11:02

ძალოვნები

სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს.

Facebook

29 თებერვალი 2020, 10:51

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3D ფოტოების შექმნის ფუნქცია იაფფასიან სმარტფონებზეც აამოქმედა

Facebook-მა ეს ფუნქცია ჯერ კიდე 2018 წელს აამოქმედა, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ ორკამერიანი სმარტფონების მფლობელებს შეეძლოთ. ახლა კი კომპანიაში აცხადებენ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ფოტოს სამგანზომილებიან გამოსახულებად გადაქცევა იქნება შესაძლებელი.

Google

29 თებერვალი 2020, 10:23

მსოფლიო

თანამშრომლის კორონავირუსით დაავადების შემდეგ Google-მა საერთაშორისო მივლინებები შეზღუდა

„ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, - განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

29 თებერვალი 2020, 10:08

ძალოვნები

დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში უკრაინის მოქალაქე დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ნადირობა

29 თებერვალი 2020, 10:02

ძალოვნები

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

29 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება, 1-ლი მარტიდან კი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ნადირობის სეზონის დასრულებისთანავე მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით.

დაკავება

29 თებერვალი 2020, 09:56

ძალოვნები

ყოფილ მეუღლისთვის სიცოცხლის მოსპობით მუქარის ბრალდებით დუშეთში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.

დუდლი 29 თებერვალი

29 თებერვალი 2020, 09:48

ტექნოლოგიები

Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა

საძიებო სისტემა Google-მა 29 თებერვალს სპეციალური დუდლი მიუძღვნა. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე განთავსებულია წარწერა, რომელიც ციფრებს 28, 29 და 1-ს შეიცავს. ასე Google-ში ხაზს უსვამენ, რომ 29 თებერვალი კალენდარული თვისა და ზამთრის ბოლო დღეა.

საბერძნეთი თურქეთი

29 თებერვალი 2020, 09:29

მსოფლიო

მედია: საბერძნეთმა ნატოში თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას ვეტო დაადო

ნატოში საბერძნეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ვეტო დაადო თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ალიანსის წევრმა ქვეყნებმა იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ბერძნული მედია ავრცელებს.

სლოვაკეთი არჩევნები

29 თებერვალი 2020, 09:16

მსოფლიო

სლოვაკეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

სლოვაკეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 5,4-მილიონიან ქვეყანაში ხმის მიცემის უფლებით 4,4 მილიონი ადამიანი სარგებლობს. არჩევნებში 24 პარტია მონაწილეობს. 150-ადგილიან პარლამენტში მოსახვედრად მათ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

29 თებერვალი 2020, 09:08

საქართველო

ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

არსებული ინფორმაციით, მას გულ-მკერდის და მუცლის არეში ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

კორონავირუსი ქუთაისის აეროპორტი

29 თებერვალი 2020, 08:55

საქართველო

ქუთაისის აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება გრძელდება. სამედიცინო კონტროლი გაიარეს სალონიკისა და რიგის ავიარეისებით ჩამოსულმა მგზავრებმა. მათი თქმით, ექიმებმა ტემპერატურა გაუზომეს და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ დაუფიქსირდათ.