imedi /  12 თებერვალი 2020, 09:51 / სანდო წყარო

შვილის გაყიდვის ფაქტზე დედა და კიდევ 6 ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის-ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი ადამიანი დააკავეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ-ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის.

ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით" - აცხადებენ უწყებაში.

საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე ადამიანი დააკავა, ხოლო ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

26 თებერვალი 2020, 21:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში სულ მცირე, 30 მილიონის ზარალს განიცდის

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვით ტურიზმი თვეში, სულ მცირე, 30-ი მილიონის ზარალს განიცდის. თუმცა, როგორც ნათია თურნავა აცხადებს, მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა.

26 თებერვალი 2020, 09:45

ძალოვნები

ფინანსთა სამინისტროს საგამმოძიებო სამსახურმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებაზე ორი კომპანიიის ხელმძღვანელი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა

აჭარის ტელევიზია

26 თებერვალი 2020, 09:36

საქართველო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაფიცვის გადაწყვეტილებას ძალაში ტოვებს. ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირი მოთხოვნების დოკუმენტზე მუშაობს და მენეჯმენტს ოფიციალურად დღეს მიმართავს.

ტოდ უოლტერსი

26 თებერვალი 2020, 09:24

საქართველო

ტოდ უოლტერსი: საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ს მტკიცე პარტნიორია

საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორია. ამის შესახებ საუბარია ანგარიშში, რომელიც ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს ევროპაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურმა ტოდ უოლტერსმა წარუდგინა.

თამბაქო

26 თებერვალი 2020, 09:18

საქართველო

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თუთუნის დაფასოების სტანდარტზე იმსჯელებს

პარლამენტში დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის მთავარი განსახილველი თემა თამბაქოს კონტროლი იქნება. გურამ მაჭარაშვილისა და გოგა გულორდავას ინიციატივა თუთუნის დაფასოების სტანდარტის დაწევას გულისხმობს. დეპუტატები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ ეს ცვლილება თამბაქოს ფასის ზრდას არ გამოიწვევს.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2020, 08:48

საქართველო

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია - ამის შესახებ „ქრონიკას“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

მარინა ჩოლოიანი

26 თებერვალი 2020, 08:35

ძალოვნები

საქალაქო სასამართლოში მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესი გაიმართება. დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. შესაძლოა წინასასამართლო სხდომის მსგავსად, მარიანა ჩოლოიანი სასამართლოში ამჯერადაც ვერ გამოცხადდეს, რადგან გვიან ღამით ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

მარინა ჩოლოიანი

26 თებერვალი 2020, 08:30

ძალოვნები

ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გამომძიებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 25 თებერვალს, 22:33 სთ-ზე ბრალდებული მ.ჩ. N5 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაიყვანეს მუცლის არეში ტკივილის მიზეზით. კლინიკაში ბრალდებულს გაუკეთდა სისხლის საერთო ანალიზი, ასევე მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა და მუცლის ღრუს ექოსკოპია.

დავიით ზალკალიანი

26 თებერვალი 2020, 08:12

ძალოვნები

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ჩატარების ადგილი დღეს გახდება ცნობილი

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

ამინდი

26 თებერვალი 2020, 08:05

საქართველო

საქართველოში დღეს უნალექო ამინდი იქნება

დღეისთვის საქართველოს ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შემომავალი ცივი, ხოლო სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედების შედეგად. ამიტომ როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.

26 თებერვალი 2020, 07:57

მსოფლიო

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფატალურმა ვირუსმა ქვეყანაში 52 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 406 ახალი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2715 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78064-ს აღწევს.

თუთიყუში

26 თებერვალი 2020, 00:55

ტაბლოიდი

მოლაპარაკე თუთიყუშმა სახლის მძინარე ბინადრებს ხანძრის შესახებ შეატყობინა 🦜

აშშ-ში მოლაპარაკე თუთიყუშმა სახლის ბინადრებს ხანძრის შესახებ ამცნო და სიკვდილისგან იხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს. ინციდენტი ტენესის შტატში 3 თებერვალს მოხდა. 63 წლის ბარბარა კლაინი, მისი 61 წლის მეუღლე ლარი და 6 წლის შვილიშვილი კეიტლინი თუთიყუშის ხმამ გააღვიძა, რომელიც „ხანძარია, ხანძარიას“ ყვიროდა.

მელანია ტრამპი

26 თებერვალი 2020, 00:38

ტაბლოიდი

მელანია ტრამპი დელიში „ბედნიერების გაკვეთილს“ დაესწრო

ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი დელიში სკოლას ეწვია და „ბედნიერების გაკვეთილს“ დაესწრო. სკოლაში ვიზიტის დროს მელანია ტრამპს შუბლზე ტილაკა ჰქონდა დატანილი. პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და ინდოელ ხალხს თბილი დახვედრისთვის.

პოლიციის ხაზი

26 თებერვალი 2020, 00:38

ძალოვნები

თბილისში ავარიის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა

„ტოიოტა პრიუსი“ ქვეითს შეეჯახა. შედეგად 40 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.​

ჯორჯ ჰუდი პლანკა რეკორდი

26 თებერვალი 2020, 00:30

სპორტი

62 წლის ამერიკელმა პლანკის სავარჯიშოს შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ჯორჯ ჰუდის შედეგმა 8 საათი, 15 წუთი და 15 წამი შეედგინა. მან 2016 წელს, ჩინელი მაო ვეიდონის რეკორდი ერთი წუთით გააუმჯობესა. 62 წლის ჰუდის თქმით, მზადების პროცესში ის პლანკის ვარჯიშს 2 100 საათის განმავლობაში ასრულებდა.

ნინო ბურჯანაძე

26 თებერვალი 2020, 00:24

საქართველო

ნინო ბურჯანაძე აშშ-ის საელჩოში ვახშამზე: ეს იყო ხედვების და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა

„ამ მიმართულებით აზრთა გაცვლა-გამოცვლას ჰქონდა პოზიტიური მნიშვნელობა. იმისათვის რომ შევჯერებულიყავით ან დათმობა ყოფილიყო, მაგისთვის მოლაპარაკება და რაუნდი უნდა ყოფილიყო. ეს არ იყო მოლაპარაკების რაუნდი. ეს იყო ხედვების და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა და მცდელობა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს ნაპოვნი", - განაცხადა ბურჯანაძემ.

The High Republic ვარსკვლავური ომები

26 თებერვალი 2020, 00:17

კულტურა

Disney-მ „ვარსკვლავური ომების“ ახალი ეპოქა წარადგინა

ვიდეოში აღნიშნულია, რომ ახალ პროექტში მოვლენები პროკველების ტრილოგიამდე 200 წლით ადრე განვითარდება, შესაბამისად ავტორებს მეტი შემოქმედებითი თავისუფლება ექნებათ, რადგან სქაიუოკერების ოჯახის შესახებ გამოსულ ფილმებზე დაყრდნობა არ მოუწევთ.

თორნიკე რიჟვაძე

26 თებერვალი 2020, 00:17

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: მომდევნო 5 წლის განმავლობაში აჭარაში წყალმომარაგებაზე 110 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება

აჭარაში ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები 5 წლის განმავლობაში განხორციელდება, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „SWOT ანალიზში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ყურადღება გაზიფიკაციას, წყალმომარაგებასა და გზებს დაეთმობა.

თორნიკე რიჟვაძე

26 თებერვალი 2020, 00:14

ეკონომიკა

თორნიკე რიჟვაძე: უახლოეს 4-5 წელიწადში აჭარა ოთხ სეზონზე დატვირთული ტურისტული მიმართულება უნდა გახდეს

თავისი სტრატეგიული მდებარეობით ბათუმი და მთელი რეგიონი ერთგვარი კარიბჭის ფუნქციას ასრულებს და როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ტურისტული კუთხით ეს დიდ უპირატესობას გვაძლევს. უახლოესი 4-5 წლის განმავლობაში აჭარა ოთხ სეზონზე დატვირთული ტურისტული მიმართულება უნდა გახდეს, - ამის შესახებ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

დავით უსუფაშვილი

26 თებერვალი 2020, 00:11

საქართველო

დავით უსუფაშვილი: ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული პრობლემები, რაც საარჩევნო სისტემის ირგვლივ არსებობს

„ლელოს“ წარმომადგენლის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას უკეთ აქვს გააზრებული შექმნილი ვითარება და პრობლემები, რაც საარჩევნო სისტემის ირგვლივ არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა აშშ-ის ელჩის მოადგილის, ელიზაბეთ რუდის მიერ ორგანიზებული ვახშმის შემდეგ, რომელსაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.