imedi /  20 ივლისი 2017, 14:29 / სანდო წყარო

შს მინისტრმა მუხტარლის საქმის გამოძიების შუალედური დასკვნა წარმოადგინა

გიორგი მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრმა აფგან მუხტარლის საქმეზე განცხადება გააკეთა. მან წარმოადგინა შუალედური ინფორმაცია მუხტარლის საქმეზე. გიორგი მღებრიშვილის თქმით, 30 მაისს აფგან მუხტარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მუხტარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ამ საქმეზე გატარდა საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ამოღებულია სათვალთვალო კამერის მასალები.

„ნიკოლოზ ბარათაშვილის 2 ნომერში სახელმწიფო ელექტროსისტემის ობიექტის ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ პიროვნება თეთრ მაისურში - სავარაუდოდ, აფგან მუხტარლი - ნომერ 4 სამარშრუტო მიკროავტობუსში ჯდება. ამ სამარშრუტო ხაზის ყველა მძღოლი და მგზავრები გამოიკითხნენ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. ამ მიდამოებში გამოიკითხნენ გარე მოვაჭრეები, ტაქსის მძღოლები, დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმა განმარტეს, რომ 29 მაისს არ დაუნახავთ ვინმეს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ან ძალადობის ფაქტი. ამასთან, 4 ობიქეტიდან ამოღებული მასალიდან, რომელიც მუხტარლის სახლის მიდამოებში მდებარეობს, მოცემულ პერიოდებში აფგან მუხტარლი არ ფიქსირდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გამოძიების მიერ აზერბაიჯანის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხტარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე, ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ.

”აფგან მუხტარლის და ლეილა მუსტაფაევას ადვოკატი გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მას მიეცა ამოღებული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების საშუალება”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ საქმეზე სასაზღვრო სამსახური თანამშრომლებიც გამოკითხნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ 29 მაისს, ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღში არსებულ სასაზღვრო ზოლში, რაიმე სახის ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მღებრიშვილის განცხადებით, საქმეზე 343 მოწმე დაიკითხა.

„სასამართლო განჩინებით შპს „მაგთიკომიდან“ გამოძიებამ გამოითხოვა 2017 წლის 25 მაისდან 30 მაისის ჩათვლით აფგან მუხტარლის მფლობელობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, ასევე ინფორმაცია ტელეფონის ე.წ. IMEI კოდებისა და მომსახურე ანძების თაობაზე. გამოძიების მიერ აზერბაიჯანის შესაბამისი ორგანოებს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის მიზნით გაეგზავნათ შუამდგომლობა მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვისა და აფგან მუხტარლის დეტალური დაკითხვის თაობაზე. ასევე ეთხოვათ დაკითხვის დროს ქართული მხარის დასწრების შესახებ“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები ()

არქივი

22 ოქტომბერი 2017, 21:03

არჩევნები 2017

წინასწარი მონაცემებით, მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ამ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმების 49.76% მიიღო, მეორე ადგილზე კი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა, რომელსაც 35.81% აქვს.

22 ოქტომბერი 2017, 20:59

მსოფლიო

ბერლინში რასიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე, რომელიც 24 დეკემბერს გაიმართება, დემონსტრანტებმა პოლიტიკოსებს გზავნილები გაუგზავნეს. მათი თქმით, ისინი ბუნდესტაგში რასისტულ ლოზუნგებს არ დაუშვებენ.

22 ოქტომბერი 2017, 20:48

კულტურა

კომიკოსი ბენი ჰილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

1980-იანი წლების პანკ-ვარსკვლავი, მომღერალი და მსახიობი ჰეიზელ ო'კონორი კომიკოს ბენი ჰილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ო'კონორი ამბობს, რომ სანამ პოპულარული გახდებოდა, ბენი ჰილმა სამსახურის სანაცვლოდ "სექსუალური მომსახურება" შესთავაზა.

22 ოქტომბერი 2017, 20:36

არჩევნები 2017

ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში წინასწარი მონაცემები შეაჯამეს

ამ დროის მონაცემებით ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა ლიდერობს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, რომელმაც ხმების 48.67 % მოიპოვა. მეორე ადგილს 27.04 %-ით ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იკავებს.

22 ოქტომბერი 2017, 20:21

მსოფლიო

ტოკიოს ტაიფუნი უახლოვდება

იაპონიის სამხრეთ სანაპიროს ტაიფუნი "ლან"-ი დაატყდა თავს. არიან დაშავებულებიც. ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებაც, თუმცა ჯერ დაუდასტურებელია. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.

22 ოქტომბერი 2017, 20:19

არჩევნები 2017

ფოთში ოპოზიცია არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები 31-ე უბნის თავმჯდომარეს საარჩევნო ყუთში 100-მდე ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც ადრესატი აბსურდულს უწოდებს. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები.

22 ოქტომბერი 2017, 20:08

მსოფლიო

ავღანეთში "თალიბანის" 9 საველე მეთაური მოკლეს

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნანგარჰარის პროვინიაში ამერიკული გამანადგურებლის მიერ განხორციელებულ იერიშს 40-ზე მეტი რადიკალი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიადარტყმის სამიზნე ექსტრემალების საწვრთნელი ბაზა იყო.

22 ოქტომბერი 2017, 20:00

არჩევნები 2017

აბაშაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ლევან მაკალათია ლიდერობს

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ბოლო ოფიციალური მონაცემებით, აბაშაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ლევან მაკალათა ლიდერობს. მან ხმათა 65.02% მიიღო.

22 ოქტომბერი 2017, 19:53

არჩევნები 2017

ცესკო: ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლით მეჭიაურს 49.97%, ოცნების კანდიდატს 50.03% აქვს

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, თიანეთში ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა, რის შედეგადაც თამაზ მეჭაურს ხმათა 49.97%, ხოლო ქართული ოცნების მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 50.03% აქვს.

22 ოქტომბერი 2017, 19:34

ვიდეო

ბარსელონაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გრძელდება

22 ოქტომბერი 2017, 19:34

ძალოვნები

ყვარელში გარდაცვლილი გოგოს მაზლმა თვითმკვლელობა სცადა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, რამდენიმე დღის წინ სუიციდით გარდაცვლილი 24 წლის გოგოს მაზლმა თვითმკვლელობა სცადა. 40 წლის კაცი მეზობელმა მაშინ გადაარჩინა, როცა ის უკვე უგონო მდგომარეობაში იყო.

22 ოქტომბერი 2017, 19:24

მსოფლიო

ინგლისში შეირაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ინგლისში, უორკშირის საგრაფოში მდებარე ქალაქ ნანიტონში შეიერაღებულმა პირმა ბოულინგ-ცენტრში მძევლები აიყვნა. მედიის ცნობით, ბოროტმოქმედი დანით არის შეიარაღებული. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

22 ოქტომბერი 2017, 19:17

ვიდეო

როგორ შეაფასეს არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა?

22 ოქტომბერი 2017, 19:15

ვიდეო

დავით უსუფაშვილი: გუშუნდელმა დღემ დაგვარწმუნა, რომ შენების დროა

22 ოქტომბერი 2017, 19:11

არჩევნები 2017

ჯოზეფ სმიტი ქუჩებს საკუთარი საარჩევნო პლაკატებისგან ასუფთავებს

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, რომელმაც არჩევნებში (ამ დროის მონაცემებით) 14.04% დააგროვა, თავისი საარჩევნო პლაკატებისგან საბურთალოს ქუჩებს ასუფთავებს. ის მოუწოდებს ყველას, დროულად მოხსნან თავიანთი საარჩევნო პოსტერები.

22 ოქტომბერი 2017, 19:10

ვიდეო

კახა კალაძე: ჩვენი მუშაობის შედეგს მალე შეიგრძნობს თითოეული თბილისელი

22 ოქტომბერი 2017, 18:56

საქართველო

პატრიოტთა ალიანსი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს

თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა, პატრიოტთა ალიანსი კი ახალ საპროტესტო აქციებს აანონსებს. პარტიის წევრის გოჩა თევდორაძის განცხადებით, "პატრიოტები" 29 ოქტომბერს ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ და შიმშილობასაც გააგრძელებენ.

22 ოქტომბერი 2017, 18:53

კულტურა

ტიტანიკის ერთ-ერთი მგზავრის წერილი აუქციონზე გაიყიდა

ლოტი 166 ათასს ამერიკულ დოლარად გაიყიდა. უცნობია, თუ ვინ გახდა წერილის ახალი მფლობელი. წერილი 1912 წლის 13 აპრილით, ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე, თარიღდება და მისი ავტორი პირველი კლასის მგზავრი ალექსანდრე ოსკარ ჰოლვერსონია.

22 ოქტომბერი 2017, 18:46

არჩევნები 2017

ცესკომ ამ დროისთვის არსებული მონაცემები გამოაქვეყნა

ცესკოს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 6 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ.

22 ოქტომბერი 2017, 18:43

არჩევნები 2017

ზუგდიდში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ლიდერობს

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, 107 (ანუ ყველა) უბნის მონაცემები დათვლილი და შედეგად ზუგდიდის მერის არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა ლაშა გოგიამ გაიმარჯვა. მან ხმათა 54.7% მიიღო.