imedi /  07 აგვისტო 2017, 15:45 / სანდო წყარო

მერაბ ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

მერაბ ღოღობერიძე

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული მერაბ ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ მოსამართლე დავით მამისეიშვლმა განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში განისაზღვრება მისი შემდეგი მკურნალობის საკითხი.

ამ წუთებში სასამართლო მერაბ ღოღობერიძის შუამდგომლობას განიხილავს, რომელიც აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლას შეეხება. შესვენების დროს ღოღობერიძესთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფებოდა, სწორედ მათ გადაიყვანეს ის კლინიკა "მედინაში". 

პროცესზე იმყოფება ირაკლი ჩხვირკიაც.

სასამართლო პროცესზე დღეს მოწმეების დაკითხვა იგეგმება. ბრალდების მხარეს 9 პირი ჰყავს მოყვანილი, მათ შორის საქმის გამომძიებლებიც არიან. ისინი მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრებენ. 

მერაბ ღოღობერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით პროცესზე ორჯერ არ გამოცხადდა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია მისმა დამცველებმა სასამართლოს წინა სხდომაზე ვერ წარუდგინეს.

ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები ()

არქივი

19 ოქტომბერი 2017, 18:25

კულტურა

ელენე ნავერიანის ფილმი პორტუს კინოფესტივალის გამარჯვებულია

ფილმის გმირი აპრილია (ხატია ნოზაძე), ახალგაზრდა მეძავი. ერთ ღამეს, ის ნიგერიელ დიჯეის (დანიელ ჩინედუ ონვუკა) გაიცნობს, რომელიც სხვა ცხოვრების ძიებაში, ჯორჯიაში მიდიოდა. თუმცა, ამერიკის შტატის ჯორჯიის მაგივრად, თბილისში, საქართველოში ჩამოდის.

19 ოქტომბერი 2017, 18:24

ვიდეო

ვახტანგ ასათაშვილი: გუდაურში ინფრასტრუქტურის მხრივ განსაკუთრებულ განვითრებას ვერ ვხედავ

19 ოქტომბერი 2017, 18:23

ძალოვნები

შეიარაღებულ ძალებში საკალათბურთო ტურნირი გაიმართა

ფინალში ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდმა გენერალური შტაბის გუნდი ანგარიშით 34:19 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვება მოიპოვა. მესამე ადგილი კი, სამხედრო პოლიციის გუნდს ხვდა წილად.

19 ოქტომბერი 2017, 18:19

ეკონომიკა

თემურ ჭყონიას პანორამა თბილისისთვის მიწის 1 ლარად გადაცემა არ მოსწონს

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას „პანორამა თბილისისთვის“ მიწის ერთ ლარად გადაცემა არ მოსწონს. ბიზნესმენი პროექტს ქველმოქმედებისა და ბიზნესის შერეულ ვერსიას უწოდებს და ამბობს, რომ ერთი ლარი ძალიან იაფია.

19 ოქტომბერი 2017, 18:11

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრომ ამერიკის სავაჭრო-საინვესტიციო მისიას უმასპინძლა

შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე აშშ-ს კომერციის დეპარტამენტისა და უცხოური საინვესტიციო კორპორაციების დაახლოებით 30 წარმომადგენელი დაესწრო.

19 ოქტომბერი 2017, 18:06

საქართველო

პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. მიუხედავად ამისა, მარგველაშვილის თქმით, ის ხელს აწერს კონსტიტუციას.

19 ოქტომბერი 2017, 18:05

ეკონომიკა

ქართული პროდუქცია ბერლინში გამოიფინება

ასევე მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართულიღვინის სახეობებს და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულტრადიციულ მეთოდს.

19 ოქტომბერი 2017, 18:05

ტაბლოიდი

Playboy-ს ყდაზე ჰიუ ჰეფნერის ფოტო დაიბეჭდა

ჟურნალ Playboy-ს ახალი ნომრის ყდაზე მისი დამაარსებლის ჰიუ ჰეფნერის ფოტო დაიბეჭდა. ჟურნალ People-ს ცნობით, ჰეფნერი პირველი ადამიანი გახდა Playboy-ს ისტორიაში, რომელიც ყდაზე სექსუალური პარტნიორის გარეშე დაიბეჭდა.

19 ოქტომბერი 2017, 18:00

ეკონომიკა

პრემიერმინისტრმა აშშ-ის სავაჭრო მისიასთან შეხვედრა გამართა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-საინვესტიციო მისიას, რომელიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს სწავლობს, არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ეკონომიკური მიმართულებით არსებული დინამიკა გააცნო.

19 ოქტომბერი 2017, 17:52

საქართველო

აზიური ფაროსანა დიდუბის მეტროში შენიშნეს

სურსათის ეროვნულის ააგენტო აქამდე იტყობინებოდა, რომ აზიური ფაროსანა თბილისში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვაკის პარკში შენიშნეს. თუმცა, დღეს მგზავრებმა ეს მწერი დიდუბის მეტროშიც ნახეს. ფაროსანას განადგურება მათ ფეხით გადაწყვიტეს.

19 ოქტომბერი 2017, 17:41

საქართველო

ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანი აკვრაშიც საუკეთესო იყო და აქაც პირველი ადგილის მფლობელი გახდა.შესაბამისად ორჭიდის ჯამში კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიც დაიმსახურა.

19 ოქტომბერი 2017, 17:35

ეკონომიკა

ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში მძიმე მრეწველობის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვეს

საპარტნიორო ფონდმა შანხაის უმსხვილესი კომპანია Shanghai Zhenhua International Group Company Limited-ის (ZPMC) აღმასრულებელი პრეზიდენტი ალან იეს და კომპანია China Communications Construction Company-ის (CCCC)-ის ხელმძღვანელობას უმასპინძლა.

19 ოქტომბერი 2017, 17:33

ტექნოლოგიები

Facebook-ი ახალ ნიუსფიდს ტესტავს

Facebook-ს მეორე "ნიუსფიდი" დაემატა, სადაც მომხმარებლები მათთვის საინტერესო თემებზე პოპულარულ სტატიებს, ვიდეოებსა და ფოტოებს ნახავენ. მისი გამოყენება სოციალური ქსელის შეზღუდული რაოდენობის მომხარებლებს შეუძლიათ მხოლოდ, ვინაიდან სიახლე ჯერ იტესტება.

19 ოქტომბერი 2017, 17:22

ძალოვნები

გორში ნაპოვნი პოლიციელის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

გორში ნაპოვნი პოლიციელის ცხედარი პროზექტურაში უკვე. ჯერ-ჯერობით, მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას აგრძელებენ.

19 ოქტომბერი 2017, 17:17

მსოფლიო

H&M-მა 60 ტონა ტანსაცმელი დაწვა

თუ ეს მონაცემები დადასტურდება, ძლიერი დარტყმა იქნება კომპანიის იმიჯისთვის, რომელიც მრავალი წელია გამოდის უსარგებლო ნივთების სწორი უტილიზაციისათვის. ის ასევე სხვადასხვა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების სახით ძველ ტანსაცმელს გზავნის.

19 ოქტომბერი 2017, 17:17

საქართველო

დღეს საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩები გაიმართა

დღეს საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე “ლოკომოტივი“ “საბურთალოს“ შეხვდა. ეს გუნდები მიმდინარე სეზონში მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს და წინა სამ შემთხვევაში გამარჯვება საბურთალომ მოიპოვა.

19 ოქტომბერი 2017, 17:12

ტაბლოიდი

ინტერნეტში მსჯელობენ საიდან გაჩნდა მანქანა, რომელმაც ავარია გამოიწვია. ვიდეო

Facebook-ზე აქტიურად მსჯელობენ უცნაური საგზაო შემთხვევის შესახებ.ვიდეო ერთ-ერთი მძღოლის ავტომობილში დაყენებული კამერით არის გადაღებული. Facebook-ის მომხმარებლებმა ვერაფრით გაარკვიეს, საიდან გაჩნდა მანქანა, რომელსაც თეთრმა ავტომობილმა დაარტყა.

19 ოქტომბერი 2017, 16:58

კულტურა

ლეონარდო და ვინჩის "სამყაროს მხსნელი" Christie’s-ს აუქციონზე გაიყიდება

„სამყაროს მხსნელი“ ლეონარდო და ვინჩის ერთადერთი ნაშრომია, რომელიც კერძო კოლექციაშია. ნოემბერში ის Christie’s აუქციონზე გაიყიდება. მისი საწყისი ფასი 100 მილიონი დოლარია. ის მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ტილოა.

19 ოქტომბერი 2017, 16:56

არჩევნები 2017

ჩუგოშვილი: დიპლომატებს საარჩევნო გარემოზე წუხილები და შენიშვნები არ აქვთ

"საარჩევნო გარემოზე არჩევნებამდე საბოლოო შეეხვედრა გვქონდა დამკვირვებელთან. რა თქმა უნდა საარჩევნო გარემოზე მივაწოდეთ ინფორმაცია. გავაკეთეთ აქცენტი პოზიტიურ გარემოზე. პრაქტიკულად არ ყოფილა წუხილები და შენიშვნები, რაც მისასალმებელია"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

19 ოქტომბერი 2017, 16:53

მსოფლიო

კვლევა: ამერიკელები ჩრდილოეთ კორეას ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ

გამოკითხვების მიხედვით გაირკვა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ივლისის თვის შემდეგ 13 პროცენტით გაიზარდა. ივლისში ეს მაჩვენებლი მხოლოდ 41% იყო, ხოლო ახლა 54%-მდე გაიზარდა.