imedi /  10 აგვისტო 2017, 11:47 / სანდო წყარო

თემურ ჯანაშია: დოქტორ დოტის დაკითხვაზე ინფორმაცია ღადაობაა

თემურ ჯანაშია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დაწყებამდე, რომელიც ე.წ. პიჯაკების საქმეს შეეხება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშიამ მასაჟისტ დოროტი შტაინის იგივე დოქტორ დოტის შესახებ განცხადება გააკეთა.

თემურ ჯანაშია ამ საკითხზე მოწმის დაკითხვას "ღადაობას" უწოდებს.

"დოქტორ დოტის დაკითხვაზე ინფორმაცია საერთოდ "ღადაობაა". დოქტორ დოტიზე მასალები საერთოდ არ არის. მისი ხარჯი საერთოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს არ გაუწევია. ეს ინფორმაცია შავი პიარისთვისაა. დოქტორ დოტი იყო ჩამოსული თბილისში და ეს მოგზაურობა ადმინისტრაციამ დააფინანსა. ბრალდება ხმამაღლა რომ წაიკითხო, შეიძლება "გააცინე და მოიგეში" 2 ათასი ლარი მოიგო. იქ წერია, რომ დოქტორი დოტის ჩამოსვლა რადგან საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამიტომ დაადო პრეზიდენტმა გრიფი მსგავს ხარჯებს და ამით გაიფლანგა თანხები",- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მის დაცვის წევრს დაკითხავენ, რომელიც საქართველოში მასაჟისტ დოროტი შტაინს, იგივე დოქტორ დოტის დახვდა. პროკურორი ნათია სონღულაშვილი აცხადებს, რომ მოწმე დოტის საქართველოში მოგზაურობისას სააკაშვილის მიერ სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას დაადასტურებს. 

2009 წლის დასაწყისში, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ახალგაზრდა მასაჟისტი ქალი ჩამოიყვანა. პრეზიდენტთან ვიზიტის შესახებ დოქტორ დოტიმ ინფორმაცია მოგვიანებით საკუთარ ბლოგზე გაავრცელა. საქართველოში ამ ფაქტს ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ სააკაშვილმა ახალგაზრდა ქალი საკუთარი საჭიროებებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე დაიქირავა და ის ქვეყანაში პრეზიდენტის თვითმფრინავით ჩამოიყვანა. მაშინ საქართველოს სახელმწიფო კანცელარია დოქტორ დოტის შესახებ გავრცელებულ ყველა ჭორს უარყოფდა და აცხადებდა, რომ პრეზიდენტს უფლება ჰქონდა ამ სამედიცინო მომსახურებით ესარგებლა. მასაჟისტის საქმე პრესაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ერთ-ერთ "ღირშესანიშნაობად" მოინათლა.

კომენტარები ()

არქივი

19 ოქტომბერი 2017, 18:06

საქართველო

პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ხელი მოაწერა

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. მიუხედავად ამისა, მარგველაშვილის თქმით, ის ხელს აწერს კონსტიტუციას.

19 ოქტომბერი 2017, 18:05

ეკონომიკა

ქართული პროდუქცია ბერლინში გამოიფინება

ასევე მოეწყობა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართულიღვინის სახეობებს და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულტრადიციულ მეთოდს.

19 ოქტომბერი 2017, 18:05

ტაბლოიდი

Playboy-ს ყდაზე ჰიუ ჰეფნერის ფოტო დაიბეჭდა

ჟურნალ Playboy-ს ახალი ნომრის ყდაზე მისი დამაარსებლის ჰიუ ჰეფნერის ფოტო დაიბეჭდა. ჟურნალ People-ს ცნობით, ჰეფნერი პირველი ადამიანი გახდა Playboy-ს ისტორიაში, რომელიც ყდაზე სექსუალური პარტნიორის გარეშე დაიბეჭდა.

19 ოქტომბერი 2017, 17:52

საქართველო

აზიური ფაროსანა დიდუბის მეტროში შენიშნეს

სურსათის ეროვნულის ააგენტო აქამდე იტყობინებოდა, რომ აზიური ფაროსანა თბილისში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვაკის პარკში შენიშნეს. თუმცა, დღეს მგზავრებმა ეს მწერი დიდუბის მეტროშიც ნახეს. ფაროსანას განადგურება მათ ფეხით გადაწყვიტეს.

19 ოქტომბერი 2017, 17:41

საქართველო

ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანი აკვრაშიც საუკეთესო იყო და აქაც პირველი ადგილის მფლობელი გახდა.შესაბამისად ორჭიდის ჯამში კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიც დაიმსახურა.

19 ოქტომბერი 2017, 17:35

ეკონომიკა

ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში მძიმე მრეწველობის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვეს

საპარტნიორო ფონდმა შანხაის უმსხვილესი კომპანია Shanghai Zhenhua International Group Company Limited-ის (ZPMC) აღმასრულებელი პრეზიდენტი ალან იეს და კომპანია China Communications Construction Company-ის (CCCC)-ის ხელმძღვანელობას უმასპინძლა.

19 ოქტომბერი 2017, 17:33

ტექნოლოგიები

Facebook-ი ახალ ნიუსფიდს ტესტავს

Facebook-ს მეორე "ნიუსფიდი" დაემატა, სადაც მომხმარებლები მათთვის საინტერესო თემებზე პოპულარულ სტატიებს, ვიდეოებსა და ფოტოებს ნახავენ. მისი გამოყენება სოციალური ქსელის შეზღუდული რაოდენობის მომხარებლებს შეუძლიათ მხოლოდ, ვინაიდან სიახლე ჯერ იტესტება.

19 ოქტომბერი 2017, 17:22

ძალოვნები

გორში ნაპოვნი პოლიციელის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს

გორში ნაპოვნი პოლიციელის ცხედარი პროზექტურაში უკვე. ჯერ-ჯერობით, მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას აგრძელებენ.

19 ოქტომბერი 2017, 17:17

მსოფლიო

H&M-მა 60 ტონა ტანსაცმელი დაწვა

თუ ეს მონაცემები დადასტურდება, ძლიერი დარტყმა იქნება კომპანიის იმიჯისთვის, რომელიც მრავალი წელია გამოდის უსარგებლო ნივთების სწორი უტილიზაციისათვის. ის ასევე სხვადასხვა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების სახით ძველ ტანსაცმელს გზავნის.

19 ოქტომბერი 2017, 17:17

საქართველო

დღეს საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩები გაიმართა

დღეს საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე “ლოკომოტივი“ “საბურთალოს“ შეხვდა. ეს გუნდები მიმდინარე სეზონში მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს და წინა სამ შემთხვევაში გამარჯვება საბურთალომ მოიპოვა.

19 ოქტომბერი 2017, 17:12

ტაბლოიდი

ინტერნეტში მსჯელობენ საიდან გაჩნდა მანქანა, რომელმაც ავარია გამოიწვია. ვიდეო

Facebook-ზე აქტიურად მსჯელობენ უცნაური საგზაო შემთხვევის შესახებ.ვიდეო ერთ-ერთი მძღოლის ავტომობილში დაყენებული კამერით არის გადაღებული. Facebook-ის მომხმარებლებმა ვერაფრით გაარკვიეს, საიდან გაჩნდა მანქანა, რომელსაც თეთრმა ავტომობილმა დაარტყა.

19 ოქტომბერი 2017, 16:58

კულტურა

ლეონარდო და ვინჩის "სამყაროს მხსნელი" Christie’s-ს აუქციონზე გაიყიდება

„სამყაროს მხსნელი“ ლეონარდო და ვინჩის ერთადერთი ნაშრომია, რომელიც კერძო კოლექციაშია. ნოემბერში ის Christie’s აუქციონზე გაიყიდება. მისი საწყისი ფასი 100 მილიონი დოლარია. ის მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ტილოა.

19 ოქტომბერი 2017, 16:56

არჩევნები 2017

ჩუგოშვილი: დიპლომატებს საარჩევნო გარემოზე წუხილები და შენიშვნები არ აქვთ

"საარჩევნო გარემოზე არჩევნებამდე საბოლოო შეეხვედრა გვქონდა დამკვირვებელთან. რა თქმა უნდა საარჩევნო გარემოზე მივაწოდეთ ინფორმაცია. გავაკეთეთ აქცენტი პოზიტიურ გარემოზე. პრაქტიკულად არ ყოფილა წუხილები და შენიშვნები, რაც მისასალმებელია"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

19 ოქტომბერი 2017, 16:53

მსოფლიო

კვლევა: ამერიკელები ჩრდილოეთ კორეას ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევენ

გამოკითხვების მიხედვით გაირკვა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ივლისის თვის შემდეგ 13 პროცენტით გაიზარდა. ივლისში ეს მაჩვენებლი მხოლოდ 41% იყო, ხოლო ახლა 54%-მდე გაიზარდა.

19 ოქტომბერი 2017, 16:50

ტექნოლოგიები

ქარიშხლის შემდეგ ირლანდიის სანაპიროზე უძველესი ადამიანის ჩონჩხი იპოვეს

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქარიშხლის შემდეგ სანაპიროზე ადამიანის ნაშთები იპოვეს, რომელიც ადგილობრივმა ანთროპოლოგებმა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანის აღმოჩენილი ძვლები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე V-IV საუკუნეების პერიოდისაა.

19 ოქტომბერი 2017, 16:47

საქართველო

კობახიძე: პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ტექნიკური პროცესია

"მას აქვს სუბიექტური მიკერძოებული მიდგომა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ის თავიდანვე დაუპირისპირდა საკონსტიტუციო კომისიას და პარლამენტს და პრაგმატულად არ უდგება საკონსტიტუციო ცვლილებებს"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 ოქტომბერი 2017, 16:45

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4863 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4863 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.4844 ლარი იყო.1 ევროს ღირებულება 2.9405 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9204 ლარი იყო.

19 ოქტომბერი 2017, 16:40

საქართველო

ოკუპირებული ჯავის რაიონის სკოლა “დააჯარიმეს“

ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფელ კიროვის სკოლაში ჩატარებული შემოწმების შედეგად, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ზედამხედველობის სამსახურმა სასწავლო დაწესებულება არაერთი დარღვევევის გამო “დააჯარიმა“.

19 ოქტომბერი 2017, 16:39

კულტურა

დღეს არტ გალერეა ვაკეში ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიხსნება

გამოფენა მსახიობმა სოცოცხლეშივე დაგეგმა და მას,, რე'' პრეფიქსი - რე ინკარნაცია" უწოდა. გამოფენაზე მსახიობის 24 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

19 ოქტომბერი 2017, 16:37

საქართველო

ბათუმში სტუდენტთა ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. საცხოვრებლის მშენებლობისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 359 ათასი ლარია გამოყოფილი.