imedi /  06 სექტემბერი 2017, 16:28 / სანდო წყარო

ექიმი: ვაკეში დაჭრილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ვაკეში დაჭრილი ცოლ-ქმრის მდგომარეობას ექიმი ნიკოლოზ კვაჭაძე აფასებს. მისი განცხადებით, პაციენტებს შემოყვანის დროს აღენიშნებოდათ სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. მათ ჩაუტარდათ ოპერაციები და განაგრძობენ მკურნალობას.

ექიმის თქმით, მძიმეა დაჭრილი ქალის მდგომარეობა.

დღეს ვაკეში „პიქსელის“ შენობაში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჭრა, კაცმა მოგვიანებით თავადაც მიიყენა დაზიანებები.

კომენტარები ()