imedi /  06 სექტემბერი 2017, 18:56 / სანდო წყარო

Gem Fest-ზე დაკავებულ ბაქარ კორშიას 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბაქარ კორშია

GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა "ლიბერალი" წერს.

კორშიას ადვოკატის ნანა დარჩიას თქმით, კორშიას ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 000 ლარის გადახდაც დაეკისრა. 

ანაკლიაში გამართულ GEM Fest-ზე "თეთრი ხმაურის" აქტივისტი ბაქარ კორშია 3 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები ()