imedi /  07 სექტემბერი 2017, 07:50 / სანდო წყარო

ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის ივერი ბუაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ივერი ბუაძის ოჯახი

"ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის ივერი ბუაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება," - ამის შესახებ ჯარისკაცის ოჯახის წევრებმა განაცხადეს. ბუაძე ხონის რაიონის სოფელ ქუტირში ცხოვრობს. ოჯახის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ჯარისკაცმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა. მას აქვს ტვინის შეშუპება და ჭრილბები კიდურებზე.

,,პირადად მოვიდა მეორე ქვეითი ბიგადის მეთაური და მოგვაწოდა ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორც ვიცით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუ მდგომარობა დამძიმდა,როგორც ვიცით, გერმანიაში გადაიყვანენ," - ამბობენ ოჯახის წევრები.

ივერი ბუაძე 2011 წელს ჩირიცხა გორის სამხედრო აკადემიაში. 2015-დან სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადაში მსახურობდა. ავღანეთში აპრილში წავიდა და ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო.

გუშინ, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. 

ავღანეთში, პარვანის პროვინციაში მდებარე ბაგრამის ამერიკული ავიაბაზის ერთ-ერთ შესასვლელთან ტერორისტმა  თავი აიფეთქა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები ()