imedi /  07 სექტემბერი 2017, 16:17 / სანდო წყარო

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ნინო ბურჯანაძეს დაკითხავენ

ნინო ბურჯანაძე

საქალაქო სასამართლოში, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. როგორც პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, საქმეზე მოწმის სტატუსით ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე დაიკითხება.

თავად "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ის მზად არის სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით. ბურჯანაძის თქმით, ის მზად არის დადაადასტუროს, რომ მომხდარზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყო.

პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისა და მისი ცემის ფაქტზე საქმე ორ ნაწილად გაიყო. 

ამ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წაუყენეს, მას ბრალად პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედება.

კომენტარები ()