imedi /  08 სექტემბერი 2017, 13:52 / სანდო წყარო

აეროპორტის გზაზე ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

თბილისში, აეროპორტის გზაზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები. ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

კომენტარები ()