imedi /  09 სექტემბერი 2017, 10:29 / სანდო წყარო

შსს-მ საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისას ბანგლადეშის ორი მოქალაქე დააკავა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბანგლადეშის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები ()