imedi /  11 სექტემბერი 2017, 10:26 / სანდო წყარო

პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული მ.მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. პოლიციელებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 1000 აბი ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნით, 1,897 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

მათივე ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები ()