imedi /  11 სექტემბერი 2017, 21:30 / სანდო წყარო

შუახევის მუნიციპალიტეტში ხანძარი გაჩნდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში ტყეში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მეხანძრე-მაშველები უკვე გზაში არიან.

როგორც შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ imedinews-სთან საუბარში განაცხადა, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 7-8 კილომეტრის მოშორებით გაჩნდა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სხვა დეტალები უცნობია ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები ()