imedi /  12 სექტემბერი 2017, 00:57 / სანდო წყარო

ქობულეთში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

ქობულეთში ავტოსაგზაო  შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ავარიაში სატვირთო ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი მონაწილეობდნენ.

როგორც imedinews-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები ()