imedi /  13 სექტემბერი 2017, 14:54 / სანდო წყარო

შავ ზღვაში 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

შავი ზღვის სანაპიროზე დღის ბოლოს 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სანაპიროზე განთავსებულ სამაშველო საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. 

მაშველები სანაპიროზე მყოფ მოქალაქეებსა და ტურისტებს რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, რომ საშტორმო მდგომარეობის დასრულებამდე ზღვაში არ შევიდნენ.

კომენტარები ()