imedi /  13 სექტემბერი 2017, 15:13 / სანდო წყარო

მარნეული-სადახლოს გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები ()