imedi /  13 სექტემბერი 2017, 15:18 / სანდო წყარო

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ერთმანეთს მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ

შემთხვევის ადგილი

სამი ადამიანი დაშავდა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად. ავტოსაგზაო შემთხვევა რესტორან "გრანდ პალასის" მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილნი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ქუთაისი-წყალტუბოს მონაკვეთზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტილი იყო. ადგილზე მობილიზებულა საპატრულო პოლიცია.

შსს-ში განმარტავენ, რომ ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს - ( სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია).

კომენტარები ()