imedi /  13 სექტემბერი 2017, 16:17 / სანდო წყარო

სერგო თეთრაძის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დაიკითხებიან

მაია ჯვარშეიშვილი

სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში ბრალდებულ ბაჩო ახალაიას პროცესზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები დაიკითხებიან. როგორც პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა, 2011 წელს ისინი თეთრაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო მოქმედებებში უკანონოდ მონაწილეობდნენ.

პროკურორი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში უკანონოდ აღადგინეს და მათ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. ბრალდების მხარე დარწმუნებულია რომ სამივე მოწმე ახალაიას ბრალეულობას დაადასტურებს.

პროცესს ახალაია არ ესწრება. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა.

კომენტარები ()