imedi /  13 სექტემბერი 2017, 16:36 / სანდო წყარო

იზორია: აფხაზეთში სამხედრო წვრთნები ანტიკონსტიტუციური და უკანონოა

ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო წვრთნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო ამ წვრთნას როგორც საფრთხეს ისე აღიქვამს.

იზორიას თქმით, ეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მორიგი დარღვევაა.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანუ ჩვენ ტერიტორიებზე ყველა ტიპის აქტივობა განსაკუთრებით სამხედრო თვალსაზრისით, ანტიკონსტიტუციური და უკანონოა და საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრი კრიტიკა აქვს. ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც საფრთხეს და ვამბობთ, რომ ეს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების მორიგი დარღვევაა", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთი სამხედრო წვრთნას ატარებს. წვრთნაში ორი ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 300-ზე მეტი სამხედრო და სპეცტექნიკის ერთეული მონაწილეობს, მათ შორის "გრადის" სარაკეტო სისტემებიც არის ჩართული.

კომენტარები ()