imedi /  12 ოქტომბერი 2017, 14:07 / სანდო წყარო

წყნეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

წყნეთის გზატკეცილზე გასულ ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დაკავებულები, სავარაუდოდ, ჰიპერმარკეტ "გორგიას" დამფუძნებლის - გია გორგოშაძის გატაცებასა და შემდგომ ფულის გამოძალვას გეგმავდნენ.  ბიზნესმენი სწორედ იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც ბრალდებულებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

წყნეთის გაზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულია ოთხი პირი. 

"პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ. პარიკი ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით)."- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 
 

არქივი

18 ივლისი 2018, 12:32

ეკონომიკა

ახალციხეში 10 სოფელში მისასვლელი სტიქიისგან დაზიანებული გზები კეთდება

სამუშაოებისათვის ტენდერი არ გამოცხადებულა და გზების რეაბილიტაციისათვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკა მუშაობს. რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან, ეს სამუშაოების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

18 ივლისი 2018, 12:28

საქართველო

ხორავას ქუჩის მოწმე: ჩხუბში არ ჩავერიე, რადგან ადრე ბიჭობაში გაშველებას ცხვირ-პირში მომხვდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეზე შემნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ავტომობილის მძღოლ ნიკოლოზ იორდანაშვილს კითხავს, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო. მისი თქმით, დანა და დაჭრის მომენტი არ დაუნახავს და საკუთარი სიტყვებისთვის შეუძლია დაიფიცოს კიდეც.

18 ივლისი 2018, 12:23

ვიდეო

თამარ უგულავა: მთავრობის თხოვნით მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას დავამატეთ ტყვიის კომპონენტი

18 ივლისი 2018, 12:20

ვიდეო

დროებითი საგამოძიებო კომისია მუშოაბას განაგრძობს

18 ივლისი 2018, 12:11

ძალოვნები

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა

მიხეილ სააკაშვილს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ოთხწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წლამდე შემცირდა. სააპელაციოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილს 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის უფლება ჩამოერთვა.

18 ივლისი 2018, 12:09

საქართველო

ლევან დავითაშვილი ნიუ-იორკში UNESCAP -ის ფორუმს თავმჯდომარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) მე-6 ფორუმში თავმჯდომარის რანგში მონაწილეობს. მან ESCAP-ის ჯგუფის სახელით ანგარიში წარადგინა და გაეროს მაღალი ტრიბუნიდან რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

18 ივლისი 2018, 12:08

ვიდეო

უმრავლესობის განცხადებით, პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემა ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა

18 ივლისი 2018, 12:01

ვიდეო

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს

18 ივლისი 2018, 12:01

საქართველო

გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის პრემიერმინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი მუჰამედკალი აბილგაზიევი მიიღო, რომელიც თბილისში პირველად იმყოფება და საქართველოს OGP- ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

18 ივლისი 2018, 11:54

ვიდეო

ქრონიკა 11:00 საათზე - 18 ივლისი, 2018 წელი

18 ივლისი 2018, 11:50

კულტურა

ბახმაროში კარიკატურისტთა საერთაშორისო გამოფენა იმართება

ეჯიბიას თქმით, დიდი სურვილი აქვს, რომ არტ-კაფე ბახმაროში ერთგვარ კულტურულ კერად ჩამოყალიბდეს და დამკვიდრდეს ტრადიცია, რომ ყოველწიურად შესაძლებელი იყოს კურორტზე სხვადასხვა საინტერესო პროექტების განხორციელება,

18 ივლისი 2018, 11:36

ეკონომიკა

2017 წელს საქართველოდან 2270 ტონა ჩაი გავიდა

2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.4 მილიონი დოლარის (1 821 ტონა) მწვანე ჩაი და 1.1 მლნ დოლარის ღირებულების (449.5 ტონა) შავი ჩაი გავიდა. რაც შეეხება ყავას, ექსპორტზე 15.4 ათასი დოლარის (50.4 ტონა) ხსნადი ყავა გავიდა.

18 ივლისი 2018, 11:32

მსოფლიო

ილონ მასკი ბრიტანელ მყვინთავს შეურაცხყოფის გამო ბოდიშს უხდის

ილონ მასკმა ბრიტანელ მყვინთავს ვერნ ანსუორტის, რომელიც ტაილანდის გამოქვაბულიდან ბიჭების გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა, Twitter-ზე "პედოფილად" მოხსენიების გამო, ბოდიში მოუხადა. ილონ მასკის თქმით, მან მყვინთავს შეუარცხყოფა "გაბრაზებულ გულზე" მიაყენა.

18 ივლისი 2018, 11:31

საქართველო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი „თამბაქოს შესახებ“ კანონში ცვლილების განხილვას ეწინააღმდეგება

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი არ აპირებს მხარი დაუჭიროს კანონის დაშლის მცდელობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებები.

18 ივლისი 2018, 11:22

საქართველო

მამუკა ბახტაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 სამიტი" დღეს სიტყვით გახსნა. პრემიერმა სტუმრებს და 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

18 ივლისი 2018, 11:21

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტისგან ბოდიშის მოხდასა და განმარტების გაკეთებას ითხოვს, თუ რატომ დაასახელა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. პარტიის წევრების განცხადებით, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით შეურაცხყოფა მიაყენა უმაღლეს საბჭოსა და რეგიონის მოსახლეობას.

18 ივლისი 2018, 11:18

ვიდეო

დავით ზალკანიანი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

18 ივლისი 2018, 11:17

ეკონომიკა

6 თვეში ქართველებმა საბანკო ბარათებით უცხოეთში 791,4 მლნ ლარი დახარჯეს

2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით წინა წელთან შედარებით 32,3%-ით მეტი დახარჯეს, რაც ჯამში791 498 000 ლარია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

18 ივლისი 2018, 11:17

სპორტი

ევროტურნირებზე საქართველოს ხელბურთის ორი კლუბი ითამაშებს

„ბათუმი“ - „ბესა ფამგასის“ პირველი მატჩები 1-2 სექტემბერს, საპასუხო შეხვედრები კი 8-9 სექტემბერს შედგება.რაც შეეხება „იმედი“ - „დუდელანჟის“ წყვილს, ეს თამაშები 6-7 და 13-14 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

18 ივლისი 2018, 11:12

საქართველო

საქართველოში ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე სექტემბრიდან შეამოწმებენ

ამირან გამყრელიძის თქმით, ამ კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მისი თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებული მცირე კვლევებით დადგინდა, რომ გვიჩვენებს, რომ 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ზომიერი მატებაა, დაახლოებით 15%-დან 20%- ის ფარგლებში.