Imedi /  12 ოქტომბერი 2017, 17:22 / სანდო წყარო

ხაინდრავა: 7 ნოემბრის დარბევაში ეკა გიგაურის მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები გამქრალია

გოგა ხაინდრავა და
გურამ ადამაშვილი

გოგა ხაინდრავა სასამართლოში შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის და ბარისახოს მესაზღვრეების დაკითხვას მოითხოვს. მისი განცხადებით, სასაზღვრო პოლიციიდან გამქრალია 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევაში ეკა გიგაურის მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

დღეს სასამართლოში მეორე მოსამაზადებელი სხდომა იმართება, სადაც მხარეები შუამდგომლობებს დააყენებენ. ეკა გიგაურის ადვოკატის, ოლიკო შერმადინის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისინი გოგა ხაინდრავას პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადების გამო უჩივიან. მისი თქმით, სასაზღვრო პოლიციას და ეკა გიგაურს 7 ნოემბრის დარბევაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

გოგა ხაინდრავა კი ამტკიცებს რომ კაპიტნის წოდება გიგაურმა სწორედ 7 ნოემბრის აქციაში დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები კი პრემიით დაჯილდოვდნენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში უჩივლა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება.

ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ანაზღაურებას 30 თეთრის ოდენობით ითხოვს.

არქივი

18 ივლისი 2018, 22:14

საქართველო

დავით ჭიჭინაძეს „გირჩის“ წევრობა არ უნდა

„დიდი მადლობა გადავუხადე ამ შემოთავაზებისთვის, მაგრამ მე ვარ „ქართული ოცნების“ იმ ხალხთან ერთად, რომელიც 2012 წელში იდგა პარტიის გვერდით, რომელიც გარიყა ამ ახალმა „ქართულმა ოცნებამ“ თავისი რიგებიდან, რადგან დაკარგა მათი მხარდაჭერა"-განაცხადა ჭიჭინაძემ.

18 ივლისი 2018, 22:01

საქართველო

თამარ ჩუგოშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ იცოდა

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის თავმჯდომარე, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პარტიის წევრის პარტიიდან გარიცხვის თაობაზე საუბარი იყოს პარტიის თავმჯდომარის გარეშე?“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

18 ივლისი 2018, 21:59

მსოფლიო

ეთიოპიასა და ერიტრეას შორის პირველი ისტორიული ავიარეისი შესრულდა

ეთიოპიასა და ერიტრეას შორის 20 წლის შემდეგ პირველად, ავიარეისი შესრულდა. ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობა რამდენიმე კვირის წინ გაუქმდა.

18 ივლისი 2018, 21:50

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 18 ივლისი, 2018 წელი

18 ივლისი 2018, 21:43

ვიდეო

ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობა შეჩერდა

18 ივლისი 2018, 21:40

საქართველო

გარემოს ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე თანამდებობას ტოვებს.

18 ივლისი 2018, 21:36

ვიდეო

ნანა საჯაია: სენატორი კორი გარდნერი მიიჩნევს, რომ რუსეთი არის ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო

18 ივლისი 2018, 21:32

ვიდეო

"ღია მმართველოს პარტნიორობის" სამიტში 76 ქვეყნის 2 500-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს

18 ივლისი 2018, 21:31

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: საქართველოს 2017 წლის შეფასება მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს

მთავრობისა და პარლამენტის თვითშეფასების ანგარიშში წერია, რომ გატარებულმა რეფორმებმა შედეგი გამოიღო და შეფასების ყველა ინდიკატორით, საქართველოს გაუმჯობესებული მონაცემები აქვს. აღნიშნული მსოფლიო ბანკმაც გადაამოწმა და დაადასტურა.

18 ივლისი 2018, 21:29

ვიდეო

სოფია "ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოვიდა

18 ივლისი 2018, 21:23

ვიდეო

საგამოძიებო კომისიის წევრებმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმე გამოკითხეს

18 ივლისი 2018, 21:19

ვიდეო

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირია დაკავებულია

18 ივლისი 2018, 21:13

საქართველო

დავით ჭიჭინაძის გარიცხვის შემდეგ, გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ დატოვებას არ გამორიცხავს

კითხვაზე დატოვებს თუ არა თავადაც პარტიის რიგებს, ფოფხაძე პასუხობს, რომ კონსულტაციები დავით ჭიჭინაძესთან ექნება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

18 ივლისი 2018, 21:12

ვიდეო

ეწინააღმდეგება თუ არა საქნახშირი პრემიერის გადაწყვეტილებას

18 ივლისი 2018, 21:08

მსოფლიო

ინდოეთში 11 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის 17 ბიჭი დააკავეს

ინდოეთში, ტამილნადუს შტატში, ქალაქ ჩენაიში 17 ბიჭი 11 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დააკავეს. ბრალდებულები სასამართლოს შენობაში გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს, რადგან შენობასთან გოგოს ათობით ნათესავი და უცხო ადამიანები იყვნენ შეკრებილნი.

18 ივლისი 2018, 21:00

ვიდეო

მამუკა ბახტაძემ და იანს სტოლტენბერგმა მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

18 ივლისი 2018, 20:46

ძალოვნები

ფალიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადახტა

ფალიაშვილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ეზოში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ის სავარაუდოდ კორპუსიდან გადახტა.

18 ივლისი 2018, 20:38

ვიდეო

სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა

18 ივლისი 2018, 20:32

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში მგზავრმა გადაიღო, როგორ გაუჩნდა ცეცხლი თვითმფრინავს და ჩამოვარდა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ პრეტორიასთან ერთი კვირის წინ სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად, დაიღუპა ორი ადამიანი და მძიმედ დაშავდა ორი პილოტი. დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა მას შემდეგ გადაიღო, რაც თვითმფრინავის ფრთას ცეცხლი გაუჩნდა.

18 ივლისი 2018, 20:31

ვიდეო

მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე ორი თვით ადრე დაასახელებს