imedi /  12 ოქტომბერი 2017, 17:53 / სანდო წყარო

ოზურგეთში მოკლული კაცის ცხედარი ოჯახის წევრებმა გზაზე დაასვენეს

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში რამდენიმე დღის წინ მოკლული კაცის ცხედარი ოჯახის წევრებმა გზაზე დაასვენეს, რის გამოც ბათუმი-თბილისის მაგისტრალის ქობულეთის მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე წუთით იყო შეჩერებული. 

გარდაცვლილის ახლობლები საქმის დრულად გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვენ და პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

გავრცელებული ვერსიით, მკვლელობა ქონებრივ დავას უკავშირდება. გარდაცვლილსა და მის მეზობელს შორის ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში უკიდურესად იყო დაძაბული. პირი, რომელსაც ოჯახის წევრები ეჭვმიტანილად მიიჩნევენ, გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს. ამ დრომდე საქმესთან დაკავშირებით პოლიციას არავინ დაუკავებია. 

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. პროკურატურაში საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.

28 წლის ირაკლი ტარიელაძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ე.წ. აბრეზიდან ესრილეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები ()

არქივი

19 ნოემბერი 2017, 10:39

ძალოვნები

პოლიციამ მანქანის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად ყაჩაღობა ედება. პოლიციის ცნობით, მან მოქალაქეს დანის მუქარით კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

19 ნოემბერი 2017, 10:34

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას ირაკლი კობახიძე ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართავს. ვიზირის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვდება ბელორუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებსაც.

19 ნოემბერი 2017, 10:25

საქართველო

სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი თამარ ხმიადაშვილმა მოიგო

თამარ ხმიადაშვილმა ეს ჯილდო უკვე მეხუთედ დაისაკუთრა. ის 1998, 1999, 2003, 2010 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი იყო.იტალიაში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 65 გადაცილებული მოჭადრაკეები ასპარეზობენ.

19 ნოემბერი 2017, 10:20

საქართველო

უელსელი მორაგბეები ქართველებს შეუპოვარ გამოსვლას ულოცავენ

ბორჯღალოსნები პირველად შეერკინენ მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი, უელსის ნაკრების მორაგბეებს. ანგარიში მოწინააღმდეგოს სასარგებლოდ 13:6 დასრულდა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა თამაშის დროს საოცარი თავდადება გამოიჩინეს.

19 ნოემბერი 2017, 10:18

მსოფლიო

ATP-ის წლის შემაჯამებელ ჩემპიონატზე მეორე ფინალისტი გამოვლინდა

დიმიტროვმა ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი მატჩი მოიგო და მეტოქეებს მხოლოდ ერთი სეტი დაუთმო. გარდა ამისა, ნახევარფინალის მოგებით, დიმიტროვმა გაინაღდა 2017 წლის სეზონის მესამე ჩოგნის რანგში დასრულება.ფინალი კვირას, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 8 მილიონი დოლარია.

19 ნოემბერი 2017, 10:13

ვიდეო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება

19 ნოემბერი 2017, 10:09

ძალოვნები

სამეთაურო-საშტაბო სწავლება "დიდგორი 2017“ დასრულდა

„დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელიც სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა ათასზე მეტმა სამთავრობო უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

19 ნოემბერი 2017, 10:06

კულტურა

ბათუმში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმა იგეგმება

ბათუმის მოქმედი საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის ნინო ბერაძის განმარტებით, კომისიაში ამ საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ ბათუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძეგლი უნდა დაიდგას, თუმცა შესაბამისი განკარგულება ჯერ არ მოუმზადებიათ.

19 ნოემბერი 2017, 10:05

საქართველო

გოგა ბითაძის „მეგა ბიმაქსმა“ მეტოქესთან წააგო

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე 22:26 წუთი გაატარა. ბითაძემ 7-დან 3 ორქულიანი ჩააგო, 3 სამიანი კი ააცილა. შედეგად, 18 წლის ქართველმა ცენტრმა 6 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა და 3 დაფარება მოაყოლა. ბიმაქსელთაგან საუკეთესო შედეგი სტეფან სინოვეცმ დააფიქსირა 22 ქულით.

19 ნოემბერი 2017, 09:41

საქართველო

გურამ კაშია: ამდენი ზიზღი არასდროს მიგვრძნია

„ვიტესის“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ ჰოლანდიურ ინტერნეტ გამოცემა voetbalprimeur.nl-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გახმაურებული თემის- ლგბტ პირთა მხარდასაჭერ სამკლავურთან დაკავშირებითაც ისაუბრა

19 ნოემბერი 2017, 09:18

მსოფლიო

ათენში დემონსტრაციაზე პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ ათენში არეულობაში მონაწილე 16 ადამიანი დააკავა. მათ შორის საბერძნეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ერაყის მოქალაქეები. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ავრცელებს. ათენში 1973 წლის წინანდელი მოვლენები გამოსვლებით აღნიშნეს. მიტინგი ქალაქში არელობაში გადაიზარდა.

19 ნოემბერი 2017, 08:35

მსოფლიო

2018 წელს ევროპაში შესვლის მსურველი 3000-მდე მიგრანტი ზღვაში დაიღუპა

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს ხმელთაშუა ზღვიდან ევროპაში დაახლოებით 160 000 მიგრანტი შევიდა, აქედან 75% იტალიაში, ხოლო დანარჩენი საბერძნეთში, კვიპროსსა და ესპანეთში აპირებდნენ შესვლას. 3000-მდე მიგრანტი ზღვაში დაიღუპა.

19 ნოემბერი 2017, 08:19

ძალოვნები

სამეგრელოში მცირეწლოვანი ბავშვი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა

სამეგრელოს რეგიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანმა ბავშვმა მარცხენა ხელის მტევანი დაკარგა. ბავშვი საავადმყოფოში ამპუტირებული კიდურით შეიყვანეს. სავარაუდოდ, ბავშვს ხელში ფეთქებადი ნივთიერება ამონალი აუფეთქდა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

19 ნოემბერი 2017, 08:08

ეკონომიკა

დღეიდან სოციალური კამპანია „დაზოგე წყალი-გაუფრთხილდი გარემოს“ იწყება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წყლის რესურსი ბუნებრივად განახლებადია, ადამიანების მხრიდან არასწორი გამოყენება მას ჩვენთვის და ჩვენი გარემოსთვის უვარგისს ხდის.

19 ნოემბერი 2017, 00:57

მსოფლიო

ესპანეთის გენერალური პროკურორი არგენტინაში გარდაიცვალა

ესპანეთის გენერალური პროკურორი, ხოსე მანუელ მასა არგენტინაში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი Twitter-ზე წერს.

19 ნოემბერი 2017, 00:40

მსოფლიო

ერდოღანი ნატოს აღარ ენდობა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ​ჩრდილო-ატლანიტკური ალიანსის ბოდიშს არ იღებს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ასეთი დამოკიდებულების პატიება მარტივად შეუძლებელია. „თქვენ ნახეთ ნატოს მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულება. არსებობს შეცდომები, რომლებსაც არა სულელები არამედ დაბალი დონის ადამიანები უშვებენ“ - განაცხადა ერდოღანმა.

19 ნოემბერი 2017, 00:17

კულტურა

ერისთავის თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა

ერისთავის თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართა. თეატრის მესამე სივრცეში ნამდვილი ექსპერიმენტი გაითამაშეს. სპექტაკლი რომელსაც ასაკობრივი ზღვარი აქვს, 13 წლის გოგოების ცხოვრების რამდენიმე დღეზე მოგვითხრობს. სპექტაკლი თამთა მელაშვილის მცირე რომანის, „გათვლა“-ს მიხედვით სცენოგრაფმა და რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა დადგა.

18 ნოემბერი 2017, 23:47

ტაბლოიდი

ემირატელმა ბიზნესმენმა თავისი ავტომობილისთვის ნომერი 3 მილიონ დოლარად შეიძინა

ემირატელმა ბიზნესმენმა აჰმედ ალ-მარზუკიმ ავტომობილისთვის სარეგისტრაციო ნომერი 10 მილიონ დირჰამად (3 მილიონი დოლარი) შეიზინა. მანქანებისთის ექსკლუზიური ნომრების აუქციონი აბუ-დაბიში ჩატარდა. ინფორმაციას გამოცემა Khaleej Times-ი ავრცელებს.

18 ნოემბერი 2017, 23:36

მსოფლიო

პენტაგონი ამერიკულ არმიაში სექსუალური ძალადობის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

დოკუმენტში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამერიკული თავდაცვის სამსახურის თანამშრომლების საჩივრებია აღწერილი. ანგარიშში შედის სექსუალური ძალადობისა და უხამსი ქცევების 2013-2016 წლის მონაცემები, საზღვაო, საჰაერო, აშშ-ის ქვეითი ჯარის, და ასევე საბრძოლო ზონების ბაზაზე (ერაყი, ავღანეთი და სხვ.) მომხდარი ფაქტებისა.

18 ნოემბერი 2017, 23:29

კულტურა

საქართველოში დევიდ ლინჩი ჩამოვიდა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი დევიდ ლინჩი საქართველოშია. ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. ლინჩის ვიზიტი ოთხდღიანია და ამ დროის განმავლობაში ის მთავრობის, კულტურის სფეროს და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტებს შეხვდება.