imedi /  12 ოქტომბერი 2017, 18:56 / სანდო წყარო

შსს: ომბუდსმენის დაუსაბუთებელი ბრალდებების მიზანია უწყების დისკრედიტაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციას შეეხება.

შსს-ს განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შსს-ს სისტემაში, დაკავებულ პირებთან ურთიერთობის, მათი მონახულების პრობლემა არასდროს შექმნიათ და ასე იყო აქციაზე დაკავებულებთან შეხვედრის შემთხვევაშიც. 

"სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პირველივე ფიზიკური შესაძლებლობის შექმნისთანავე მიეცათ. ამდენად, გაკვირვებას გამოვთქვამთ სახალხო დამცველის მხრიდან აღნიშნული ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.

გამოვხატავთ შეშფოთებას, ვინაიდან სახალხო დამცველის მიერ პერიოდულად გაჟღერებული, დაუსაბუთებელი ბრალდებები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამართალდამცავი ორგანოს - შსს-ს მიმართ, რამაც ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ამ უწყების დისკრედიტირებას, არამედ ჩრდილს აყენებს თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტს.

სახალხო დამცველს მართებს, მიუკერძოებლად შეასრულოს კონსტიტუციური ორგანოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები. მას, როგორც ომბუდსმენთა საერთაშორისო გლობალური გაერთიანების წევრს, ჯეროვნად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ომბუდსმენის ინსტიტუტსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელობა და მოქმედებდეს ობიექტურად, კრიტიკული დამკვირვებლის პოზიციიდან, მიმართავდეს ყველა ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტებით. ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ერთპიროვნული შეფასებებით, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანითა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის თვითდისკრედიტაციით", - წერია განცხადებაში.

დღეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან მოუწოდა სახელმწიფო უწყებებს არ შეაფერხონ მისი წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში. 

10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან მყოფ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შენობაში შესვლისა და სხდომაზე დასწრების საშუალება პოლიციამ არ მისცა. აქცია რამდენჯერმე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც 14 პირი დააკავეს.

დაკავებულები დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროცესი 17 ოქტომბერს ჩაინიშნა.

დაპირისპირება თაბორის მთასა და პუშკინის სკვერში დაგეგმილ პროექტებს მოჰყვა. სადავო პროექტებს მოგვიანებით საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა.

კომენტარები ()

არქივი

16 იანვარი 2018, 17:52

საქართველო

ირაკლი ხმალაძე: რეორგანიზაციის შემდეგ მერიაში თანამშრომელთა რიცხვი 120-ით შემცირდება

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ დროისთვის დედაქალაქის მერიაში 1496 თანამშრომელია, თუმცა მას შემდეგ რაც სტრუქტურულ ცვლილებებს საკრებულო დაამტკიცებს და ძალაში შევა, თანამშრომელთა რაოდენობა 1376-მდე შემცირდება.

16 იანვარი 2018, 17:41

საქართველო

თეატრალურმა საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა

პრემია მეცენატობისათვის დაარსდა და ის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის გადაეცემათ.

16 იანვარი 2018, 17:40

ვიდეო

გიორგი ბერაია: მიმდინარეობს ერთ კვირიანი შეკრებები, რათა მოხდეს დუალური პროგრამების დანერგვა

16 იანვარი 2018, 17:36

მსოფლიო

რომის პაპი ჩილეს ეწვია

ლათინოამერიკული ტურნეს ფარგლებში რომის პაპი ჩილეს ეწვია. სანტიაგოს აეროპოტრში მას ქვეყნის პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ფრანცისკე მთავრობის სახლში სიტყვით გამოვა, შემეგ კი მესას აღავლენს, რომელსაც სავარაუდოდ ნახევარი მილიონი ადამიანი დაესწრება.

16 იანვარი 2018, 17:32

სპორტი

ტრიბუნების ჩამონგრევის საშიშროების გამო, "ეშტორილი" - "პორტუს" შეხვედრა შეწყდა

ტურის მატჩის შესვენებისას, გაჩნდა სერიოზული საფრთხე, რომ ტრიბუნების ის სექტორი, სადაც სტუმართა გულშემატკივარი იყო განლაგებული, შესაძლოა ჩამონგრეულიყო.

16 იანვარი 2018, 17:30

საქართველო

ჩუგოშვილი: ღამის კლუბთან 3 პირის დაჭრაში ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება შეკითხვებს აჩენს

პარლამენტის უმრავლესობის წევრი და ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი კლუბ ბასიანთან სამი პირის დაჭრაში ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ საქმეზე შეკითხვები არსებობს.

16 იანვარი 2018, 17:29

მსოფლიო

დანიელ გამომგონებელს ჟურნალისტის მკვლელობა, ძალადობა და ცხედრის დანაწევრება დაბრალდა

დანიელმა პროკურორებმა გამომგონებელს, პეტერ მედსენს საბოლოო ბრალდებები წაუყენეს. მას ჟურნალისტი კიმ უოლის მკვლელობა, მსხვერპლზე სექსუალური ძალადობა და ცხედრის დანაწევრება ედება ბრალად.

16 იანვარი 2018, 17:16

ვიდეო

სახალხო დამცველი მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვდა

16 იანვარი 2018, 17:16

საქართველო

ნაციონალებმა საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

საკრებულოში საჯარო სამსახურის შესახებ კანონის განხილვას, რომლის მიხედვითაც დანამატი და პრემია ერთიანდება და სახელფასო სისტემა იქმნება, ხმაური მოჰყვა.

16 იანვარი 2018, 17:09

საქართველო

საია: მაუწყებლის შესახებ კანონის ამ ფორმით მიღება არაკონსტიტუციურია

საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან, ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი ეს პრინციპი ირღვევა.

16 იანვარი 2018, 17:07

მსოფლიო

ევროკავშირი 8 ქვეყანას ოფშორული კომპანიების შავი სიიდან ამოიღებს

ე.წ შავი სიაში პანამა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ კორეა, ბარბადოსი, გრენადა, მაკაო, მონღოლეთი და ტუნისი აღარ იქნება. ამ ქვეყნების ხელისუფლება საგადასახადო პოლიტიკის შეცვლას დათანხმდა, რის გამოც მათ სიიდან ამოიღებენ.

16 იანვარი 2018, 17:04

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5451 ლარია

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5451 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5423 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1058 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1209 ლარს შეადგენდა.

16 იანვარი 2018, 16:58

საქართველო

საკრებულოში საჯარო სამსახურის შესახებ კანონის განხილვას ხმაური მოჰყვა

ირაკლი ზარქუამ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა ხელფასები წარმოადგინა, რომელსაც ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იღებდნენ და დამსწრე საზოგადოებას შედარება სთხოვა.

16 იანვარი 2018, 16:48

ტაბლოიდი

ციმბირის სოფელ ოიმიაკონში მინუს 62 გრადუსია. ფოტოკოლაჟი

ციმბირის სოფელ ოიმიაკონში ჰაერის ტემპერატურა მინუს 62 გრადუსამდე დაეცა. ოიმიანკონში მაქსიმალურად დაბალი ტემპერატურა რაც აქამდე დაფიქსირებულა 1933 წელს -67.7 გრადუსი იყო.

16 იანვარი 2018, 16:47

ვიდეო

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

16 იანვარი 2018, 16:39

ტექნოლოგიები

დინოზავრების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ამერიკელებისა და ჩინელების მეცნიერთა გუნდმა, აქამდე უცნობი დინოზავრი Caihong juji აღწერა - ჩინურიდან ქართულზე ეს ითარგმნება, როგორც "ცისარტყელა დიდი ბიბილოთი". ამის შესახებ Fieldmuseum-ი წერს.

16 იანვარი 2018, 16:35

საქართველო

დევნილთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-მდე ოჯახი დაფინანსდა

გრანტის თანადაფინანსებით დევნილებმა შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მოაწყვეს ბაღები, ვენახები, წამოიწყეს თაფლის, რძის წარმოება და ა.შ. სასოფლო-სამეურნეო ინიციატივით. დევნილთა სამინისტროს ცნობით, სულ 976 საგრანტო განაცხადი დაფინანსდა, რაც ჯამში 4 მილიონი ლარია.

16 იანვარი 2018, 16:29

ვიდეო

სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა

16 იანვარი 2018, 16:25

საქართველო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელფასებთან დაკავშირებით ცვლილებებია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შრომითი ანაზღაურების შესახებ ცვლილებებს აკრიტიკებს. 15 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შრომითი ანაზღაურება შეუმცირდათ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეების ნაწილს.

16 იანვარი 2018, 16:24

ძალოვნები

მარჯვენა სანაპიროზე ავარიის გამო მოძრაობა შეზღუდულია

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარია მოხდა ცოტა ხნის წინ. "იმედის" ინფორმაციით, მსუბუქმა მანქანამ, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ხე მოგლიჯა და ჯებირი გაანგრია.