Imedi /  24 ოქტომბერი 2017, 14:10 / სანდო წყარო

ცენტრ პოინტის საქმის განხილვა ერთი თვით გადაიდო

საქალაქო სასამართლოში ცენტრ პოინტის საქმე მაგნოლიას ეპიზოდის განხილვით განახლდა. პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებული გურამ რჩეულიშვილი უნდა დაკითხულიყო.

რჩეულიშვილმა მოსამართლეს პროცესის გადადების მოთხოვნით მიმართა, მან საქმის გადადება ერთი თვის ვადით მოითხოვა. მისივე თქმით, ეს დრო შუამავალ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრებისთვის სჭირდება, რომ დაზარალებულების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. მოსამართლემ რჩეულიშვილების მოთხოვნა დააკმაყოფილა და პროცესი 28 ნოემბრისთვის გადაიდო.

კომენტარები ()

არქივი

18 იანვარი 2018, 01:05

მსოფლიო

ნიგერიაში მომხდარ ორმაგ ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა

თავდასხმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მაიდუგურიში მოხდა. ორმა ტერორისტმა თავი მუნა-გარაჟის რაიონთან აიფეთქა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკი მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის უკან სავარაუდოდ "ბოკო ჰარამი" დგას.

18 იანვარი 2018, 00:48

კულტურა

ბაიოს ცნობილ გობელენს 950 წლის შემდეგ საფრანგეთიდან პირველად გაიტანენ

მე-11 საუკუნის ცნობილი გობელენი ბაიოდან, რომელზეც ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობა და ჰასტინგსის ბრძოლაა გამოსახული, 950 წლის შემდეგ საფრანგეთის საზღვრებიდან გავა და ბრიტანეთის ერთ-ერთ მუზეუმში გამოიფინება.

18 იანვარი 2018, 00:33

მსოფლიო

ესპანეთში ანანასებში დამამალული ტონამდე კოკაინი ამოიღეს

ესპანელმა და პორტუგალიელმა სამართალდამცველებმა ტონამდე კოკაინი ამოიღეს. დამნაშავეები ნარკოტიკს ანანასებში მალავდნენ. ნარკომოვაჭრეები გამოძიების ფარგლებში დააკავეს, რომელსაც 2 ქვეყანა 2017 წლის აპრილიდან ერთობლივად ატარებდა.

18 იანვარი 2018, 00:17

მსოფლიო

ჩეჩნეთში დაიკარგა ქალი, რომელიც ქმრის გაუჩინარების გამოძიებას ითხოვდა

ჩეჩნეთში 26 წლის ამინა ავტურხანოვა დაიკარგა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებისგან თავისი ქმრის გაუჩინარების საქმის გამოძიებას ითხოვდა. ქალი კავშირზე 8 იანვრის შემდეგ არ გამოსულა."ნოვაია გაზეტას" ცნობით, ამ დღეს ის დედის სახლიდან წაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ის შესაძლოა სამართალდამველებმა დააკავეს.

17 იანვარი 2018, 23:58

საქართველო

ირაკლი კობახიძე უკრაინის რადას თავჯდომარეს შეხვდა

"ჩვენი საერთო გამოწვევაა რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უკრაინის რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბისთან გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

17 იანვარი 2018, 23:48

საქართველო

სოხუმში მტრედები მასობრივად იხოცებიან

სოხუმში მტრედების მასობრივი სიკვდილის შემთხვევები გამოვლინდა. ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა, ორნიტოლოგმა ვიქტორ მალანძიამაც დაადასტურა.

17 იანვარი 2018, 23:40

მსოფლიო

რუმინეთს პირველი ქალი პრემიერი ეყოლება

რუმინეთში, ბოლო შვიდი თქვის განმავლობაში, მესამე პრემიერმინისტრი შეიცვალა. მიხაი ტუდოსის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, ვიორიკა დანჩილა რუმინეთის პირველი ქალი პრემიერი შეიძლება გახდეს.

17 იანვარი 2018, 23:29

ძალოვნები

ქუცნაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე მთავარ პროკურატურაში ხვალ განცხადებას შეიტანენ.

17 იანვარი 2018, 23:15

ტაბლოიდი

თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდზე თანამშრომლის შვილმა Live ჩართო

მოგვიანებით, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მცირეწლოვანი უწყების ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორის და უწყების, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომლის შვილია.

17 იანვარი 2018, 23:03

ეკონომიკა

ჩინურმა კომპანიამ ბეჟათუბანში გაფიცულების მოთხოვნები დააკმაყოფილა

ხარაგაულში,სოფელ ბეჟათუბანში რკინიგზის გვირაბის გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ გაფიცულების მოთხოვნები დააკმაყოფილა. გაფიცულები სამუშაოს დაუბრუნდებიან.

17 იანვარი 2018, 23:00

ტექნოლოგიები

კვლევა: ინტერნეტის მომხმარებლები ნაკლებად რელიგიურები არიან

ამერიკაში, ბეილორის კერძო ქრისტიანული უნივერსიტეტის მკვლევარებმა ინტერნეტის მოხმარებასა და პიროვნების რელიგიურობას შორის კავშირის დადგენა სცადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რაც მეტ დროს ატარებს ადამიანი ინტერნეტთან, მით ნაკლებია მისი რელიგიურობის დონე.

17 იანვარი 2018, 22:50

კულტურა

ჯონი დეპმა მერლინ მენსონის ჯგუფის წევრობა მოინდომა

ამერიკელმა მსახიობმა, ჯონი დეპმა მერლინ მენსონის მუსიკალური ჯგუფის წევრობა მოისურვა. ამის შესახებ ინფორმაციას მენსონი Twitter-ზე ავრცელებს. “ჯონი დეპი გიტარისტის პოზიციის დაკავებას ფიქრობს. მაგრად ჟღერს?“ - წერს შემსრულებელი.

17 იანვარი 2018, 22:37

ტაბლოიდი

ჰავაიზე ცრუ განგაშის გამო PornHub-ის ტრაფიკი ჯერ დაეცა, შემდეგ მკვეთრად გაიზარდა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ცნობილმა პორნოგვერდმა PornHub 13 იანვარს ჰავაის კუნძულებიდან ტრაფიკი გააანალიზა, როდესაც ადგილობრივებმა სარაკეტო თავდასხმის შესახებ ტელეფონზე ცრუ განგაში მიიღეს.მოსახლეობამ შეტყობინება დილის 8:07 წუთზე მიიღო და იმ დროიდან პორნოგვერდზე ნახვების რაოდენობამ მკვეთრად შემცირება იწყო.

17 იანვარი 2018, 22:30

თემა

მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ Facebook-ზე ახალი ამბების წილს შეზღუდავს. რატომ არის ეს დარტყმა მედიისთვის?

Facebook-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა 12 იანვარს განაცხადა, რომ სოციალური ქსელი მომხმარებლებს უფრო ინტენსიურად შესთავაზებს ახლობლების და მეგობრების პოსტებს, ხოლო ნაკლებად - ახალ ამბებს, ასევე გვერდებს, რომლებიც დიდი ბრენდების, მათ შორის მედიასაშუალებების, სახელით იმართება. ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ ამას მომხმარებლების ინტერესებისთვის აკეთებს; რომ ადამიანები, რაც უფრო ნაკლებად წაიკითხავენ ახალ ამბებს, თავს უფრო ბედნიერად იგძნობენ. არსებობს ეჭვი, რომ გადაწყვეტილებას სხვა მოტივი აქვს: Facebook-ს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ვერ უმკლავდება ყალბ ცნობებს (fake news) და პროპაგანდას, რის გამოც კომპანიამ პრობლემის რადიკალურად გადაჭრა გადაწყვიტა. ცუკერბერგის განცხადების შემდეგ, Facebook-ის აქციების ფასი დაეცა, ხოლო ინფორმაციის მასობრივმა საშუალებებმა და გამოცემებმა კომპანია მკაცრად გააკრიტიკეს და სოციალურ ქსელს არასანდო პარტნიორი უწოდეს.

17 იანვარი 2018, 22:22

ძალოვნები

ადვოკატი: ე.წ სტამბოლის ბაზრის საზღვრის კვეთის სიაში ჭანტურია არ ფიგურირებს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მან თავისი დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა. ალექსანდრე კობაიძის თქმით, ჭანტურია ბრალს არ აღიარებს და ფსიქოლოგიურად თავს ცუდად გრძნობს.

17 იანვარი 2018, 22:15

მსოფლიო

Эхо Москвы-ს ჟურნალისტზე თავდამსხმელს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს

Эхо Москвы-ს ჟურნალისტზე თავდამსხმელს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. ბორის გრიცს ფქიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა. დასკვნაში ნათქვამია, რომ ტატიანა ფელგენჰაუერზე თავდასხმის დროს მას ჩადენილი დანაშაულის გააზრების უნარი არ ჰქონდა.

17 იანვარი 2018, 21:54

ტექნოლოგიები

YouTube-ს წარმომადგენელი: ექსტრემიზმის შემცველი ვიდეორგოლების 98% გამოვლენილია

კომპანია YouTube-მ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ექსტრემიზმის შემცველი ვიდეორგოლების გამოვლენას შეძლებს. ამის შესახებ კომპანიის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის განყოფილების დირექტორმა ჯენიფერ დაუნსმა განაცხადა.

17 იანვარი 2018, 21:50

მსოფლიო

მიჩიგანში მეტეორის ჩამოვარდნას მიწისძვრა მოჰყვა

ამერიკის შტატ მიჩიგანში მეტეორის ვარდნამ 2,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას The Weather Network-ი ავრცელებს. მეტეორის ვარდნას თან კაშკაშა ნათება ახლდა.

17 იანვარი 2018, 21:32

ვიდეო

გია ვოლსკი: პრეზიდენტის შეწყალების რამდენიმე ფაქტია, როდესაც ნარკოტიკის რაოდენობა აჭარბებს მოხმარებისთვის დასაშვებ დოზას

17 იანვარი 2018, 21:30

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 17 იანვარი, 2018 წელი