imedi /  14 ნოემბერი 2017, 10:41 / სანდო წყარო

გიორგი მღებრიშვილი მინისტრობის 2 წელს აფასებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი Facebook-ზე უწყების თანამშრომლებს მიმართვას და მადლობას უხდის. 

"ჩემო პოლიციელებო, ძვირფასო მოქალაქეებო!
ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა თქვენთან ერთად და მემსახურა თქვენი უსაფრთხოებისთვის! 
ეს იყო გამოწვევებით სავსე 2 წელი. 
ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების, ჩემი თანამშრომლების და მათი ოჯახების წინაშე! 
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. 
მადლობა ჩემს გუნდს, რომ ყველაზე რთულ მომენტებში, ჩემ მხარდამხარ, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ ღირსეულად გავმკლავებოდით გამოწვევებს, განგვეხორციელებინა 21-ე საუკუნის პოლიციის იდეა. ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა მისი საფუძველი, ძლიერი ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია.
ამ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა და ბევრი ინოვაციური პროექტი დანერგა. 
ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ყაიდის, მაღალტექნოლოგიური პოლიციისკენ და ამ რეფორმის შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს. 
• შეიქმნა ერთობლივი ოპერაციების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ცენტრი, რომლის ანალოგი სულ რამდენიმე, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყანაშია. 
• დაიწყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომლის პირველი შედეგები უკვე სახეზეა. 
• 2017 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მაღალი დონის შეთანხმებას ევროპოლთან, რითაც საქართველოს შს სამინისტრო ევროპის საპოლიციო ოჯახის ნაწილი გახდა. 
• საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის უპრეცედენტოდ გაფართოებამ, პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო ორმხრივმა ურთიერთობებმა, პოლიციის ატაშეების დანიშვნამ, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში. 
• სამინისტროს არაერთი დანაყოფი გაწევრიანდა პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ასოციაციებში.

• ახლახან ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ჩვენ მიერ დაწყებული პროექტები, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიცია. 
• ჩვენი უცხოელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოს ორგანიზებული დანაშაულის, ე.წ. „კანონიერი ქურდების“, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
• 2016 წელს შსს-ს საპატრულო პოლიციამ დაიწყო ახალი წარმატებული პროექტი - მოთხილამურე პატრული. სამთო-სათხილამურო პატრულებმა უკვე 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს და ქვეყნის სტუმარს აღმოუჩინეს დახმარება. 
• 2015-2017 წლებში „112“-მა, თავისი საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისები დანერგა. 
• მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა სასაზღვრო პოლიციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, შსს-ს აკადემიაში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში... რომელთა ჩამოთვლითაც ახლა თავს არ შეგაწყენთ. 
ვფიქრობ, უმჯობესია, გაკეთებული საქმეები პროფესიონალებმა შეაფასონ.

მე მჯერა ამ პროგრესის, დაწყებული რეფორმების შეუქცევადობის. მჯერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის სიტყვას ამბობს და მომავალშიც იტყვის ქვეყნის განვითარების საქმეში. მინდა, იცოდეთ, რომ ეს უწყება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტია და მას თქვენი, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მინდა, გთხოვოთ, უფრო მეტად დააფასოთ პოლიციელების შრომა, მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლი და მათი წვლილი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში. 
თქვენ უკან 40 ათასამდე ადამიანია. მათი უდიდესი უმრავლესობა ღირსეული და საქმისთვის გულანთებული პოლიციელია. ისინი ყოველთვის თქვენ გვერდით იდგებიან მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. ვიცი, რომ თქვენც მათი იმედი გაქვთ, როცა საფრთხის პირისპირ რჩებით...

მადლობას ვუხდი ჩვენს პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მაშველებს, ჯარისკაცებს, სამინისტროს თანამშრომლებს... ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ 2 წელი მათთან ერთად ვემსახურებოდი საქართველოს!

შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას კი წარმატებას ვუსურვებ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეში. ის მაღალი დონის, პროფესიონალი მენეჯერია, პრინციპული პიროვნება და მჯერა, რომ იქნება ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი", - ნათქვამია მღებრიშვილი მიმართვაში. 

გუშინ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა განახლებული კაბინეტი წარადგინა. სამთავრობო ცვლილების თანახმად, შს სამინისტროს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. 

კომენტარები ()

არქივი

17 იანვარი 2018, 08:49

ძალოვნები

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს დეკანოზის საქმის განხილვა გაგრძელდება

ე.წ. დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება, პროცესზე მოსამართლე ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს. საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. სასამართლო განიხილავს როგორც დაცვის მხარის, ასევე პროკურატურის შუამდგომლობას.

17 იანვარი 2018, 08:36

ძალოვნები

თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ საქმეზე პროკურატურის საჩივარს დღეს განიხილავს

პროკურატურა ბრალდებულ თამაზ ქვლივიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი სამართალდამცველისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

17 იანვარი 2018, 08:20

სპორტი

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მორიგი თამაში მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე წარმატებულ თამაშს აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა ბელგიელი რუბენ ბემელმანსი 3 სეტში ანგარიშით 7:5, 6:1, 6:3 დაამარცხა და გათამაშების მესამე წრეში გავიდა.

17 იანვარი 2018, 08:09

მსოფლიო

დონალდ ტრამპის შვილმა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა

აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის შედეგები შეაფასა და თქვა, რომ დონალდ ტრამპზე ენერგიული ჯერ არავინ უნახავს. 12 იანვარს პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპმა პირველად ჩაიტარა სამედიცინო გამოკვლევა,

17 იანვარი 2018, 01:32

კულტურა

ვუდი ალენის ფილმის მსახიობები ჰონორარს სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

მსახიობებმა ტიმოტი შალამემ და რებეკა ჰოლმა განაცხადეს, რომ ვუდი ალენის ახალ ფილმში "წვიამინი დღე ნიუ-იორკში" მონაწილეობისთვის მიღებულ ჰონორარს საქველმოქმედო ფონდებს გადასცემენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რეჟისორის აყვანილმა შვილმა დილან ფეროუმ ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

17 იანვარი 2018, 01:17

მსოფლიო

ტრამპი: მინდა ემიგრანტები ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ

როდესაც ჟურნალისტებთან შეხვედრა სრულდებოდა, ერთ-ერთმა რეპორტიორმა ტრამპს სთხოვა დაეკონკრეტებინა - მხოლოდ ნორვეგიისნაირი ქვეყნებიდან სურდა ემიგრანტების მიღება, თუ ნაკლებად განვითარებულებიდანაც. ამაზე ტრამპმა უპასუხა: “დიდი მადლობა ყველას. მინდა, რომ ისინი ჩამოდიოდნენ ყველა მხრიდან, ყველა მხრიდან!“.

17 იანვარი 2018, 01:02

მსოფლიო

პოლიტიკოსის მკვლელობის გამო, სერბეთმა კოსოვოსთან დიალოგი შეწყვიტა

პოლიტიკოსის მკვლელობის გამო, სერბეთის დელეგაციამ კოსოვოელ კოლეგებთან ბრიუსელში დიალოგი შეწყვიტა და ბელგრადში დაბრუნდა. ამის შესახებ კოსოვოსა და მეტოხიის მინისტრთა კაბინეტის კანცელარიის ხელმძღვანელი აცხადებს.

17 იანვარი 2018, 00:50

ტექნოლოგიები

Twitter-ი უარჰყოფს, რომ პირად შეტყობინებებს ასობით თანამშრომელი კითხულობს

Project Veritas-მა ფარული კამერით ჩაწერილი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც Twitter-ის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მომხმარებლების პირად შეტყობინებებს ასობით ადამიანი კითხულობს. კერძოდ, ქსელის ინჟინერი კლეი ჰეინსი ამბობს, რომ "არსებობს მთელი რიგი ჯგუფები, რომლებიც ამით არიან დაკავებულები". საუბარია 300 ან 400 ადამიანზე.

17 იანვარი 2018, 00:35

მსოფლიო

კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენის ბორტზე სულ ათი ადამიანი - 8 სამხედრო და ორი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

17 იანვარი 2018, 00:18

საქართველო

სარკინიგზო გვირაბის გაფიცული თანამშრომლები დღეს რკინიგზის წარმომადგენელს ელოდებიან

გაფიცვა გრძელდება ხარაგაულში. სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები ჩინური კომპანიისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვას და სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. გაფიცულები დღეს 17 საათზე საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელს ელოდებიან.

17 იანვარი 2018, 00:05

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანს და კანიე უესტს მესამე შვილი შეეძინათ

„მე და კენიე სიხარულით გაცნობებთ, რომ ქვეყანას მოევლინა ჩვენი ჯანმრთელი და მშვენიერი ქალიშვილი,“-წერს კარდაშიანი. ამასთან მან სუროგატ დედას მადლობა გადაუხადა, რომელმაც წყვილს შვილი გაუჩინა.კიმ კარდაშიანსა და კანიე უეტს 5 წლის ქალიშვილი ნორტი და 3 წლის ვაჟი სეინტი ჰყავთ.

16 იანვარი 2018, 23:51

მსოფლიო

შვედებს ომის შემთხვევაში ქცევის სახელმძღვანელოებს ურიგებენ

შვედეთი წელს ისევ განაახლებს თავისი მოქალაქეებისთვის სახელმძღვანელოების დაგზავნას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ომის შემთხვევაში. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ევროპაში უსაფრთხოების შესუსტებით ხსნის, განსაკუთრებით კი შვედეთის უახლოეს სამეზობლოში.

16 იანვარი 2018, 23:35

მსოფლიო

H&M-ის რეკლამაში მონაწილე ბავშვის ოჯახმა უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა

H&M-ის რეკლამაში მონაწილე ფერადკანიანი ბავშვის ოჯახმა უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა. ამის შესახებ ბიჭის დედამ ტერი მანგომ განაცხადა.მისი თქმით, ამის მიზეზი სამხრეთ აფრიკის დედაქალაქში H&M-ის მაღაზიებზე განხორციელებული თავდასხმები გახდა. გარდა ამისა, ტერი მანგომ განაცხადა, რომ სხვა ფერადკანიანი ადამიანები მას შვილის "გაყიდვაში" ადანაშაულებენ.

16 იანვარი 2018, 23:15

საქართველო

მარგველაშვილი: რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, როცა პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს მიხეილ სააკაშვილის საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს, საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს.

16 იანვარი 2018, 22:47

ძალოვნები

ცხინვალში მარეკ დუდაევი მოკლეს

ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში მარეკ დუდაევი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, მას მილიციის თანამშრომლებმა ესროლეს.მარეკ დუდაევი 2004 წლის მარტში მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლების ძალოვნებმა დააკავეს და 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

16 იანვარი 2018, 22:27

ტაბლოიდი

ინდოეთში პატიმრები ძროხებით თერაპიას გაივლიან

თავდაპირველად ძროხებს 6 ციხეში შეიყვანენ. კომისიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ძროხები, რომლებიც ინდუიზმის ნაწილია, პატიმრებზე მაგიურ ზემოქმედებას მოახდენენ. მისივე თქმით, ძროხის რძე მსჯავრდებულებს "განწმენდს".

16 იანვარი 2018, 22:00

კულტურა

პოლიციამ დოლორეს ო’რიორდანის გარდაცვალებაში საეჭვო გარემოებები ვერ აღმოაჩინა

ლონდონის პოლიციამ ჯგუფ The Cranberries-ის სოლისტის დოლორეს ო’რიორდანის გარდაცვალებაში საეჭვო გარემოებები ვერ აღმოაჩინა.სამართალდამცველების განცხადებით, მომღერელის გარდაცვალების შესახებ მომზადებულ ანგარიშს საკორონერო სამსახურს გადასცემენ, რომელმაც დოლორეს ო’რიორდანის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს.

16 იანვარი 2018, 21:45

ტექნოლოგიები

ხერხი, რომლის წყალობითაც სმარტფონზე ნაკლებ დროს დახარჯავთ

ამ რეჟიმის დროს ყველაფერი შავთეთრად ჩანს და ეს შესამჩნევად ამცირებს სოციალურ ქსელებში ფოტოებისა და ვიდეოების მიმზიდველობას.შედეგად, ატამ მონოქრომულ რეჟიმზე სმარტფონის გადაყვანის პირველივე დღეს საკუთარი ტელეფონით მხოლოდ ნახევარ საათს ისარგებლა.

16 იანვარი 2018, 21:35

ძალოვნები

ნუცუბიძის ქუჩაზე სროლისას 30 წლამდე კაცი დაიჭრა

ცოტა ხნის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია 30 წლამდე კაცი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო

16 იანვარი 2018, 21:27

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 16 იანვარი, 2018 წელი