imedi /  14 ნოემბერი 2017, 21:38 / სანდო წყარო

თბილისის აეროპორტში ევაკუაციის გამო 3 რეისი შეფერხდა

აეროპორტში განხორციელებულ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით, გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით დაიწყო. 

უწყების ცნობით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.

"მოხდა მგზავრების ევაკუაცია, დეტალურად შემოწმდა აეროპორტის ორივე ტერმინალი და მიმდებარე ტერიტორია. მყისიერად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა, რომ მიღებული შეტყობინება სიმართლეს არ შეესაბამება. ამჟამად ყველა რეისი აღდგენილია. მგზავრთა რეგისტრაცია ჩვეულ
რეჟიმში მიმდინარეობს."- აცხადებენ შსს-ში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა, რის გამოც თელ-ავივის, ასტანასა და თეირანის მიმართულებით რეისები შეფერხდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

20 ოქტომბერი 2018, 15:39

ვიდეო

დავით უსუფაშვილი თელავის მოსახლეობას შეხვდა

20 ოქტომბერი 2018, 15:38

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი კრწანისში ამომრჩევლებს შეხვდა

დონალდ ტრამპი

20 ოქტომბერი 2018, 15:35

მსოფლიო

ტრამპმა დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლებს გიჟები უწოდა

არიზონაში საარჩევნო კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას, თეთრი სახლის ლიდერმა მოახლოვებულ შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებს გიჟები უწოდა.

ლაშა ბექაური

20 ოქტომბერი 2018, 15:32

სპორტი

ლაშა ბექაური მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია

ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს 30 წამში იპონით სძლია და ჩემპიონი გახდა.

საჩხერლობა

20 ოქტომბერი 2018, 15:27

საქართველო

საჩხერეში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

საჩხერლობასთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრში ხალხმრავლობაა. იმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები, კონცერტები. ადგილზე მოსულ სტუმრებს იმერული ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნების საშუალება აქვთ. უკვე დასახელდნენ საპატიო საჩხერლები.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

20 ოქტომბერი 2018, 15:27

სპორტი

ვენის ტურნირზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე კევინ ანდერსონი იქნება

ვენის 500 სარეიტინგო ქულიან ტურნირზე (The Erste Bank Open 500 (ATP Vienna ) ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე მსოფლიოს მე-8 ჩოგანი, სამხრეთ აფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება. ამ დრომდე ბასილაშვილი ანდერსონს მხოლოდ ერთხელ შეხვდა.

20 ოქტომბერი 2018, 15:25

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა

აქცია

20 ოქტომბერი 2018, 15:24

მსოფლიო

ტაივანში ჩინეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს ითხოვენ

ტაივანის მოქალაქეებს ჩინეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებლობა სურთ. ამ მოთხოვნით, ტაიბეის ცენტრში მრავალ ათასიანი მიტინგი მოეწყო. დემონსტრანტები ოფიციალური დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივით გამოვიდნენ.

20 ოქტომბერი 2018, 15:22

ვიდეო

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა

20 ოქტომბერი 2018, 15:16

ვიდეო

წინასაარჩევნო შიდაპარტიული კვლევები

თეთრი სახლი

20 ოქტომბერი 2018, 15:16

მსოფლიო

აშშ შეიძლება საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციაზე შეთანხმებიდან გავიდეს

ვაშინგტონი მოსკოვს ბირთვულ იარაღზე გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ რუსეთმა ფრთოსანი რაკეტების გამოცდით, შეთანხმების პირობები დაარღვია.

20 ოქტომბერი 2018, 15:11

ვიდეო

გიორგი დეკანოიძის გატაცების ბრალდებით დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

20 ოქტომბერი 2018, 15:08

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ოკამის 2 მკვიდრი გაიტაცეს

33 წლის გიორგი შამანაური და 35 წლის იასონ შუკაკიძე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყის მასივში დააკავეს.

ვარჯიში

20 ოქტომბერი 2018, 15:06

ტექნოლოგიები

კვლევა: ვარჯიშის გარეშე ცხოვრება თამბაქოს მოხმარებაზე საშიშია

მჯდომარე ცხოვრების წესი იმაზე მეტად ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას, ვიდრე სიგარეტის მოწევა, - ამის შესახებ კლივლენდის კლინიკის ახალ კვლევაში წერია. „ვარჯიშის გარეშე ცხოვრება უფრო მეტად იწვევს სიკვდილს, ვიდრე ჰიპერტეზია, დიაბეტი ან მოწევა“ - ამბობს კვლევის ავტორი, კარდიოლოგი ვაიელ იაბერი.

კანაფის ფესტივალი

20 ოქტომბერი 2018, 14:42

ძალოვნები

შსს ვახო მეგრელიშვილისა და იაგო ხვიჩიას პოლიციაში გადაყვანის მიზეზს გამარტავს

უწყების განმარტებით, თუ ე.წ. ფესტივალზე ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს.

კუნძული პაქსოსი, საბერძნეთი

20 ოქტომბერი 2018, 14:37

მსოფლიო

საბერძნეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებს აფართოებს

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ტერიტორიული წყლების 12 მილით (დაახლოებით 20 კმ) გაფართოების შესახებ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებების პროექტი შეადგინა. პროექტის განხორციელება დასავლეთის კუნძულებით დაიწყება. ამის შესახებ საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელმა ნიკოს კიძიასმა განაცხადა.

ელინ ერსონი

20 ოქტომბერი 2018, 14:26

მსოფლიო

შვედ სტუდენტს ავღანელი კაცის დეპორტაციის ჩაშლისთვის გაასამართლებენ

შვედეთის ქალაქ გეტებორგის უნივერსიტეტის სტუდენტს, ელინ ერსონს, რომელმაც სამი თვის წინ თვითმფრინავში ავღანელი კაცის დეპორტაციის შეჩერება შეძლო, სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწევს.

ჯაბა კანკავა

20 ოქტომბერი 2018, 14:18

სპორტი

ჯაბა კანკავას გოლი ერთა ლიგის საუკეთესო გოლებს შორის მოხვდა

UEFA-ს მიერ დასახელებულ ერთა ლიგის 5 საუკეთესო გოლს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის მიერ ლატვიის კარში გატანილი გოლიც მოხვდა. კანკავამ ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ლატვიის კარი შორეული დარტყმით მე-8 წუთზე აიღო.

20 ოქტომბერი 2018, 13:58

ძალოვნები

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული კიდევ 2 პირი გაათავისუფლეს

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან კიდევ 2 გაათავისუფლეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი პირი მტკიცებულებების არ არსებობის გამო გაათავისუფლეს.

ვახო მეგრელიშვილი და
იაგო ხვიჩია

20 ოქტომბერი 2018, 13:43

ძალოვნები

გირჩის განცხადებით, ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პოლიციაში წაიყვანეს

მოძრაობა გირჩის განცხადებით სამართალდამცველებმა მისი ორი წევრი - ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დედა ენის ბაღში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ვიდეოგანცხადებას გირჩის ლიდერი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ბაღი სამართალდამცველებით სავსეა.