imedi /  13 თებერვალი 2018, 15:56 / სანდო წყარო

ხორავას ქუჩის საქმეზე დაცვის მხარე ბრალდებას ექსპერტიზის გამოქვეყნების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

ხორავას ქუჩა

ხორავას ქუჩა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი განახლდა. 

სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. 

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ექსპერტიზას ბრალდების მხარე განზრახ აჭიანურებს”- თქვა არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ბრალდების მიზანია, დაცვის მხარემ დამოუკიდებელი ექსპერტიზა ვერ ჩაატაროს და საქმეში უცხოელი ექსპერტები ვერ ჩართოს. საუბარია ტრასოლოგიურ ექსპერტიზაზე. 

სახელმწიფო ბრალდება ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

დღეს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 51-ე სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი და კიდევ ერთი პირდაპირი მოწმე იკითხებიან.

დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს ახალი ნივთმტკიცებების დასაშვებობის შუამდგომლობითაც მიმართავს.  არასრუწლოვნების საქმის განსახილველად საქალაქო სასამართლოს 6 თვის ვადა აქვს.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრალდებულთა ოჯახებს შეკითხვები აქვთ. კეთდება განცხადებები, რომ ხორავას ქუჩის სისხლიან გარჩევაში სხვა დამნაშავეებიც იკვეთებიან. სწორედ მათ გამოაშკარავებას და დასჯას ითხოვს ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის დედა, რომელმაც "ქრონიკასთან" ორთვიანი დუმილი დაარღვია.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ოპერა

21 ოქტომბერი 2018, 08:18

კულტურა

ოპერის „ქეთო და კოტე“ კლავირის ახალი ბეჭდური ვერსია გამოიცა

პარალელურად, ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ სცენაზე ბრუნდება. სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ნაციონალური ბალეტი.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

21 ოქტომბერი 2018, 08:09

ტაბლოიდი

ბერამ თავის ახალ კლიპში ნანუკა გუდავაძე გადაიღო. ვიდეო

როგორც ბერა წერს, ვიდეოს სრული ვერსია 22 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. სიმღერის სახელწოდებაა „დროის მანქანა.“ კლიპის თიზერში, ბერა„მერსედესის“მარკის მანქანაში ნანუკა გუდავაძესთან ერთად ზის.წყვილმა ნიშნობის შესახებ სექტემბერში განაცხადა და ქორწილსაც გეგმავენ.

21 ოქტომბერი 2018, 07:57

სპორტი

გელა ზაალიშვილი ბაჰამის კუნძულებზე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელი სტეფან ჰეგუი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ონისე სანებლიძე, რომელმაც კანადელი ელნაჰასი დაამარცხა. დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველობის გამარჯვებული გამოვლინდება.

ზურაბ ჯაფარიძე

21 ოქტომბერი 2018, 07:48

ძალოვნები

გირჩი: კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს

"და ბოლოს, დადგა მომენტი, როცა ყველანი თავისუფლები ვართ. საპატიმრო დატოვეს აჩო ხაჩიძემ და დავით გაბუნიამ. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დღეს ყველანი საკუთარ სახლებში დავიძინებთ და კიდევ უფრო #ჯაფარაპრეზიდენტად,"- წერია განცხადებაში.

21 ოქტომბერი 2018, 00:34

კულტურა

The Beatles-ის სიმღერის აკუსტიკური ჩანაწერი გავრცელდა ▶️

The Beatles-ის “თეთრი ალბომი” 1968 წელს გამოვიდა. Rolling Stone-მა გამოაქვეყნა აქამდე უცნობი ჩანაწერი სიმღერისა “While My Guitar Gently Weeps”, რომელიც ამ ალბომისთვის აკუსტიკურადაა ჩაწერილი.

მოგზაურობა

21 ოქტომბერი 2018, 00:30

ეკონომიკა

მოგზაურობისთვის ყველაზე იაფი ევროპული ქვეყნები დასახელდა

საბერძნეთში საკურორტე ზონები საბერძნეთში ბევრია და მოგზაურობის მსურველებსაც ფართო არჩევანი აქვს. რაც მთავარია, ამ ქვეყანაში დასვენება მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია, რადგან ამჟამად, საბერძნეთის ტურის ღირებულება 1 ადამიანისთვის 450 ლარიდან იწყება.

21 ოქტომბერი 2018, 00:14

კულტურა

ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლონდონში Wildlife Photographer of the Year-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ეს არის ველური ბუნების საერთაშორისო ფოტოკოკურსი, რომელსაც ბრიტანეთის ბუნების ისტორიის მუზეუმი ატარებს.

შშმ პირები

21 ოქტომბერი 2018, 00:05

საქართველო

ბათუმში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

პრეზენტაცია 2019 წელს განსახორციელებელი ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტების კონცეფციას ეხებოდა, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთათვის სანაპირო ზოლზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას.

სამეფო ოჯახი

20 ოქტომბერი 2018, 23:35

ტაბლოიდი

5 აკრძალვა, რომელსაც სამეფო ოჯახი არღვევს

BBC-მ სამეფო ოჯახის წევრებზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ეტიკეტით აკრძალულ ქცევები აღწერა. კოდექსი, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების საჯარო სივრცეში ქცევებს არეგულირებს, დაუწერელი კანონია, მაგრამ მას რამდენიმე ასწლეულია, ტრადიციებისამებრ, იცავენ.

დაცული ტერიტორიები

20 ოქტომბერი 2018, 23:33

ეკონომიკა

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 9 თვეში 974 827 ვიზიტორი ეწვია

დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი უცხოელი ესტუმრა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. 9 თვის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ოკაცეს კანიონი, თბილისის ეროვნული პარკი.

ონოკოლოგიური პაციენტი

20 ოქტომბერი 2018, 23:02

საქართველო

ზურაბიშვილი პრეზიდენტობის შემთხვევაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის პირობების გაუმჯობესებას გეგმავს

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, ის შეშფოთებულია, რომ დღეს ონკოლოგიური პაციენტები საქართველოდან ისევ საზღვარგარეთ მიდიან და მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არ არის. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკიტხი იქნება, რომლის მოგვარებაზეც იზრუნებს.

სიცივე

20 ოქტომბერი 2018, 22:48

ტექნოლოგიები

სპეციალისტები განმარტავენ, რატომ ვკანკალებთ სიცივეში

სპეციალისტების შეფასებით, ადამიანის ორგანიზმი ძალიან ჭკვიანი მექანიზმია. ხშირად ადამიანებმა არ ვიცით, რატომ გვემართება უცნაური მოვლენები. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ექიმების“ ეთერში სპეციალისტებმა ისაუბრეს, რა მოსდის ადამიანის ორგანიზმს სხვადსხვა სიტუაციაში.

ჯაფარიძე

20 ოქტომბერი 2018, 22:26

ძალოვნები

ზურაბ ჯაფარიძე მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს

დედა ენის ბაღში, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლდა. პოლიციის სამმართველოს შენობა მან რამდენიმე წუთის წინ ადვოკატთან ერთად დატოვა.

თუშეთი

20 ოქტომბერი 2018, 22:11

საქართველო

თუშეთის საავტომობილო მაგისტრალი გაზაფხულამდე დაიკეტა

ახემტის მერის მოადგილის განცხადებით, ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა. თუშეთში გადადგილება ამიერიდან მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. როგორც იცით გასული წლიდან მოქმედებს თუშეთის მიმართა ავიერესები, რითაც ადგილობრივები და მესაზღვრეები სარგებლობენ

20 ოქტომბერი 2018, 22:02

ძალოვნები

მთავარ სამმართველოში სამი დაკავებული რჩება, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე

დიღმის მთავარი სამმართველო "გირჩის" რამდენიმე წევრმა იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა დატოვა. მათი თქმით სამართალდამცველები ძირითადად კითხვებს იმის შესახებ უსვამდნენ, გააჩნდა თუ არა ზურაბ ჯაფარიძეს მარიხუანა.

20 ოქტომბერი 2018, 22:00

ინტერვიუ

„9 წელს კი არა, 90 წელს გაგრძელდება ლაპარაკი, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის უბედურება“

რამ მისცა ბიძგი ბადრი პატარკაციშვილის საქმის გამოძიებას

პიტერ დინკლეიჯი

20 ოქტომბერი 2018, 21:52

კულტურა

პიტერ დინკლეიჯმა თავისი პერსონაჟის ბედის შესახებ მინიშნება გააკეთა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობმა პიტერ დინკლეიჯმა საზოგადოებას თავისი პერსონაჟის ტირიონ ლანისტერის სიკვდილთან დაკავშირებით მინიშნება მისცა. ამის შესახებ მან გამოცემა Vulture-სთან ინტერვიუს დროს თქვა.

იაგო ხვიჩია

20 ოქტომბერი 2018, 21:39

ძალოვნები

იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს.მანამდე პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაიყვანა.

20 ოქტომბერი 2018, 21:39

ვიდეო

„ძალა ერთობაშიას“ სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ

20 ოქტომბერი 2018, 21:37

ვიდეო

პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დედაქალაქსა და რეგიონებში გამართეს