imedi /  13 თებერვალი 2018, 17:56 / სანდო წყარო

გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროპკურატურადეკანოზის საქმეზე” სააპელაციო სასამართლოს განაჩენს საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქარველოს მთავრი პროკურატურა ავრცელებს.

13 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ციანიდის საქმეზე” პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო. ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 5 სექტემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც გიორგი მამალაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში (სსსკ-ის 18, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით). გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურამ გიორგი მამალაძეს ბრალი განზრახ მკვლელობის ანგარებით მომზადების მუხლით წარუდგინა, თუმცა საქალაქო სასამართლომ საქმე გადააკვალიფიცირა და მამალაძე დამნაშავედ ცნო შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში.

იგივე გადაწყვეტილება დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომაც. პროკურატურა აცხადებს, რომ დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდგომ, სასამართლოს განაჩენს მოტივის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრებს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას დაცვის მხარეც აპირებს. ისინი გიორგი მამალაძის უდანაშაულოდ ცნობას მოითხივენ.

გასული წლის 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს. 

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

კომენტარები ()

არქივი

22 თებერვალი 2018, 20:48

ტაბლოიდი

ფოტოგრაფმა ,,2-სახიანი" კატა გადაიღო

ფოტოგრაფმა უჩვეულო კატის ფოტო გადაიღო: ცხოველს ნახევარი სახე შავი აქვს, მეორე კი-ნაცრისფერი. კატა საფრანგეთში ცხოვრობს. ფოტოგრაფი მის გადასაღებად კატის პატრონის სახლში სპეციალურად მივიდა.

22 თებერვალი 2018, 20:46

მსოფლიო

2300 წელს მსოფლიოში ზღვის დონე 1 მეტრით იქნება გაზრდილი

2300 წლისთვის მსოფლიოში ზღვის დონე 1 მეტრით იქნება მომატებული. წყლის დონის მატების მთავრი მიზეზი გარემოს დაბინძურება, გლობალური დათბობა და ანტარქტიდაზე ყინულის მასიური ლღობაა. მეცნერების მტკიცებით, ზღვის დონის მატება ასწლეულების შემდეგ, ყველაზე მეტად სანაპირო რეგიონებს დააზარალებს და დატბორავს დასახლებულ პუნქტებს.

22 თებერვალი 2018, 20:38

ძალოვნები

მოკლული გოგოს მეზობლები: ანა შეყვარებულთან ხშირად ჩხუბობდა

თემქაზე ნაპოვნი მოკლული ანი ნაცვლიშვილის მეზობლები აცხადებენ, რომ შეყვარებულთან, რომელიც ამჟამად დაკავებულია, ხშირად ჩუბობდა. ჩხუბის მიზეზი, ძირითად შემთხვევაში, ეჭვიანობა იყო. მკვლელობამდე მათ ურთიერთობა აღდგენილი, სავარაუდოდ, არ ჰქონდათ.

22 თებერვალი 2018, 20:37

ვიდეო

მალე თბილისს თანამედროვე სტანდარტის სამკითხველო დარბაზები ექნება

22 თებერვალი 2018, 20:25

ვიდეო

კოკა კაციტაძე: უახლოეს მომავალში რამდენიმე პოლიტ პატიმრის საქმის გადასინჯვას ვაპირებთ

22 თებერვალი 2018, 20:15

ძალოვნები

თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ სპეციალური ბრიფინგი გამართა

თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა. უწყების ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია 1997 წელს დაბადებული პირი, რომელმაც მკვლელობა შურისძიების მოტივით ჩაიდინა და 20 წლის გოგოს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

22 თებერვალი 2018, 20:14

ვიდეო

თბილისში ახალგაზრდა გოგონას მკვლელობას შსს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

22 თებერვალი 2018, 20:09

ვიდეო

იუსრიციის უმაღლეს საბჭოში 44 მოსამართლე უვადოდ განამწესეს

22 თებერვალი 2018, 19:52

ძალოვნები

თემქაზე გოგოს მკვლელობა ყოფილმა შეყვარებულმა აღიარა

თემქაზე 21 წლის გოგოს, ანა ნაცვლიშვილის სავარაუდო მკვლელი დადგენილია. ის მისი ყოფილი შეყვარებულია, რომელმაც მკვლელობა აღიარა. imedinews-ის ინფორმაციით, ბიჭი დაკავებულია.

22 თებერვალი 2018, 19:48

მსოფლიო

სამსახურიდან გათავისუფლებულმა ორსულმა ევროსასამართლოში პროცესი წააგო

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ქალის მიმართ, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებას ასაჩივრებდა. ის ესპანეთში, ბანკში მუშაობდა, თუმცა 2013 წელს, ქალი ორსულობისას, ბანკის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

22 თებერვალი 2018, 19:45

საქართველო

პროფკავშირები სამუშაო ადგილებზე მუშების დაღუპვის ფაქტებს მორიგი აქციით გააპროტესტებს

"მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!" - ამ ლოზუნგით ხვალ, თბილისში აქცია გაიმართება, რომელსაც სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებული პირები შეუერთდებიან.აქციის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაა.

22 თებერვალი 2018, 19:40

საქართველო

ზოიძე: სამშენებლო რეგულაციების დარღვევაზე სანქციები მხოლოდ თბილისზე გავრცელდება

სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ თბილისში წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება. ამის შესახებ არლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ თქვა.

22 თებერვალი 2018, 19:40

საქართველო

ჯანელიძე ქართველ არალეგალებს გერმანიის მთავრობის დახმარების მიღებისკენ მოუწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც სამშობლოში დაბრუნების მსურველებს, მათ შორის ქართველებს, ფინანსურ კომპენსაციას გადაუხდის. ის გერმანიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ.

22 თებერვალი 2018, 19:38

ინტერვიუ

რა ეტაპებს მოიცავს დედაქალაქის საბიბლიოთეკო რეფორმა

ინტერვიუ კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელთან

22 თებერვალი 2018, 19:31

საქართველო

ქართული მარშის წევრები სოროსის ფონდის წინააღმდეგ აქციას მართავენ

ამ წუთებში აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროდან სოროსის ფონდის მიმართულებით გადაადგილდებიან. “აიკრძალოს სოროსი” და “სოროსი სანაგვეზე”- ამ ლოზუნგებით შეკრებილები საქართველოში სოროსის ფონდის საქმიანობას აპროტესტებენ.

22 თებერვალი 2018, 19:28

ტექნოლოგიები

SpaceX-მა გლობალური ინტერნეტის სატესტო თანამგზავრები ორბიტაზე გაუშვა

პროექტის რამდენჯერმე გადადების შემდეგ, SpaceX-მა, გლობალური ინტერნეტის პროექტის ფარგლებში, ორბიტაზე 2 სატესტო თანამგზავრი გაუშვა. თანამგზავრების გაშვება 21 თებერვალსაც იგეგმებოდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო გადადეს.

22 თებერვალი 2018, 19:16

საქართველო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ 44 მოსამართლე დანიშნა

უვადოდ გამწსებულ მოსამართლეებს შორის არიან ასევე „რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმის მოსამართლე შორენა გუნცაძე.

22 თებერვალი 2018, 19:10

ძალოვნები

თეთრი ხმაური: პრობაციონერი ნარკოტესტირებაზე იძულებით გადაიყვანეს

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ცნობით, დღეს პრობაციონერი მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში მოტყუებით დაიბარეს - მას დოკუმენტაციის შეგროვება და მიტანა მოსთხოვეს. განყოფილებაში მისული პრობაციონერი კი ნარკოლოგიურში ტესტირებაზე გადაიყვანეს.

22 თებერვალი 2018, 19:01

მსოფლიო

მზარეული და ბალეტის ყოფილი მოცეკვავე ბრიტანეთში არალეგალების გადაყვანის გამო გაასამართლეს

ინგლისის ქალაქ პორტსმუთის სასამართლომ ორი უკრაინელის მიმართ, რომლებიც ბრიტანეთში ექვსი თანამემამულის არალეგალურად გადაყვანას ცდილობდნენ, განაჩენი გამოიტანა. ბალეტის ყოფილ მოცეკვავეს, ვლადისლავ კურტოგლუს თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, მზარეულ დიმიტრი კრიუკს კი - სამი წლით და 9 თვით მიუსაჯეს.

22 თებერვალი 2018, 18:58

ეკონომიკა

კომისია: რუსთავი 2-მა 2015 წლის დეკლარირებულ მონაცემებში 10 მილიონი ლარის შემოსავალი არ ასახა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად განაცხადა, რომ სარეკლამო ბაზარზე არაბუნებრივი გადანაწილება იყო 2015 წლის მეოთხე კვარტალშიც, მაგრამ არა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ეს 2017 წელს მოხდა.