imedi /  16 აპრილი 2018, 17:25 / სანდო წყარო

სათხილამურო ტრასაზე დაღუპული ტატიშვილის საქმის განხილვა სააპელაციოში 25 აპრილს გაგრძელდება

პროკურორი გოჩა ქორაია

სააპელაციო სასამართლოში ორი წლის წინ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე დაღუპული 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმის განხილვა 25 აპრილს განახლდება. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.

ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო. ადვოკატის, გოჩა ქორაიას თქმით, გიორგი ლიპარტელიანმა სრიალის დროს წინდახედულობის ნორმები არ გაითვალისწინა, სრიალის სისწრაფე ვერ შეუფარდა არსებულ პირობებს და ტრასის დატვირთულობას, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა. 

პროცესზე დაცვის მხარემ საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, რომ სალომე ტატიშვილის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა მაშველების მიერ ჩატარებული ხელოვნური სუნთქვა ყოფილიყო და არა შეჯახება. რაც კატეგორიულად მიუღებელია ტატიშვილების ოჯახისთვის. 

2016 წელს გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურში ერთ-ერთ სასრიალო ტრასაზე შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე დაიღუპა.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელეს.

კომენტარები ()

არქივი

25 აპრილი 2018, 15:34

ძალოვნები

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება

სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს.

25 აპრილი 2018, 15:27

საქართველო

სოფიო ქაცარავა: საკანონმდებლო ცვლილებები ვიზალიბერალიზაციის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის

"ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ. ეს არის დროული და მნიშვნელოვანო ცვლილება. მოქალაქეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა ახლა უკვე საზღვრის გადაკვეთამდე მოუხდება. ამ ნაბიჯით ვიზალიბერალიზაციის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური გახდება,"- აცხადებს ქაცარავა.

25 აპრილი 2018, 15:27

საქართველო

პროტოპრესვიტერი ზვიადაძე: საპატრიარქო არ თვლის, რომ კანონმდებლობის გამკაცრებაა საჭირო

რელიგიური გრძნობების შესახებ კანონპროექტს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ეხმიანება. მისი თქმით, აუცილებელია საპატრიარქოს პოზიცია ზედმიწევნით ზუსტად გამოიკვეთოს, ვინაიდან ეს საპატრიარქოს ინიციატივაა.

25 აპრილი 2018, 15:15

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა საზღვარზე ე.წ ფილტრის აღმართვის წინააღმდეგია

"ვერავინ განსაზღვრავს წინასწარ, ადამიანი დასარჩენად მიდის თუ არა სხვა ქვეყანაში. ბარიერების აღმართვა და სასაზღვრო ფილტრის აღმართვა არის დაუშვებელი. ეს შეასაძლოა იყოს გამოყენებული კორუფციული ან პოლიტიკური მიზნებისთვის. საჭიროა უფრო გონივრული წინადადებების შემუშავება"-აცხადებს რომან გოცირიძე.

25 აპრილი 2018, 15:08

ვიდეო

“რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” პასუხისგებაში მიცემის ინიციატივას შეფასებები მოჰყვა

25 აპრილი 2018, 15:07

ძალოვნები

სალომე ტატიშვილის დაღუპვის საქმეზე ლიპარტელიანს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

2016 წელს გიორგი ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს გუდაურში ერთ-ერთ სასრიალო ტრასაზე შეეჯახა, რის შედეგადაც გოგო ადგილზე დაიღუპა.

25 აპრილი 2018, 14:59

საქართველო

ქუთაისში ტაქსის მძღოლების პროტესტმა ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლა

მესამე დღეა ქუთაისში ტაქსის მძღოლების პროტესტი მიმდინარეობს. კომპანია "მაქსიმში" დასაქმებულები ტარიფის 30 თეთრით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულები ამ წუთებში ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

25 აპრილი 2018, 14:56

მსოფლიო

ევროპაში უვიზოდ გასამგზავრებლად, ნებართვის მიღება და 7 ევროს გადახდა სავალდებულო ხდება

როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, ევროპაში გასამგზავრებლად ავტორიზაციის მისაღებად, ონლაინ ანკეტის შევსება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ.

25 აპრილი 2018, 14:54

ძალოვნები

დაღუპული ტატიშვილის მამამ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

25 აპრილი 2018, 14:52

საქართველო

თბილისის 100-ზე მეტ ბაღში უსაფრთხოების ბადეები დაამონტაჟეს

ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ბაღებში ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეები მონტაჟდება. თბილისის ბაღების სააგენტოს ცნობით, სამუშაოები 100-ზე მეტ ბაღში უკვე დასრულდა, ხოლო 58 საბავშვო ბაღში ჯერ ისევ მიმდინაროებს.

25 აპრილი 2018, 14:50

მსოფლიო

ჩინეთში ფეხმძიმე ქალმა 4 წლის ბავშვს ფეხი დაუდო და წააქცია

ფეხმძიმე ქალმა, რომელიც რესტორნის შესასვლელთან იჯდა, 4 წლის ბიჭი ფეხი დაუდო, რის შედეგადაც ბავშვი დაეცა და თავის ტრავმა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

25 აპრილი 2018, 14:48

ვიდეო

ქრონიკა 14:00 საათზე - 25 აპრილი, 2018 წელი

25 აპრილი 2018, 14:40

ეკონომიკა

ტექდათვალიერების ცენტრის შექმნასა და აკრედიტაციის მიღებაზე განაცხადების მიღება გახანგრძლივდა

ეკონომიკის სამინისტრომ ტექინსპექტირების ცენტრის შექმნა-მოწყობისა და აკრედიტაციის მიღების მიზნით განაცხადების მიღების ვადა გაახანგრძლივა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

25 აპრილი 2018, 14:39

საქართველო

ანთაძე: ქართველების მოთხოვნაზე აფხაზური მხარის პასუხი დუმილი იყო

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებასა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხებს.

25 აპრილი 2018, 14:36

მსოფლიო

თალიბანმა ე.წ. საგაზაფხულო შეტევა დაიწყო

ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში თალიბანი ძირითად სამიზნედ ასახელებს „ამერიკელ დამპყრობლებს,“ მათ მხარდამჭერ ავღანეთის მთავრობას და სამხედროებს კი, მეორად სამიზნედ მოიხსენიებს.

25 აპრილი 2018, 14:29

საქართველო

პაოლო ალიმ როუზ-როსის 97-ე სემინარი შეაჯამა

სემინარის ბოლო დღის მთავარი განსახილველი საკითხები კვლავ რუსული აგრესია, რეგიონის მთავარი გამოწვევები და ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესები იყო. ამასთან, ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზეც.

25 აპრილი 2018, 14:28

მსოფლიო

სომხეთში საპროტესტო გამოსვლებს შეუერთდა სიდიდით მეორე საპარლამენტო პარტია

პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარის, გაგიკ ცარუკიანის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მხარდამჭერებს მოუწოდებენ მობილიზებისა და ქუჩებში გასვლისკენ ერევანსა და სომხეთის ყველა ოლქში.

25 აპრილი 2018, 14:21

საქართველო

საპარტნიორო ფონდის ფინანსური ანგარიშგება საჯაროა

ფინანსურ ანგარიშგებას ფინანსთა სამინისტროს სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ მართულ ფინანსური ანგარიშგების პორტალ www.reportal.ge-ზე აქვეყნებს.

25 აპრილი 2018, 14:15

ეკონომიკა

თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა

2018 წლის იანვარ-მარტში 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6,2%-ით (47,6 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 809,5 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

25 აპრილი 2018, 14:14

ეკონომიკა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.