imedi /  16 აპრილი 2018, 18:52 / სანდო წყარო

პროკურატურამ ვეფხია ბაქრაძის პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულის ვ.ბ-სთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის თ.ბ.- სთვის აღკვეთის ღონისძიების  სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მანამდე ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ში განმარტავენ, რომ ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლით 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 

მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად დასთან იყო. ის სახლში ბავშვების თვალწინ მოკლეს.

დაღუპულის დედის მეგობარი კაცი, 1972 წელს დაბადებული ვეფხია ბაქრაძე, სოფელ თელეთში 14 აპრილს დააკავეს. დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

15 ოქტომბერი 2018, 11:24

ვიდეო

მოლაპარაკებები BREXIT-ზე

რომანოვების სასახლის  პროექტი

15 ოქტომბერი 2018, 11:19

საქართველო

როგორი იქნება რესტავრირებული რომანოვების სასახლე. ვიდეო

რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა. პროექტის მიხედვით, სასახლე და ისტორიული კომპლექსი პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს. პროექტი კი სპეციალისტთა ჩართულობით მომზადდა.

თავდაცვის სამინისტრო

15 ოქტომბერი 2018, 11:16

ძალოვნები

ქართველი მაიორი ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სახელით მედლით დააჯილდოვეს

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია იმყოფება. დღეს დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსს, გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდსა და სხვა წევრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ უმასპინძლა.

15 ოქტომბერი 2018, 11:16

მსოფლიო

საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში ძლიერი წვიმების გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

საფრანგეთის დეპარტამენტ ოდში ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დეპარტამენტში განგაშის უმაღლესი, წითელი დონეა გამოცხადებული. წვიმებმა ქუჩების უმეტესობა დატბორა, ამის გამო მოძრაობა შეზღუდულია.

15 ოქტომბერი 2018, 11:13

ვიდეო

ლევან დავითაშვილი კატარის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

განათლების სამინისტროს ბიუჯეტი

15 ოქტომბერი 2018, 11:12

საქართველო

რაში დახარჯავს განათლების სამინისტრო 2019 წელს მილიარდ 485 მილიონამდე ლარს

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება იზრდება. პროექტის თანახმად სამინისტრო 2019 წელს მილიარდ 485 მილიონ ლარს მიიღებს.

კუნძული

15 ოქტომბერი 2018, 11:09

ეკონომიკა

დიდ ბრიტანეთში დრეიკის კუნძული და ციხე £6 მილიონად იყიდება

დიდი ბრიტანეთის კუთვნილი დრეიკის კუნძული და მასზე განთავსებული ციხე £6 მილიონად იყიდება. კუნძულზე ყაზარმები და გვირაბების მიწისქვეშა ქსელია. ტერიტორია 24 ათას კვ/მ-ზე მეტია.

15 ოქტომბერი 2018, 11:07

ვიდეო

სპორტის ყოფილი მინისტრი, ღირსების შელახვისთვის ოქუაშვილს სასამართლოში უჩივის

15 ოქტომბერი 2018, 11:02

ვიდეო

ვანო ჩხარტიშვილის ინტერვიუ

ნავთობი

15 ოქტომბერი 2018, 10:50

ეკონომიკა

ირანი ამტკიცებს, რომ ნავთობის ახალი მყიდველები ჰყავს

თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ირანელი მაღალჩინოსანი ვერ ან არ ასახელებს ახალი პარტნიორების ვინაობას. მან აქვე აღნიშნა, რომ აშშ-ის სანქციებმა, მიუხედავად მათი უსამართლობისა და უკანონობისა, შექმნეს შესაძლებლობა, უკეთ შეეწყოს ხელი შიდა წარმოებას.

15 ოქტომბერი 2018, 10:37

სპორტი

ქართველი მოციგურავეები გრან-პრის ფინალში არიან

ქართველ მოცეკვავე წყვილთან ერთად ფინალში, სამი წყვილი რუსეთიდან, ერთი კანადიდან და ერთი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იასპარეზებს. ასეთი წარმატება ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

კორპუსი

15 ოქტომბერი 2018, 10:36

ტაბლოიდი

პანამაში გოგო სელფის გადაღებისას 27-ე სართულიდან გადავარდა. ვიდეო

პანამის დედაქალაქში, პანამაში 27 წლის გოგო აივანზე სელფს იღებდა, თუმცა წონასწორობა დაკარგა და 27-ე სართულიდან გადავარდა. უბედური შემთხვევა მეზობელი კორპუსიდან გადაიღეს.

15 ოქტომბერი 2018, 10:31

ვიდეო

CNN: ივლისის შემდეგ ფეისბუქის აქციების ღირებულება 30%-ით დაეცა

15 ოქტომბერი 2018, 10:30

მსოფლიო

ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე დიპლომატები ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ახალი სანქციების დაწესების მექანიზმს დაამტკიცებენ და „აღმოსავლეთ პარტნიორებთან“ გამართავენ მოლაპარაკებებს.

15 ოქტომბერი 2018, 10:27

ვიდეო

საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა ბრიტანეთში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ

15 ოქტომბერი 2018, 10:24

ვიდეო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შესაძლოა დღეს დააწესოს

მოწამეთას დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარი

15 ოქტომბერი 2018, 10:21

საქართველო

დღეს მოწამეთობა აღინიშნება

გადმოცემის თანახმად, ტაძარი იმ ადილზეა აგებული, სადაც მურვან ყრუმ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე აწამა. ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან.

15 ოქტომბერი 2018, 10:21

ვიდეო

ნიკი ჰეილის შემდეგ თანამდებობა შესაძლოა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა დატოვოს

15 ოქტომბერი 2018, 10:13

ვიდეო

სოფელ პატარა ფოთში ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა, მომხდარის შედეგად, მძღოლი დაშავდა

იემენი

15 ოქტომბერი 2018, 10:09

მსოფლიო

გაერო: იემენში 13 მილიონი ადამიანი შიმშილობს

საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, საჰაერო დაბომბვების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. გაერო საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედ კოალიციას საჰაერო თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.