imedi /  15 მაისი 2018, 16:30 / სანდო წყარო

BASSIANI-ს სპეცოპერაციამდე დაკავებულებს კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვას და გასაღებას ედავებიან

სპეცოპერაცია კლუბ ბასიაშნი

კლუბ BASSIANI-ს სპეცოპერაციამდე თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულ 8 ადამიანს მთავარი პროკურატურა კლუბური ნარკოტიკების მდმა- და ტენამფეტამინის შეძენა-შენახვას და გასაღებას ედავება. ეს ბრალდება პროკურატურამ დაკავებულებს 14 მაისს წარუდგინა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულები 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში ხვადასხვა კლუბებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

უწყებას ამის დასადასტურებლად ფაქტებიც მოჰყავს. კერძოდ:

ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ სხვადასხვა დროს, ბრალდებულმა ვ.ჟ.-მ 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 2 ცალი აბი, 200 ლარად და 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ასევე 2 ცალი აბი 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა. 

ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში ბრალდებულმა ლ.მ-მ 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.

ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ქ.მ-მ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 4 ცალი აბი და აბის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა. 

 ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში მ.მ-მ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 420 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა. 

ქ.თბილისში ბრალდებულმა  გ.მ-მ 0,2268 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა. 

ღამის კლუბ BASSIANI-ს ტერიტორიაზე ბრალდებულმა ბ.დ-მ (სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირზე) ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი აბი; 0.98825 გრამი მდმა-ს, 0,15975 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი 700 ლარად, 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი 650 ლარად და 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა. 

ასევე, ღამის კლუბ BASSIANI-ს ტერიტორიაზე ბრალდებულმა თ.ჩ-მ 0,0836 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 120 ლარად, და 0.436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარად უკანონოდ გაასაღა.  

ღამის კლუბ BASSIANI-ში ჯ.ე-მ 0,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარად, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი, 360 ლარად და 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.

პროკურატურის განცხადებაში არ არის ნახსენები ნივთიერებები „მეფედრონი“ და „ფენტალინი“, რომელსაც საზოგადოებაში ბოლო კვირებში 4 ადამიანის დაღუპვას უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ადამიანების ამ ნივთიერებებით დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დადსტურებული არ არის.    

დაკავებულებს 260-ე მუხლის სხვადასხვა პუნქტით აქვთ ბრალი წარდგენილი. 7 მათგანისთვის წარდგენლი ბრალდება 7-დან 14 წლამდე, ხოლო ერთი პირისთვის წარდგენილი ბრალდება 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ბრალის დამტიცების შემთხვევაში. 

14 მაისს დაკავებულ 8 ადამიანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულთა ადვოკატები დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მიერ დაყენებული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 სავარაუდო ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს. 

არქივი

18 ივნისი 2018, 22:59

ტაბლოიდი

ბრაზილიელმა ჟურნალისტმა დონის როსტოვს „სერიული მკვლელობების მსოფლიო დედაქალაქი“ უწოდა

შეგახსენებთ, რომ დონის როსტოვში მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მომდევნო საფეხბურთო მატჩი ურუგვაისა და საუდის არაბეთს შორის 20 ივნისს გაიმართება. მსოფლიო მასშტაბის საფეხბურთო ღონისძიებამ სტარტი რუსეთში 14 ივნისს აიღო და 15 ივლისამდე გასტანს.

18 ივნისი 2018, 22:57

მსოფლიო

The Guardian-მა ცენტრალური ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულებები დაასახელა

The Guardian-მა ცენტრალურ ევროპაში საუკეთესო ტურისტული მიმართულებები დაასახელა. სტატიაში მოცემულია სხვადასხვა ტურისტული ადგილი პოლონეთიდან სლოვაკეთის ჩათვლით. მათ შორის არის, ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი.

18 ივნისი 2018, 22:38

საქართველო

მოსკოვში ფეხბურთელ სოლომონ კვირკველიას სახლში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

რუსეთში, საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივში" მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის სოლომონ კვირველიას სახლში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, გადაცვლილი კაცი პასპორტის საშუალებით ამოიცნეს.

18 ივნისი 2018, 22:27

კულტურა

ამერიკული კინოინდუსტრია კრიპტოვალუტაზე ფილმს გადაიღებს

Crypto - ასე ერქმევა კრიპტოვალუტის ჰოლივუდურ ეკრანიზაციას, რომელშიც მთავარ როლებს ალექსის ბლიდელი, კურტ რასელი და ბოუ კრისტიან ნაპი ითამაშებენ. სიუჟეტის მთავარი გმირი ფედერალური აგენტია. ის ქალაქში ბრუნდება, რათა კორუფციისა და თაღლითობის საქმე გამოიძიოს.

18 ივნისი 2018, 22:08

ტექნოლოგიები

რობოტმა მარსზე ქარიშხლის მოახლოებისას სელფი გადაიღო

მარსმავალმა "ქიურიოსითიმ", რომელიც გეილის კრატერში მუშაობს შტორმის ფონზე "სელფი" გადაიღო. მის "კოლეგას" კი რომელიც პლანეტის მეორე მხარეს მუშაობს, ნაკლებად გაუმართლა, რადგან შტორმმა დააზიანა.

18 ივნისი 2018, 22:03

ტაბლოიდი

ნეიმარის ახალი ვარცხნილობა სოცქსელში მაკარონს შეადარეს

17 ივნისს, მექსიკასთან დამარცხების გარდა მუნდიალზე სპორტსმენის ახალი ვარცხნილობა მაკარონს შეადარეს. აღსანიშნავია, რომ ნეიმარი ვარცხნილობას ბოლო პერიოდში არც თუ ისე იშვიათად იცვლის. ჯერ კიდევ მარტში, ტრავმირებულ კოჭზე ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელი დრედებით მოგვევლინა.

18 ივნისი 2018, 21:51

ვიდეო

ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე ქუჩა დატბორა

18 ივნისი 2018, 21:49

საქართველო

გომბორის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოძრაობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ. კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ.

18 ივნისი 2018, 21:45

ვიდეო

იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, უვადოდ გამწესების მსურველ 7 მოსამართლესთან გასაუბრება შედგა

18 ივნისი 2018, 21:45

ვიდეო

ქრონიკა 20:00 საათზე - 18 ივნისი, 2018 წელი

18 ივნისი 2018, 21:43

ვიდეო

სამი თვის წინ დაანონსებული პროექტის "ღამის ეკონომიკის" კონცეფცია, ამ დრომდე არ არსებობს

18 ივნისი 2018, 21:40

ვიდეო

მერია თბილისელებს ვანდალიზმთან ერთად ბრძოლას სთავაზობს

18 ივნისი 2018, 21:38

საქართველო

ძლიერი წვიმის გამო ახმეტელის მეტროს ტერიტორია დაიტბორა

თბილისში ძლიერი წვიმის გამო, გლდანში, ახმეტელის მეტროს შესასვლელთან და მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ წყალი დაგუბდა. დაიტბორა მეტროსთან მდებარე მიწისქვეშა ჩასასვლელიც.

18 ივნისი 2018, 21:36

სპორტი

ბელგიამ პანამა 3:0 დაამარცხა

მეორე ტაიმში ანგარიში ბელგიამ 47-ე წუთზე გახსნა და მცველების მიერ მოგერიებული ბურთი პანამელთა კარში მოხვდა. დამატებითი გოლები ბელგიამ 69-ე და 75-ე წუთებზე გაიტანა მოწინააღმდეგის კარში. საფეხბურთო მატჩს სოჭში 43 257 მაყურებელი ესწრებოდა.

18 ივნისი 2018, 21:34

ვიდეო

„ქართული ოცნების“ განათლების პოლიტიკა

18 ივნისი 2018, 21:31

ტექნოლოგიები

Microsoft: კომპიუტერული თამაშების დეველოპერებს სრულ თავისუფლებას ვაძლევთ

როგორც კომპანიის სტუდიის ხელმძღვანელი განმარტავს, ახალი გუნდის შესაქმნელად Microsoft-ი მათთან მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებს. საუბარია სრულ შემოქმედებით თავისუფლებაზე, რომელიც Microsoft-ის თქმით, კრეატიული პროდუქციის შექმნას შეუწყობს ხელს. მანამდე Microsoft-მა გეიმერებს E3-ზე სიახლეები წარუდგინა.

18 ივნისი 2018, 21:13

ტექნოლოგიები

ტრამპმა მთვარეზე ასტრონავტებამდე შეიძლება რობოტები გააგზავნოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2019 წლის დასაწყისში მთვარეზე რობოტი მკვლევრების გაგზავნა სურს. ამასთან, ტრამპს შემდეგი 10 წლის განმავლობაში უნდა, რომ მთვარეზე კოსმონავტები გაემგზავრნონ. ამის შესახებ NASA-ს პრესსპიკერმა განაცხადა.

18 ივნისი 2018, 21:11

საქართველო

დუშეთში ძლიერი წვიმის გამო სარდაფები და ქუჩები დაიტბორა

დუშეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სულ 22 შეტყობინებაა შესული. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და წყალს ტუმბავენ.

18 ივნისი 2018, 21:07

ვიდეო

ოზურგეთში აქციის მონაწილეები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ცემაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ

18 ივნისი 2018, 21:06

საქართველო

ნარკოდანაშაულის შესახებ კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს

მოქმედი კანონმდებლობით ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულს საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ, 3 წლით გარკვეული შეზღუდვები უწესდება. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა სწორედ ამ კანონის გაუქმებას ითხოვს.